კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ ნიშნავენ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ერთმანეთის საპატრიარქოებში თავიანთ ოფიციალურ წარმომადგენლებს და როგორ გამოაცხადა საქართველოს წმიდა სინოდმა რუსეთის იმპერიისა და რუსეთის ეკლესიის ქმედებები დანაშაულად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


14 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მათი წარმომადგენელი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაინიშნა. ინფორმაციამ უსიამოვნო ნალექი დატოვა საქმეში ჩაუხედავი ადამიანების გულში (სავსებით ბუნებრივად) და მართლაც გააჩინა სსრკ-ს დროინდელი ცეკას მეორე მდივნის ასოციაცია, რომელსაც მოსკოვი ნიშნავდა. ცეცხლზე ნავთის დასხმა არც ჩვენმა თანამემამულე თეოლოგებმა და არათეოლოგებმა დაინანეს და ისეთი ამბავი შეიქნა, თითქოს რუსეთის ეკლესიამ აწ უკვე ქართული ეკლესიის ოკუპაცია მოახდინა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ სტალინის მმართველობის პერიოდში, როდესაც რუსეთის პატრიარქის არჩევა გახდა საჭირო და ის აირჩიეს, რუსეთის ეკლესიის წინამძღოლმა საქართველოში მცხოვრებ რუს მრევლს მოუწოდა, რომ საქართველოს პატრირაქსა და ეკლესიას დამორჩილებოდნენ. იმის შესახებ, რას ნიშნავს წარმომადგენლების დანიშვნა, რა ფუნქცია აქვთ მათ და როდიდან მოქმედებს ეს პრაქტიკა, მამუკა გიორგაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
მამუკა გიორგაძე: ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, რუსეთის ეკლესიამ საქართველოში გამოაგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომელიც იმსახურებს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში და პარალელურად, ექნება წარმომადგენლის სტატუსი. ეს ისეთი ფორმით მიეწოდა საზოგადოებას, როგორც ახალი, სკანდალური მოვლენა; თითქოს რუსეთმა დღეს მოახდინა ზემოქმედება საქართველოს ეკლესიაზე და ლამის ეგზარქოსი გამოაგზავნა, რომ ვითომ საქართველოს ეკლესიამ ვერ შეძლო, წინ აღდგომოდა ასეთ კაბალურ გადაწყვეტილებას და საქართველოს ეკლესიის შიდა ცხოვრება რუსეთის ეკლესიის დიქტატის ქვეშაა. ანუ, კიდევ ერთხელ ესროლეს ტალახი საქართველოს ეკლესიას და კიდევ ერთხელ შეაეჭვეს საზოგადოება საქართველოს ეკლესიის მდგრადობაში. შემდეგ ექსპერტებმა თუ თეოლოგებმა და პოლიტიკოსებმა შეაფასეს, თითქოს რაღაც განსაკუთრებული აპოკალიფსური მოვლენა მოხდა.
– ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მიმართა რუსეთის პატრიარქმა თავის მრევლს საქართველოში, რომ დამორჩილებოდნენ საქართველოს პატრიარქს, ეს შეთანხმება კვლავ მოქმედებს?
– დიახ, სწორედ ეს მოვლენა გრძელდება. მას შემდეგ, რაც რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის, მეტ-ნაკლებად, დარეგულირდა სიტუაცია, ანუ ცნეს ერთმანეთი, მიიღეს გადაწყვეტილება, რადგანაც ჩვენ ვართ ეკლესიები და მართლმადიდებლები და ასეთი შეთანხმება ეკლესიურ კანონიკურ სამართალზეა დაფუძნებული, ჩვენს ტერიტორიებზე, მიუხედავად მრევლის ეთნიკური წარმომავლობისა, სულიერ წინამძღოლობას იკისრებენ ადგილობრივი ეკლესიები. შესაბამისად, რუსეთში ყველა ქართული ტაძარი ექვემდებარება რუსეთის საპატრიარქოს, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ტაძარი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს, რა ეთნიკური სასულიერო პირებიც უნდა მსახურობდნენ ამ ეკლესიებში და რა ეროვნების მრევლიც უნდა ჰყავდეთ. 1943 წლის ამ შეთანხმებაში საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია სომხეთზეც კი ვრცელდებოდა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ეკლესიის მთავარი პარტნიორი საქართველოს ეკლესია გახდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის პროცესში საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთის ეკლესია საქართველოს აძლევდა უფლებას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, გამონაკლისის სახით, რამდენიმე ეკლესია ჰქონოდა თავის იურისდიქციაში ქართული მრევლისთვის, მაგრამ მისმა უწმიდესობამ ამაზე უარი განაცხადა.
