კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ არის ინტერნეტთამაში „ჩარლი“ ბავშვებისთვის სახიფათო და რა კავშირი აქვს მას „ლურჯ ვეშაპთან“

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში „ლურჯი ვეშაპის“ ანალოგი, ახალი ინტერნეტთამაში „ჩარლი“ გამოჩნდა. ის გათვლილია მოზარდ თაობაზე, ითრევს მათ, მოქმედებს ფსიქოლოგიურ დონეზე, თამაშით უწყობს გამოცდებს. თავდაპირველად იწვევს შიშებს და შემდგომ, დიდი შანსია, მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, როგორც ეს საშიში თამაშის, „ლურჯი ვეშაპის“, შემთხვევებში ხდებოდა. მისტიკური ინტერნეტთამაში „ჩარლი“, პოპულარული როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 2 წლის წინ გახდა და მას, ძირითადად, მოზარდები თამაშობენ. თამაშისას გამოიყენება ფურცელი და 2 ფანქარი – თეთრი ფურცელი არის გახაზული რამდენიმე ნაწილად, სადაც არის წარწერა „დიახ“ და „არა“. ფურცელზე, ჯვარედინად ორ ფანქარს დებენ, შემდეგ კი, „ჩარლის“ სხვადასხვა თემაზე უსვამენ კითხვებს, რომელთა პასუხიც „კი“ ან „არა“ უნდა იყოს. ფანქარი ტრიალდება და ერთ-ერთ წარწერასთან ჩერდება.
როგორც აღმოჩნდა, ამ საშიში, ფსიქოლოგიური თამაშის მიმართ ინტერესს ბევრი მოზარდი იჩენს და ჩართულია კიდეც. ჩარლი არის სული, რომელიც მათ პირველ ეტაპზე მარტივ დავალებებს აძლევს, შემდეგ ართულებს და დიდი ალბათობაა, საბოლოოდ, მოთამაშე თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. წესების თანახმად, თამაშის ბოლოს მოთამაშემ „ჩარლის“ უნდა ჰკითხოს: შეუძლია თუ არა თამაშის დასრულება და მისი თანხმობის შემდეგ, დაემშვიდობოს. სწორედ, თამაშის დასრულების შემდეგ, ადამიანი მგრძნობიარეა, საღად ვერ აზროვნებს, შეშინებულია და დასტრესილი, ესმის უცნაური ხმები,  გრძნობს იდუმალ შეხებას, ზურგს უკან სუნთქვას და ასე შემდეგ. ეს ყოველივე კი, ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. აღსანიშნავია, რომ უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში,  თამაში „ჩარლი“ უკვე აიკრძალა და დაიბლოკა.
რამდენიმე დღის წინ, ფსიქოლოგმა
მარიამ ლილუაშვილმა, თავის „ფეისბუქ-გვერდზე“ დაწერა: „გავრცელდა ინტერნეტთამაში „ჩარლი“ („ლურჯი ვეშაპის“) ანალოგია!!! მიაქციეთ ყურადღება, ბავშვები თამაშობენ... ჩემმა შვილმა შეასრულა ერთ-ერთი დავალება, რაც საბედნიეროდ, ჩემთვის ცნობილი გახდა! იქნებ დაბლოკონ ეს თამაშები ან არ ვიცი, სადაა საშველი. მე საშინლად დავიბენი!!!”.

მარიამ ლილუაშვილი: ჩემს შვილს ვატყობდი, რომ შეიცვალა. ძალიან თამამი, კომუნიკაბელური, ჭკვიანი და გონებაგახსნილია და არც მშიშარა და მტირალა ყოფილა, ბოლო, სამი კვირის განმავლობაში, სულ ჩემ გვერდით იყო, მებღაუჭებოდა ტანსაცმელზე, ეშინოდა, ტიროდა... ძალიან შეიცვალა და მიკვირდა. საკმაოდ ყურადღებიანი დედა ვარ და ვცდილობ, ჩემი 6 წლის შვილის ყველა ქცევა ვაკონტროლო. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ესეც მეხმარება.
– ხომ შეიძლება, ბავშვის ასეთი ხასიათის ცვლილება ასაკობრივი ყოფილიყო? რატომ შეიტანეთ ეჭვი?
