კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ კვლავ Check in Georgia-ს გენერალური სპონსორია

„საქართველოს ბანკი“ კვლავ არ არღვევს ტრადიციას, იყოს კულტურული პროექტების მხარდამჭერი. წამყვანი ბანკი კვლავ Check in Georgia-ს გენერალური სპონსორია. „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, „ბლექ  სი არენას“ 2018 წლის სეზონი ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნა. წელს Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
2018 წლის სეზონის გახსნაზე ენიო მორიკონე, რომელსაც 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი, „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო, რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარდგა. ცნობილმა კომპოზიტორმა შეკვეთილში მდებარე არენის სცენაზე კონცერტი საკუთარი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართა.
ლეგენდარულმა კომპოზიტორმა მუსიკალური ნაწარმოებები 500 სხვადასხვა ფილმისთვის დაწერა, თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. „საძულველი რვიანისთვის“ შექმნილი მუსიკისთვის ენიო მორიკონემ პირველი „ოსკარი“ დაიმსახურა. ის სხვა არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელიც გახლავთ.
„ბლექ სი არენას“ წლევანდელი მუსიკალური ზაფხულის არასრული ლაინაფი კი ასე გამოიყურება:
19 მაისი, სეზონის გრანდიოზული გახსნა – Ennio Morricone რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად;
7 ივლისი – ვახტანგ და ჯანო კახიძეების მუსიკალური საღამო;
28 ივლისი – ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო, სპეციალური სტუმარი – „გრემის“ მფლობელი, ბრწყინვალე ამერიკელი მესაყვირე, Chris BoTTi;
4 აგვისტო – ცნობილი პიანისტის, გიორგი მიქაძის პროექტი VOISA;
11 აგვისტო – ანსამბლ „შვიდკაცას“ და ამერიკული ვოკალური ჯგუფის, 8 „გრემის“ მფლობელი Take Six-ის ერთობლივი კონცერტი;
16 აგვისტო – ჯგუფ „სახისა“ და PPoetry N’Motion-ის ერთობლივი კონცერტი;
21 აგვისტო – ნინო ქათამაძის სოლო კონცერტი;
28 აგვისტო – ცნობილი ქართული მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“;
23 სექტემბერი – 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი.
შეგახსენებთ, რომ „ბლექ სი არენაზე“ 30 ივნისსა და პირველ ივლისს, ასევე, დაგეგმილია ბრიტანელი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტები, რომლებსაც SOLO წარმოგიდგენთ.
ბილეთების მცირე რაოდენობა ჯერ კიდევ არის ხელმისაწვდომი მსურველებისთვის. მათი შეძენა შეგიძლიათ საიტზე: TKT.GE

ხათუნა კაკაბაძე („საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი):
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს ბანკი“ განაგრძობს კულტურული პროექტების მხარდაჭერას და უკვე მესამე წელია, Check in Georgia-ს, ასევე, „ბლექ სი არენაზე“ გამართული ღონისძიებების გენერალური პარტნიორი და სპონსორია.  საზოგადოებას საინტერესო და არნახული კონცერტები ელოდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვარსკვლავების შესრულებით. „საქართველოს ბანკი“„ბლექ სი არენაზე“ მისულ სტუმრებს ბევრ სიურპრიზს დაახვედრებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენ განსაკუთრებით ჩავერთეთ კულტურულ პროექტებში, ვართ „ბლექ სი არენაზე“ გამართული კონცერტების გენერალური პარტნიორები. „ბლექ სი არენა“ ყოველწლიურად მასპინძლობს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან მუსიკოსებს და საშუალებას აძლევს არა მარტო ქართველ მსმენელს, არამედ ტურისტებს, ისიამოვნონ ლამაზი მუსიკით.
გიორგი ჩოგოვაძე („საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელი):
უპირველესად, მადლობა მინდა, გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, რომელიც მრავალი ღონისძიების გენერალური პარტნიორი და სპონსორია. სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ტურიზმისა და კულტურის განვითარებას, მხარში უდგანან სახელმწიფოს. „საქართველოს ბანკი“ ყოველთვის გამოხატავს მხარდაჭერას ბევრ საინტერესო აქტივობაში, რომელიც კიდევ და კიდევ არის დამატებითი სტიმული და საკომუნიკაციო არხი ჩვენს სტუმრებთან და გვიადვილებს ტურისტებთან ურთიერთობას. თითოეული პროექტის განხორციელების მიზანია ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტის მოზიდვა. „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონიც გამორჩეული და განსაკუთრებული იქნება.
ანი კავლელიშვილი („ბლექ სი არენას“ დირექტორი):
„ბლექ სი არენამ“ არაერთ ლეგენდას და ვარსკვლავს უმასპინძლა. ამჯერადაც, 2018 წლის 10 მაისს რეგიონის მასშტაბით მესამე სეზონი გაიხსნა. პირველ რიგში, დიდი მადლობა „საქართველოს ბანკს“, რომ კვლავ არის ჩვენი გენერალური სპონსორი და პარტნიორი. მსმენელს რომ გადაადგილების კომფორტი შევუქმნათ, სპეციალურად ამ პროექტისთვის დაინიშნა დამატებითი ფრენა, რომელიც თბილისი-ბათუმის მიმართულებით განხორციელდება, რაც სტუმრებს ჩამოსვლას გაუადვილებს. ასევე, დანიშნულია დამატებითი მატარებელი, რომ მუსიკის მოყვარულებმა მარტივად შეძლონ შეკვეთილში ჩამობრძანება. რაც შეეხება ლაინაფს, როგორც „ბლექ სი არენის“ ხელმძღვანელი, ამაყი ვარ  იმით, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიებები დაიგეგმა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია უცხოელი ვარსკვლავების სტუმრობა, რომლებიც ქართველ მსმენელს უყვარს, თუმცა არანაკლები ყურადღება გავამახვილეთ ქართულ პროექტებზე, რომლებსაც დიდად აფასებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მუსიკის მოყვარულები. ის, რაც „ბლექ სი არენაზე“ მოხდება, არსად გინახავთ, შეიძლება, არც არსად განმეორდეს, ამიტომ ყველა პროექტი, რომელიც წელს ჩვენს სცენაზე განხორციელდება, იქნება უნიკალური. „ბლექ სი არენა“ და „საქართველოს ბანკი“ ერთად ბევრ სიურპრიზს გპირდებათ.

скачать dle 11.3