– რუსეთი სამაგიეროს მოითხოვდა საქართველოს ტერიტორიაზე.
– რა თქმა უნდა და თუ ჩვენ მოსკოვსა ან პეტერბურგში ერთი-ორი ეკლესია გვექნებოდა, რუსეთი შეძლებდა საქართველოს ტერიტორიაზე თავისი მრევლის საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მოქცევას. პატრიარქმა მართებულად გათვალა და ამიტომ, მხოლოდ ძველი შეთანხმება დარჩა ძალაში. ყველა მრევლი რუსეთის ტერიტორიაზე, მუხედავად ენთიკური კუთვნილებისა, ექვემდებარება რუსეთის პატრიარქს, ყველა მრევლი, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, ექვემდებარება საქართველოს პატრიარქს. და იქვე იყო საუბარი იმაზე, რომ გაეცვალათ წარმომადგენლები და პერიოდულად მთელი ამ ხნის განმავლობაში ორ-სამ წელიწადში ერთხელ ამ წარმომადგენლების როტაცია ხორციელდება.
ჩვენს ეკლესიასაც ჰყავს, ესე იგი, წარმომადგენელი რუსეთის საპატრიარქოში?
– დიახ სულ რაღაც, ერთი თვის წინათ დეკანოზი კახა გოგოტიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო  განყოფილების თანამშრომელი და ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, წავიდა და მსახურობს მოსკოვის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ქართული მრევლი დადის. პარალელურად კი, არის საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი რუსეთის საპატრიარქოში. ასევე, მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოდიოდნენ რუსეთის ეკლესიის რუსი მოძღვრები და მსხაურობდნენ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში, პარალელურად კი, იყვნენ რუსეთის ეკლესიის მიერ მოვლენილი წარმომადგენლები. ამდენად, რამე ახალი, ექსტრაორდინარული არაფერი მომხდარა და ეს პრაქტიკა დადგენილია ეკლესიებს შორის, იმ დონეზეც კი, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ მღვდლებს აღიარებს, რომლებიც თავის დროზე საქართველოს ეკლესიამ აკურთხა, ეს იქნება ბესარიონ აპლია თუ სხვები.
– ჩინსაც ვერ მატებს სასულიეროს.
– რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო დეტალია, რომ არც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს იქ და არც რუსეთის ეკლესიის წარმომაგენელს აქ ეკლესიის წინამძღვრის სტატუსიც კი არ აქვთ, მაგალითად, დღეს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი არის მამა ადამ ახალაძე და ის რუსი მღვდელი, რომელიც აქამდე მსახურობდა და ისიც, ვინც ჩამოვა, რიგითი მღვდელია. ჩვეულებრივი სამუშაო სიტუაციაა, მაგრამ ამ ფაქტის ასეთი ფორმით მიწოდება საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ნათლად ამჟღავნებს ორგანიზატორთა ინტერესებს, რომ არაფრისგან შექმნან ისეთი პროტესტი, რაც მოსახლეობის თვალში ეკლესიის ავტორიტეტს დააზარალებს და გეგმაზომიერი კამპანიაა. ძალიან საინტერესოა, რომ, ამ კუთხით, თითქოსდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აქტიურობს, მაგრამ ამ კამპანიას სხვა, ხელისუფლებასთან იდენტიფიცირებული არხებიც აქტიურად უჭერენ მხარს. ანუ ამბავს ქმნის „რუსთავი 2“, დანარჩენები ამას იმეორებენ და ეკლესიის დისკრედიტაციის ერთ-ერთი ფორმაა მისი თითქოს პრორუსულობის, მისი თითქოს არათავისთავადობის დამტკიცება. ამ კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ეს ფაქტიც, რომელიც არც ახალია და მას არც არანაირი მნიშვნელობა აქვს.
