კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როდის სჭარბობს ცხოველური ინსტინქტები სალომე ჭაჭუაში და რატომ ჰქონდა მას პირად ცხოვრებაზე ტაბუ დადებული

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ სალომე ჭაჭუა მოდის კვირეულზე სალომე ღვინიაშვილის ჩვენებაზე გამოვიდა. სალომემ თავისი ცეკვით, საოცარი პლასტიკით გახსნა დიზაინერის შოუ. სალომე ავაზასავით მოძრაობდა და წულის სექსუალურ, სრულიად გამჭვირვალე კომბინიზონში საოცრად ლამაზად და სექსუალურად გამოიყურებოდა. ცოტა ხნის წინ სალომემ ხატვაც დაიწყო.
სალომე ჭაჭუა: ცოტა ხნის წინ ხატვა დავიწყე. ბავშვობიდან მინდოდა მეხატა, მაგრამ ვიცოდი, არ გამომივიდოდა. ახლა კი, ვიყიდე ყველაფერი და ვჯღაბნი ჩემთვის. სულ სხვანაირად ვიხარჯები, ვფიქრობ. ვინც ნახა, მითხრა: თურმე ხატვა შეგძლებია, რატომ მალავდიო. ვმალავდი კი არა, საკუთარ თავსაც ვუმალავდი.
– საკმაოდ წარმატებულია შენი საცეკვაო კარიერა, ბევრ ტურნირზე გამოდიხარ.
– წელს ცეკვის სფეროში ძალიან განვვითარდი და უზომოდ ბედნიერი ვარ. ფედერაციაც შევიცვალე, გადავედი, სადაც ტექნიკას დიდ ყურადღებას აქცევენ. ცოტა ხნის წინ ვამბობდი, წელს ვისწავლე რა არის ცეკვა-მეთქი – ტოპ-ტრენერებთან ვემზადებოდი. მათ ვიდეოებზე გავიზარდე და ახლა ისინი რომ გასწავლიან და კომპლიმენტებს გეუბნებიან, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება.
– როგორია შეგრძნება, როდესაც ოცნება რეალობა ხდება?
– პირველად რომ ჩავედი, არ მჯეროდა, ჩემს მეწყვილეს ვეუბნებოდი: თავი სიზმარში მგონია-მეთქი. თან, იმდენად უშუალო ადამიანები არიან, თვითონ მოდიან, გეცნობიან, კითხვებს გისვამენ. რომ ვეუბნები, თქვენს  ვიდეოებზე ვისწავლე ცეკვა-მეთქი, არ სჯერათ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სფეროში გურუ კომპლიმენტებს მეუბნება და მაშინ ვფიქრობ,  რომ დრო უქმად არ დამიხარჯავს. არასდროს მიცეკვია მედლის გამო, არ მითქვამს, მე უნდა მოვიგო-მეთქი. ჩემთვის ყველაზე მთავარია, როცა სრულიად უცხო ადამიანი მეუბნება: ერთი სიამოვნებაა შენი ცეკვის ნახვაო. იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი ცეკვით, რომ ამას სიტყვით ვერ გადმოვცემ – ეს არის უზომო სიამოვნება.
– ცოტა ხნის წინ სალომე ღვინიაშვილის ჩვენება გახსენი, თან, ძალიან ლამაზად და ეფექტურად.
– სალომეს დიდი სურვილი ჰქონდა, მისი ჩვენება გამეხსნა. მეც ყოველთვის მინდოდა ასეთ ჩვენებაზე, ზუსტად ასეთ სტილში გამოვსულიყავი. სალომემ ხაზი გაუსვა ქალურობას, ელეგანტურობას. მუსიკაც ისეთი იყო, რომ ყველაფერი ზუსტად და კარგად ჩაჯდა. კოსტიუმი ისეთი შევარჩიეთ, რომ ყოფილიყო ესთეტიკური, სენსიტიური და არ გადასულიყო ზედმეტობაში. ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუნდაც, იმ მარტივ მოძრაობებზე – როგორ გამეკეთებინა სწორად, ვულგარულად რომ არ გამოჩენილიყო. ვიყავი ქალური, მანერული, სენსიტიური და ამას ხაზი გავუსვი ქორეოგრაფიაში, იმ მინიმალისტურ კოსტიუმში.
– გქონდა რაიმე კომპლექსი, როდესაც ასეთი სექსუალური კოსტიუმით გამოხვედი, რომელშიც თითქმის მთელი სხეული ჩანდა და მხოლოდ გარკვეული ადგილები გქონდა დაფარული.
– როდესაც ვცეკვავ, კოსტიუმი ისე უნდა მოვირგო, რომ მოძრაობის დროს დისკომფორტი არ განვიცადო. ამიტომ, პრობლემა არ ყოფილა. უბრალოდ, ვფიქრობდი იმაზე, როგორ გამოჩნდებოდა ვიზუალი. თან ჩვენებაზე ადამიანები სხვა რამის სანახავად მიდიან, არ მინდოდა, მაყურებელს დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ცეკვის სანახავად მოვიდა. რეპეტიციის დროს უზომოდ ბევრჯერ გადავიღე ვიდეო, სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა რაკურსიდან. ვფიქრობ, ჩვენი ჩანაფიქრი გამოვიდა, რადგან თითქმის 100 პროცენტი კარგი გამხმაურება იყო. მე და სალომე კოსტიუმზეც ვფიქრობდით ერთად: რა შეიძლებოდა, შიგნიდან ჩამეცვა ცეკვის დროს, ბოლოს ერთად შევჯერდით. ცეკვის დეტალები შევიტანე კოსტიუმში, სალომემ გენდობიო და ვფიქრობ, კარგი გამოვიდა. სალომემ რომ მითხრა, მე მინდა კომბინეზონი, წულიო, უკვე ყველაფერი გასაგები იყო, რადგან ვიცი, რა შეიძლება მოუხდეს ჩემს სხეულს, რა უფრო კარგად გამოჩნდება.
