კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ შეიცვალა საოლქო მოსამართლის, გიორგი მიქაუტაძის ქონება მოსამართლედ დანიშვნიდან დღემდე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე 1982 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო (დაამთავრა 2004 წელს); 2010-2011 წლებში კი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო. მისი სამუშაო გამოცდილება 2006 წელს დაიწყო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად; შემდეგ კი, 2010 წლამდე, იქვე გახდა პროკურორი; 2010-ში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა – ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად; 2012 წლიდან კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა; 2015-2017 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გახლდათ; 2016-2017 წლებში – თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; ხოლო 2017 წლის 8 აპრილს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრადაც აირჩიეს, 24 ივნისს კი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.
გიორგი მიქაუტაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაციაც 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც საოლქო სასამართლოს მოსამართლემ და ოჯახის წევრებად მიუთითა შვილები და მეუღლე. იმხანად გიორგი მიქაუტაძის საკუთრება იყო ბინა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე (247 კვ. მ.) და ჰყავდა 2006 წლის „მერსედესი“. რაც შეეხება შემოსავლებს: გიორგი მიქაუტაძემ 2011 წელს, როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელმა, 9 200 ლარი აიღო. იმავე წელს 8 500 აშშ დოლარად გაყიდა ძველი ავტომანქანა და შეიძინა ახალი – 22 500 აშშ დოლარად.
მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2018 წლით თარიღდება, რომელიც იმავე ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და სამი შვილი.
ამჯერად, ზემოაღნიშნული ბინის გარდა, მისი საკუთრებაა ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, დოდაშვილის მოედანზე (52 და 64 კვ. მ.) და 10 000 აშშ დოლარად ღირებული 2006 წლის ავტომანქანა toyota land cruiser, მის მეუღლეს კი ჰყავს 19 500 აშშ დოლარად ღირებული nissan juke.
დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული მხოლოდ გიორგი მიქაუტაძეს ჰქონდა: 8 000 ლარი. 2017 წლის განმავლობაში კი, როგორც საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, 85 080 ლარი აიღო. 2014 წელს მან „თი ბი სი ბანკიდან“ 25 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოიტანა, რომლის მომსახურებაც 2017-ში 17 940 ლარი დაუჯდა.
რაც შეეხება სხვა წლებს: 2012 წლის განმავლობაში გიორგი მიქაუტაძემ, როგორც მოსამართლემ, 45 635 ლარი აიღო; 2013 წლის განმავლობაში – 48 100 ლარი, 2014 წლის განმავლობაში – 72 967 ლარი. მისმა მეუღლემ, მაია კვირიკაშვილმა კი, როგორც მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა – 39 795 ლარი; იმავე წელს გიორგი მიქაუტაძემ უძრავი ქონების შესაძენად „რესპუბლიკა ბანკიდან“ 25 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო, რომლის მომსახურებაც 1 259 აშშ დოლარი დაუჯდა; ასევე, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და 64 000 აშშ დოლარიც გადაიხადა. 2015 წელს გიორგი მიქაუტაძის სახელფასო შემოსავალმა 74 962 ლარი შეადგინა, მისი მეუღლისამ კი – 40 077 ლარი. 2016 წლის განმავლობაში გიორგი მიქაუტაძემ, როგორც მოსამართლემ, 83 804 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც მთავარი პროკურატურის სამმართველოს უფროსმა – 33 686 ლარი.
скачать dle 11.3