კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ მოუწია აისელ მამედოვას ქორწინების პირველი ღამის პოლიციაში გატარება და რატომ იყო მასზე ძებნა გამოცხადებული

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მომღერალი, მსახიობი, მოცეკვავე აისელ მამედოვა ცოტა ხნის წინ ბაქოში გათხოვდა. მისი მეუღლე წარმატებული ბაქოელი ბიზნესმენი ედგან ისმაილოვია. მათ გრანდიოზული ქორწილი ბაქოში გადაიხადეს. „თბილისელების“ სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ დაოჯახებას და ბედნიერებას ვუსურვებ.
აისელ მამედოვა: ჩემი მეუღლე საქართველოში, დმანისშია დაბადებული. თუმცა, 3 წლიდან ცხოვრობს ბაქოში, იქ გაიზარდა და დაამათავრა უნივერსიტეტი. აქვს საკუთარი ბიზნესი – ავტომობილების სალონების. ჩემმა პროდიუსერმა გამაცნო. 30 დეკემბერს გავიცანი, 29 იანვარს ბაქოში დაბადების დღე გადავიხადე და შემდეგ გავიპარეთ. მამა წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა ჩემი ბაქოში გათხოვება, მაგრამ საბოოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ქორწილიც გადავიხადეთ.
– როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა გაცნობის შემდეგ?
– ჩემმა პროდიუსერმა დიდი როლი ითამაშა ჩვენს ურთიერთობაში. თავისი ძმაკაცის ძმაკაცი იყო და გამაცნო.  15 იანვარს ჩემს კონცერტზე მოვიდა, მერე – ჩემს დაბადების დღეზე და მესამე შეხვედრის შემდეგ უკვე გავიპარეთ, სიღნაღში მოვაწერეთ ხელი.
– სიურპრიზებს არ გიწყობდა?
– კი, ძალიან დიდ სიურპრიზებს. ჯერ სახლი მიყიდა ბაქოში, შემდეგ – ავტომობილი, მესამე
შეხვედრაზე, 24 თებერვალს კი, მითხრა: ხელს  ვაწერთ, წავედითო.
– რით მოგხიბლა ყველაზე მეტად?
– ძალიან კარგი ადამიანია, ყურადღებიანი, რასაც ამბობს, იმაზე მეტს აკეთებს. ყველას ვუსურვებ, ასეთი მამაკაცი შეხვდეს. არ არის მეოცნებე, ფანტაზიორი. რეალისტია. ტრადიციული ოჯახი აქვს. სანამ დავქორწინდებოდით, მათ არ იცოდნენ მომღერალი, მსახიობი რომ ვიყავი. მაინც სიფრთხილე
გამოიჩინა და ყველაფერი ძალიან კარგად, ლამაზად დაალაგა. თანამედროვე, განათლებული ბიჭია, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა. სხვათა შორის, მიცნობდა, როგორც მომღერალს, იმ სერიალსაც უყურებდა, რომელშიც ვთამაშობდი, თან, თურმე, ჩემი გმირი მოსწონდა, უყვარდა. ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი მეუღლე სწორედ ის გახდებოდა, შოკში იყო თავიდან.
– თვითონ რას ამბობს, რა მოეწონა შენში ყველაზე მეტად?
– პოზიტიური ხასიათი – ძალიან თავისუფალი ვარ. ასევე, ჩემი ბავშვურობა, უბრალოება.
– ხელს შეგიწყობს შენი მუსიკალური, სამსახიობო კარიერის გაგრძელებაში?
– ჩვენ მოვილაპარაკეთ უკვე, რომ მომღერლობის გარდა, შემიძლია, სხვა დანარჩენი საქმიანობა გავაგრძელო. აზერბაიჯანში მომღერლობას ძალიან ცუდად უყურებენ, არ ფასობს ისე, როგორც სხვა ქვეყნებში. მომღერლობა ნიშნავს ქორწილების მომღერალს, აქ ასე შოულობენ ფულს და სახელსაც ასე
გაითქვამენ ხოლმე. ეს არ უნდა. კარგ ფილმებში გადასაღებად გამიშვებს, სერიალშიც ისევ ვითამაშებ.
– გავიპარეთო და მომიყევი გაპარვის ამბავი.
