კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 მეზარბაზნეების დეფიციტი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვინ გაისვრის თოფს?!

საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის მთავარ შედეგად იმას აღიარებენ, რომ თბილისს შესაძლებლობა მიეცემა, თავისი, ანუ ჩვენი ოკეანის გაღმელი სტრატეგიული პარტნიორისგან ტაქტიკური იარაღი შეიძინოს.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიიჩნევს, რომ „ჯაველინების“ შემდეგ ეს გარიგება (რომელსაც მწვანე აუნთეს პენტაგონში) საქართველოს „ნატოსთან“ კიდევ უფრო დაახლოვებს; იმას გარდა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასაც გაზრდის.
პენტაგონის წარმომადგენელსა და ჩვენი თავდაცვის უწყების პირველ პირს შეხვედრისას შეუნიშნავთ, რომ ერთმანეთით კმაყოფილები არიან და არც იმის აღნიშვნა დავიწყებიათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ რეფორმას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
თუ გავიხსენებთ, რომ საზღვრებთან მომდგარი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩამდგარი რფ-ის შეიარაღებული ძალები კბილებს აღრჭიალებენ, იარაღი გვჭირდება თუ გვჭირდება, ოღონდ, თუ რეალობას გადავხედავთ: კლუბ „ბასიანის“ გახსნა რომ უფრო გვეზეიმება, ვიდრე ბასიანის გახსენება და, მაინცდამაინც, არც ჯარში წასვლის მსურველების სიმრავლე გვაწუხებს, არ დაგიმალავთ და მე ის უფრო მადარდებს, ეს ამდენი იარაღი ოხრად არ დაგვრჩეს (პირი ქვისკენ მიქნია), ანუ ვიპოვით კი მის დამჭერსა და მიზანში მსროლელს?!
скачать dle 11.3