მეტიც, საქართველოში გვყავს ეთნიკურად რუსი უბრწყინვალესი მოძღვრები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ ლეგენდად ქცეული მეუფე ზინობი და მამა ვიტალი, ოპტინელი ბერები, რომლებიც ქრისტიანული დევნის გამო საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ მსახურობდნენ. თუ ყველას არ ახსოვს, მოიკითხონ და დარწმუნდებიან, რა ერთგულებით გამოირჩეოდა ეს ხალხი საქართველოს მიმართ. გავიხსენოთ მამა ვიტალის ქადაგებები რუსი მრევლისადმი: არ დატოვოთ საქართველო, მადლი საქართველოშია, მადლი მის უწმიდესობასთანაა, ვიყოთ საქართველოს ეკლესიის წიაღში, ეს ღვთის სათნო საქმეა. იმ პერიოდში ისინი ლამის ყველაზე უფრო მეტად იყვნენ ქართული ცნობიერების მატარებლები. გვარი რომ იცოდი, ამიტომ შეიძლებოდა გაგკვირვებოდა.
– ეს წარმომადგენლების დანიშვნის ფაქტი რამენაირად უკავშირდება აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის ეკლესიის მკვეთრი ჩარევის პრევენციას?
– როგორც ქვეყნებს შორის, ისე ეკლესიებს შორის არის სადავო საკითხები, მეგობრებს შორისაც კი, რომლებსაც საერთო ბიზნესი აქვთ, არის აზრთა სხვაობა. არის თემები, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. რუსეთ-საქართველოს ეკლესიებს შორის არის ზომიერად თბილი დამოკიდებულება, ოღონდ არც ერთ მათგანს არ ავიწყდება ჩვენ შორის არსებული უდიდესი განსხვავებები და დაპირისპირებები. როგორ შეიძლება, დაგვავიწყდეს, ჩვენი წმიდანები, კირიონ მეორე, ილია მართალი როგორ უპირისპირდებოდნენ რუსეთის ეკლესიის მიერ წმიდანად აღიარებულ დეკანოზ ვოსტორგოვს, რომელიც აქ ებრძოდა ქართულ ენას?! ეს დაპირისპირება ეკლესიებს შორის, ბუნებრვია, არსებობს; ბუნებრივია, არსებობს დაპირისპირება გავლენის გამო. თანამშრომლობის ფონზე ჩვენ კონკურენტებიც ვართ დიპტიქში ადგილის გამო, მართლმადიდებლობაში შეტანილი წვლილის გამო. რუსეთის ეკლესია, რომელიც ძალიან დიდ გავლენას განიცდის თავისი ხელისუფლებისგან, ამ საქმეებში ხელშეწყობილია რუსეთის ხელისუფლების მიერ. საქართველოს ეკლესია კი, ფაქტობრივად, იბრძვის ქართული ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის ისე, რომ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოების ნაწილი მის წინააღმდეგ გამოდის. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება გვერდში დაუდგეს, თუნდაც, როდესაც კბილებით იცავს აფხაზეთში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გული ვატკინოთ და რაც მთავარია, ხელი შევუშალოთ, რაც სწორედ რუსული ინტერესია. საქართველოს ეკლესიის დაკნინება რუსული ინტერესია და ვინც საქართველოს ეკლესიას არ ეხმარება თავისი უფლებების რეალიზებაში, ის, ფაქტობრივად, რუსეთის ეკლესიას უწყობს ხელს. ჩვენ ამხელა აჟიოტაჟს ვტეხთ ამ გადაწყვეტილების გამო და იმავდროულად, არც კი ვახსენებთ საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ მიღებულ განჩინებას, როდესაც მან 1801 წლიდან რუსეთისა და რუსეთის ეკლესიის მიერ განხორციელებული ქმედებები დანაშაულებრივად