– არსებობს რამე, რაც შეიძლება შენს სხეულს არ მოუხდეს?
– რა თქმა უნდა. ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი „წიკები“. რადგან კარგად ვიცნობთ საკუთარ სხეულს და ზუსტად ვიცით: რა მოგვიხდება და რა – არა. მე არ მიხდება ყველაფერი. შეიძლება, რაღაც ჩავიცვა, მაგრამ ის ჩემებურად უნდა მოვირგო.
– სამაგიეროდ, ძალიან გიხდება გამჭვირვალე სამოსი.
– ამისთვის ბევრს ვვარჯიშობ, გამომშრალი ვარ, კუნთები მაქვს. საკუთარ თავს რეალურად აღვიქვამ და თუ ზუსტად ვიცი, რომ ეს კოსტიუმი არ მომიხდება, არ ჩავიცვამ, რადგან სცენაზე დისკომფორტი მექმნება.
– „შავი პანტერა“ შეგარქვეს.
– „შავ პანტერას“ არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც მეძახიან. ალბათ, სცენაზე ცხოველური ინსტინქტები სჭარბობს. კატისებრთა ოჯახიდან ვარ. ყველა აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული პლასტიკა და ჩემი ნიშა მაქვს – ყველაზე მეტად ეს მახარებს.
–  როცა ადამიანი შენთან შეცდომას უშვებს, შანსს აძლევ?
– ადრე შეიძლებოდა, ნელ-ნელა გამეშვა ადამიანი ჩემი ცხოვრებიდან. ახლა თუ მივიჩნევ, რომ ის ჩემთვის ძვირფასია, მაქსიმალურად შევეცდები, ბოლომდე ჩემ გვერდით იყოს. შევეცდები, გავუგო, ავუხსნა, რომ მიხვდეს თავის შეცდომას. თუ ვერ მიხვდება, ასეთია, ასე გააგრძელებს, მაშინ ჯობია, ერთმანეთი გავათავისუფლოთ.
–  როგორი წარმოგიდგენია შენი მომავალი ოჯახი?

– იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანია, პატარა ბავშვებს ვზრდი, ალბათ, კარგი დედა ვიქნები. ერთადერთი, ვიცი, რომ თბილი ოჯახი მექნება, რადგან ასეთ ოჯახში ვარ გაზრდილი. დანარჩენი უკვე არ ვიცი, მეორე ნახევარსაც გააჩნია. ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ ძალიან თბილი ვარ. ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვხატო ის, რაც ვარ შიგნიდან. დროთა განმავლობაში ბევრი რამ იცვლება, თუმცა, კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რა შეიძლება მომეწონოს ადამიანში. რაღაცამ უნდა მიმიზიდოს. ღირებული ის არის, რომ ადამიანი იყოს. ადამიანში კი ბევრი რამ მოიაზრება. მთავარია ნდობა და პატივისცემა – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანი უნდა იყოს.
– ახლა არაფერი ხდება პირად ცხოვრებაში?
– ჯერჯერობით არავინ არ არის ცხოვრებაში ისეთი, ვისზეც შეიძლება დავფიქრდე. ყოველ შემთხვევაში, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ. მარტო არ ვარ, აუცილებელი ხომ არ არის, მამაკაცი  გყავდეს გვერდით, თავი მარტოდ რომ არ იგრძნო. როდესაც მოვა ის დრო, ჩემ გვერდი კიდევ გამოჩნდება მეორე ნახევარი, ძალიან კარგი იქნება. ეულად ნამდვილად არ ვგრძნობ თავს. ცოტა ნაწყენი ვიყავი, დიდხანს მქონდა ამაზე ტაბუ დადებული. მაგრამ, როდესაც გადავწყვეტ, რომ ის ჩემი მეორე ნახევარია, ორივე ჩავთლვით საიჭროდ, ამაზე ვისაუბროთ, აღარ დავმალავ.
–  დადებითი ემოცია, რომელიც დღემდე გახსოვს?
– ჩემი დისშვილის დაბადება დღემდე მახსოვს, იმდენად ძვირფასია ჩემთვის. უდიდესი სიხარული იყო. კიდევ მახსოვს, აგარაკზე ვისვენებდით, დაბადების დღე მქონდა. მამა ამოვიდა და ყურცქვიტას ტორტი ამომიტანა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, დღემდე ყველაფერი მახსოვს, თან, მამაზე „მეკეტებოდა“. ძალიან მანებივრებდა, გათამამებული ბავშვი ვიყავი, სულ სიურპრიზებს მიწყობდა. სალომე რომ იტყვის, ჩემთვის კანონიაო – ერთმანეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა. მამა ჩემთვის იდეალი იყო და იდეალად დარჩება. ის არის ერთადერთი, მის თვისებებს სხვა ადამიანში არ ვეძებ. ერთადერთი, ვცდილობ, მასავით ვიაზროვნო, მასავით მოვიქცე. ჩვენი კონტაქტი მუდმივად გრძელდება – დღე არ გავა, რომ არ გამახსენდეს. ხორციელად არ არის ჩემთან, მაგრამ სულიერად არის და დიდ ძალას მმატებს.
скачать dle 11.3