– მოკლედ მითხრა: მოვდივარ, მოემზადეო. ჩემებიც იცნობდნენ, მოსწონდათ, უბრალოდ, არ უნდოდათ ბაქოში გავთხოვილიყავი. მოვიდა ჩემთან სახლში, ბებიამ ჩაი მიართვა, მე ამასობაში ჩავალაგე ტანსაცმელი, მანქანაში ჩავდე ჩანთა. ჩემებს ვუთხარი: გავისეირნებ-მეთქი. პირდაპირ სიღნაღში ჩავედით, ხელი მოვაწერეთ და ლაგოდეხისკენ წავედით, რომ საზღვარი გადაგველახა, აზერბაიჯანში გადავსულიყავით. საზღვარზე გაგვაჩერეს და მეუბნებიან: რატომ გაქვს ტელეფონი გამორთული, მამაშენი გაგიჟებულიაო. თქვენ რა იცით-მეთქი. მთაწმინდის რაიონის გამომძიებელი გეძებთ სასწრაფოდო. თურმე სახლში რომ არ მივედი, დიდი ამბები ატყდა, მამა საპატრულო პოლიციაში წავიდა. პოლიციელმა მითხრა: ვიდეო ჩართე, რომ დავინახოთ, მართლა კარგად ხარ თუ არაო. კარგად ვარ-მეთქი, ჩემი ქორწინების მოწმობაც ვაჩვენე. მამაჩემიც გვერდით ედგა, გაგიჟდა კაცი. მერე მითხრეს: საჩივარია დაწერილი, ასე ვერ გაგიშვებთ, უნდა ჩამოგართვათ ჩვენებაო. თავი ტერორისტი მეგონა, თუ გინდათ, საზღვარი გადალახოთ, განცხადება უნდა დაწეროთო. მოკლედ, სამი საათის განმავლობაში პოლიციაში ვიყავით, მამის, ძმის ნახვა არ მინდოდა – მრცხვენოდა. პოლიციელების ალყით შემორტყმული შევედი შენობაში, დავწერე განცხადება, ჩემს ქმარს მოუყვანეს თარჯიმანი. ჩვენი მთელი „რომეო და ჯულიეტა“
მოვუყევით. დილით გამოგვიშვეს. ქორწინების პირველი ღამე საპატრულო პოლიციაში გავატარეთ.  ბაქოში პირდაპირ ჩვენს ახალ სახლში მივედით, იქ გადავედით საცხოვრებლად. აქ ასეთი ტრადიციაა: გოგო რომ გაიპარება, ერთი თვის შემდეგ ტკბილეულებით, საჩუქრებით ჩამოდიან მის ოჯახში ბიჭის ოჯახის წევრები. ჩვენც ჩამოვედით და შევრიგდით, მამამ პატარა ქორწილიც გადაიხადა. მერე უკვე ბაქოში გვქონდა ძალიან მაგარი ქორწილი. მთელი აზერბაიჯანის შოუ-ბიზნესი იქ იყო, ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში მოვაწყვეთ. მსოფლიო აზერბაიჯანელების დიასპორის ხელმძღვანელიც იყო ჩამოსული, სიტყვითაც გამოვიდა. ასევე იყვნენ ცნობილი მომღერლები, ყველა ჟანრის წარმომადგენლები: ჯაზი, ტრადიციული, აშუღები. ერთი მომღერალი მიდიოდა, მეორე მოდიოდა, ყველა შოკში იყო – დიდი ხანია, მსგავსი სანახაობა არ უნახავთ.
– მეორე დღეს მთელი ბაქო შენს ქორწილზე საუბრობდა?
– კი, ნამდვილად. საიტმაც დადო ჩვენი ქორწილის შესახებ ინფორმაცია.
– ძალიან ლამაზი კაბა გეცვა.
– კი. ჩემი დიზაინით შევაკერინე. სულ ვერცხლის ძაფებით და სვაროვსკის თვლებით იყო გაფორმებული. მეუღლემ რომ დამინახა, შოკში იყო. 280-კაციანი ქორწილი გვქონდა. კონცერტივით გამოვიდა, ყველა ძალიან კარგად გაერთო. არ გვინდოდა, ტრადიციული ქორწილი ყოფილიყო: წითელი ლენტებით, ბანტებით, მსგავსი არაფერი ყოფილა. სუფთა ქართული ქორწილი გვქონდა: ბიჭის ოჯახიდან
წამოვედით და ისევ იქ დავბრუნდით. ევროპულად მოვიქეცით ყველაფერში, ერთად წავედით, ჩემმა მეუღლემ 10 ათას დოლარად ბრილიანტებისთვლიანი კომპლექტი მიყიდა, ორი ბეჭედი გამიკეთა, მე რაც მინდოდა, ის ამირჩია. თაიგული კი პირდაპირ ჩემს ბიძაშვილს გადავეცი და მარჯვენა ხელი გადავუსვი თავზე: შემდეგი შენ იყავი-მეთქი. ტრადიციებიდან მხოლოდ ცეკვით ფლავის მორთმევა იყო. სუფთა ქართული ქორწილი გამოვიდა ბაქოში.
– იმღერე კიდეც?
– არა, როგორ ვიმღერებდი. ნამეტანი ბევრი მომივიდა ცეკვა და თქვეს კიდეც: ბევრი მოუვიდაო. პატარძლები იქ მოკრძალებულები არიან, თავჩაღუნულები ცეკვავენ. მე ძლივს გამაჩერეს, 4 საათი არ გამოვსულვარ სცენიდან.
– როგორ გააგრძელებ ბაქოში ცხოვრებას, რით დაკავდები?
–  ჩემი სამშობლო საქართველოა, პატრიოტი ვარ ბუნებით და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი  აზერბაიჯან-საქართველოს საელჩოში, საქართველოსთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ.   
скачать dle 11.3