– დიახ. ისიც ვიფიქრე, შეიძლება ასაკობრვია-მეთქი, მაგრამ როცა შიშები და ტირილი, აგრესიაში გადავიდა, დავინტერესდი, ისეთ დეტალებს მივაქციე ყურადღება, რასაც შესაძლოა, ბევრმა დედამ უგულვებელყოს და გაეცინოს კიდეც, მერე რა მოხდაო, თქვას. მოკლედ, ერთ დღეს, როცა სახლში დაბრუნებულს, ჩემი უსაყვარლესი სუვენირი – ყვავილის ფორმის საწერი კალამი, რომელსაც არ ეკარებოდა – იცოდა, როგორ მიყვარდა, დაგლეჯილი დამხვდა, გამიკვირდა. თან, იქვე ვიპოვე ქაღალდი, რომელზეც, რაღაც ნახაზები იყო. მეუცნაურა და ცუდად მენიშნა, მაგრამ არ გავბრაზებივარ. მივხვდი, ეს აგრესიული ქმედება საიდანღაც მოდიოდა და უბრალოდ, ვიფიქრე, ჩემზე იყო ნაწყენი, ვერ გამოხატა და სამაგიერო ამ ფორმით გადამიხადა-მეთქი. რომ ვკითხე: დედიკო, ეს რატომ ჩაიდინე, ხომ იცი, როგორ მიყვარდა, რატომ დამიგლიჯე, ჩემზე ხომ არ ხარ ნაწყენი-მეთქი, ტირილი დაიწყო.  რომ ჩავეკითხე, მერე აღიარა: იმიტომ დავგლიჯე შენი საყვარელი კალამი, ის ჯადოქრობა რომ არ მომხდარიყოო... კიდევ ვამბობ, შესაძლოა, ბევრმა მშობელმა შვილის მსგავს საქციელს ყურადღება არ მიაქციოს, გაუჯავრდეს კიდეც, მაგრამ მე ფსიქოლოგი ვარ და სიტყვა „ჯადოქრობა“ ჩემთვის ერთგვარი ნიშანი იყო, რომ რაღაც საშიშთან მქონდა საქმე.  ტელეფონიც კი არ აქვს და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ საშიშ ინტერნეტთამაშს სწორედ სკოლაში, დაიწყებდა. გახანგრძლივებულში მეგობარ ბავშვს უთქვამს ამის შესახებ, ტელეფონში უჩვენებია, ესეც დარეგისტრირებულა და თამაშიც დაუწყია. მისი ასაკიდან გამომდინარე, ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ვესაუბრე და აღმოჩნდა რომ, გადასარევად არის ინფორმირებული „ლურჯი ვეშაპის“ თამაშის შესახებ. იცის, რომ ორი მთავარი დაიჭირეს და ერთი დარჩა და ახლა „ჩარლია“ ბოროტი თამაში, რომლის მთავარი მოქმედი პირი, ბოროტი სულია... მისი საუბრიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ეს, დაახლოებით, ისეთი ფსიქოლოგიური, ბოროტული თამაშია, ადრე თეფშს რომ ატრიალებდნენ და გარდაცვლილის სულებს იძახებდნენ. სულ ვუკრძალავდი ძალადობრივ, ფსიქოლოგიურ თამაშებს და არც უთამაშია. ლეპტოპი და პლანშეტიც კი დავუმალეთ. სახლში ვნახე, ჩემს შვილს ფურცელზე ჰქონდა დაწერილი დავალებები. ბავშვმა მითხრა, დედიკო, ჯვარი დამკიდე, ბოროტისგან დამიცვასო.
–  თუ მიხვედით და ესაუბრეთ სკოლის პედაგოგებს?