და უკანონოდ გამოაცხადა. ამ დროს საქართველოს ხელისუფლება დუმდა და ეკლესიას გვერდით არ დაუდგა, დღეს კი ეს ადამიანები გამოდიან და ეკლესიას პრორუსულობაში სდებენ ბრალს. არა მხოლოდ საწყენია, როდესაც იმას გაბრალებენ, რასაც ებრძვი, არამედ ეს ძალებს გაკლებს. ალექსი ინაურისა და კომუნისტების დროს მისი უწმიდესობა „კა გე ბეს“ დიქტატს არ დაქვემდებარებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმაზე ვიტყვი, რაც მე მეხებოდა, როგორ უტევდნენ დისიდენტების მფარველობის გამო საქართველოს ეკლესიას, რადგან ქართველი დისიდენტები სტიქაროსნები ვიყავით. რამდენს არ ცდილობდა „კა გე ბე“ ზემოქმედებას, მაგრამ მის უწმიდესობას ეს ჩვენთვის ერთხელაც არ უგრძნობინებია. ეროვნული მოძრაობა, საერთოდაც, საქართველოს ეკლესიის წიაღში განვითარდა და ამ პროცესის სულიერი ლიდერი მისი უწმიდესობა და საქართველოს ეკლესია იყო. ამდენად, მსგავსი ბრალდებები სჭირდებათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ატყდეს აჟიოტაჟი, რომ თქვან, აი, ხომ ვამბობდითო.
– უცნაური იყო პატრიარქ ბართოლომეს წერილის გახსენებაც.
– ინტერვიუს იღებენ ადამიანისგან, რომელსაც თბილი მოსაცმელი აცვია, ანუ მაშინაა ჩაწერილი, როდესაც ციოდა და თბილი მოსაცმელი იყო საჭირო. დღეს თბილისში მოსაცმელით ხომ არ ივლი?! გაგანია 30 გრადუსამდეა სიცხე. ეს ჩაიწერა გეგმაზომიერად და როცა რაღაც ახალი მასალა დასჭირდებათ, მაშინ გამოაქვეყნებენ. მოძებნეს დრო, როდესაც ვითომ რუსეთის ეკლესიის მხრიდან წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავენ და მიაყოლეს ზამთარში ჩაწერილი ინტერვიუ ბართლომეს წერილთან დაკავშირებით, თუმცა იმის უარყოფა ვერ მოახერხეს, რომ ეს წერილი გამოქვეყნდა საქართველოს ეკლესიის გამოცემებში, რადგან წერილის დამალვის აუცილებლობა არ არსებობდა. ეს პროცესები გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ხელისუფლების ჩუმი მხარდაჭერით იბრძვიან გარკვეული ძალები და კონკრეტული ტელევიზიები. ამას წინათ გამოქვეყნდა ადამიანის მოსაზრება, რომელიც რატომაღაც, ანალიტიკოსს უწოდებს თავს, – ვიცით, რომ პროვოკატორები მუსლიმანური ინტერესებით დააყენებენ ბათუმში დიდი მეჩეთის აშენების საკითხს და თუ ამას საქართველოს ეკლესია და ბათუმის მიტროპოლიტი წინ აღუდგებიან, ეს იქნება დანაშაული ქვეყნის წინაშეო. ასეთი ქმედებების მიზანია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია. როდესაც ეგზარქოსობას და ცეკას მეორე მდივნობას ადარებენ, ერთი ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნული დეკანოზი რომ ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს, ხომ ყველამ კარგად იცის?! რუსეთის სპეცსამსახურებს ყველგან ჰყავს თავისი აგენტურა: ეკლესიაშიც ეყოლებათ და მთავრობაშიც. და როდესაც არაფერს ამბობ „ლუსტრაციის კანონზე“ და ერთი დეკანოზის გამო ტეხ ამბავს, ესე იგი, არაგულწრფელი და არაადეკვატური  ხარ და შენი მიზანია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია.
скачать dle 11.3