– რასაკვირველია, ვესაუბრე სკოლის დირექტორს, პედაგოგს, გახანგრძლივებულის მასწავლებელსაც. დირექტორმა მითხრა, მეექვსე კლასიდან ვკრძალავთ მობილურებს სკოლებში, მაგრამ ტელეფონი ასე დაბალ კლასებშიც თუ ექნებოდათ, ვერ წარმოვიდგენდითო. ფაქტია, შემთხვევა დაფიქსირდა და სწორედ იმიტომ დავწერე. სხვებმაც გაიგონ და სანამ ბავშვები ფსიქოლოგიურად შეირყევიან, სანამ მოხდება რამე საშინელება, მანამდე გამოვიჩინოთ ყურადღება. ვფიქრობ, სპეციალისტებს თავისუფლად შეუძლიათ დაბლოკონ ეს თამაშები. სხვათა შორის, მეც ჩავერთე ამ თამაშში – დამაინტერესა, რა იყო და ჩვეულებრივად, ტაქიკარდია დამემართა. არის სრული ფსიქოლოგიური კოშმარი, სული გაძლევს დავალებებს, თავიდან მარტივებს, შემდეგ რთულდება. ბოროტი სული თითქოს გელაპარაკება, საშინელი ხმები ისმის, უცებ გესმის კარების გაჭრიალების და დაჯახუნების ხმა, რითაც მიგანიშნებს, რომ იქ არის, გემუქრება, რომ მოდის დანით, გიქმნის განწყობას, რომ ხარ სიბნელეში, ანთია სანთლები.... ვფიქრობ, ჩემი შვილის პირველი დავალება იყო საყვარელი ნივთის გაფუჭება, მეორე შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად, ჭურჭლის დამტვრევა, მესამე კი, ალბათ, ფანჯრის გაღება და გადახტომა. მე, თავისუფლად გავხსენი, გადმოვწერე და დავიწყე თამაში, ასე რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. ისეთი შეგრძნება გექმნება, თითქოს ბოროტი სული შენ გვერდითაა და თუ მისი დავალება არ შეასრულე, შურს იძიებს.. ეს თამაში ფსიქოლოგიურად ისე დათრგუნავს და შეარყევს ბავშვებს, რომ ყველა სულიერი ავადმყოფი გახდება, პატარების ფსიქიკა ამას ვერ გაუძლებს. ჩემი შვილი ისეთი შეშინებული იყო, ძილში ტიროდა, ღამე ჩაბღაუჭებულს სძინავს, ხშირად იღვიძებს. მადლობა ღმერთს, ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან. თამაშში, ბოროტი სული გეუბნება, დანით მოვდივარო და ბავშვსაც ეშინია, ვინმე არ მიეპაროს, ყელი არ გამოჭრას.. სული გიწერს ინგლისურად რაღაცებს, თუმცა, იმდენად მარტივად, რომ ბავშვმა გაიგოს. როგორც ჩანს, ეს საშიში თამაში სწორედ ბავშვებზეა გათვლილი. თუმცა, ვაღიარებ, მეც შემეშინდა და ის ხმები და შიშები დიდხანს გამყვა. კიდევ კარგი, დროულად გაგივე, თორემ გამორიცხულია, 6 წლის ასაკის ბავშვის ფსიქიკამ „გადახარშოს“ ის, რასთანაც მას აქვს შეხება. თუ მოზარდი „ლურჯი ვეშაპის“ მსგავსად, თვითმკვლელობით არ დაასრულებს სიცოცხლეს, დიდი ალბათობაა, მას შიშები და ფსიქიკური პრობლემები დაეწყოს.
P.S. მარიამ ლილუაშვილის სოციალურ ქსელში დადებულ პოსტს, საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა კომენტარების სახით. შეშინებული მშობლები წერდნენ, რომ მათი შვილებიც თამაშობენ ამ თამაშს, თუმცა რა საფრთხის შემცველია ის და როგორ შეიძლება გახდეს, მათი შვილების მკვლელი, ამაზე არ უფიქრიათ. ფაქტია,  მსგავსი თამაშები მოზარდებს იზიდავს და ინტერნეტთამაშით „ჩარლი“ ბევრი ბავშვი გაუცნობიერებლად, ისე ერთობა, ვერც კი ხვდება, რა საფრთხესთან აქვს საქმე.  აქვე შეგვიძლია, შემოგთავაზოთ, სოციალურ ქსელში, მშობლების მიერ დაწერილი კომენტარები, რომლის განსჯაც თქვენთვის მოგვინდვია:
„ჩემმა გოგომ მითხრა: მოდი „ჩარლი“ ვითამაშოთო. მეგობართან ერთად იყო და ფურცელზე დახაზა რაღაც. ორი კალამი ჰქონდა... რა ხდებოდა,  ვერ მივხვდი, მაგრამ მისმა მეგობარმა იკივლა – სულიაო და კანკალი დააწყებინა, ცივი ოფლი ასხამდა, სიტყვა „ჩარლიზეც“ ისტერიკა ემართებოდა, არ თქვა ეგ სიტყვაო“.
„ჩემს შვილს ვკითხე: იცი თამაში რომ არის „ჩარლი“-მეთქი და შეშინებულმა მითხრა: შენ საიდან იცი, მეორედ აღარ გაიმეორო ეგ სიტყვა, მეშინიაო“.
скачать dle 11.3