კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 იწვევს თუ არა „მარიხუანა“ სექსუალურ აღგზნებას და აზიანებს თუ არა ის ადამიანის დეენემს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

„მარიხუანა“ ერთ-ერთი ფსიქოაქტიური საშუალებაა იმ არალეგალურ ნივთიერებათა შორის, რასაც ყველაზე ხშირად იყენებენ. „მარიხუანის“ მოხმარება ქრონიკული დაავდებაა. მისმა რეგულარულმა და გადამეტებულმა გამოყენებამ კი, შესაძლოა, დააზიანოს ადამიანის ფსიქიკა, ასევე ფიზიოლოგია და ადამიანის დეენემი, გამოიწვიოს გენეტიკური დაავადებები. რა ორგანოებს აზიანებს, რა დაავდებებს იწვევს და რა არის „მარიხუანაზე“ დამოკიდებულთა ყველაზე დიდი პრობლემა, ამ საკითხებზე გვესაუბრა ექიმი ნარკოლოგი თათა ასათიანი:„მარიხუანა“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქოდენილიული საშუალებაა. როდესაც 16 წლის ასაკის მოზარდებში კვლევა ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ ამ ასაკის ბავშვების გამოკითხულთა 11 პროცენტმა აღნიშნეს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუხმარიათ „მარიხუანა“ და „ჰაშიში“. 8 პროცენტმა უპასუხა, რომ ეს ფსიქოაქტიური საშუალება ბოლო 12 თვის განმავლობაში აქვს მოხმარებული. ეს კიდევ არ არის რეალური ციფრი, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში გაცილებით მეტია „ანაშის“ მოხმარების დონე. ისევე, როგორც ყველა ფსიქოაქტიური საშუალების გასინჯვას, ძირითადად, მოზარდობის პერიოდში იწყებენ და ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ შორის პირველი არის ალკოჰოლი ან „მარიხუანა“.
– იწვევს თუ არა „მარიხუანა“ დამოკიდებულებას?
– თავდაპირველად „მარიხუანაზე“ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ყალიბდება, თავიდან – ჯგუფური ფსიქოლოგიური დამოკიდებულები, ანუ ადამიანს ლტოლვა, მოთხოვნილება ჩვეულ წრეში მოხვედრის შემთხვევაში უჩნდება. ინდივიდუალურად მას მოთხოვნილება „მარიხუანის“ მიმართ არ აქვს და ამ ჯგუფთან დაშორება შეიძლება, მისი მოხმარების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. მაგრამ, როდესაც ეს პრობლემა ღრმავდება, უკვე ყალიბდება ინდივიდუალური ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, როდესაც ადამიანს გარკვეული დისკომფორტის მოსახსნელად ან სიამოვნების შეგრძნების მისაღებად „მარიხუანის“ მოხმარება სჭირდება. როცა ადამიანი ამ ეტაპზე წყვეტს მის მოხმარებას, აღენიშნება საერთო სისუსტე, ენერგიის დაქვეითება, ძილიანობა, შფოთვის მომატება, გუნება-განწყობის დაქვეითება და მთელი რიგი ფსიქოლოგიური დარღვევები. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „მარიხუანა“ იწვევს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ დამოკიდებულებასაც. მასზე ყალიბდება ორივე სახის დამოკიდებულება ფსიქოლოგიური და ფიზიკურიც.
– რა გართულებები მოჰყვება „მარიხუანაზე“ დამოკიდებულებას?
– გართულებები არის ფსიქიკის მხრივ. ეს შეიძლება განვითარდეს, როგორც მისი მოხმარების პერიოდში, „მარიხუანის“ მწვავე ინტოქსიკაციის განვითარების დროს, ასევე, ზოგადად, ქრონიკული მოხმარების პერიოდშიც. მწვავე ინტოქსიკაციის პერიოდში არის თრობის ატიპური ფორმები. ყველაზე ხშირი არის პანიკური რეაქციები. ზოგადად, ატიპური, მწვავე ინტოქსიკაცია ვითრდება გადაჭარბებული დოზის მიღებისას, შესაძლებელია, ზომიერი დოზის მიღებითაც იყოს გამოწვეული, როდესაც ადამიანი ამ ფსიქოპათიურ საშუალებას გარკვეული ფსიქოლოგიური დისკომფორტის ან თანმხლები პათოლოგიური დაავადებების ფონზე იღებს.
– როგორ გამოიხატება ეს პანიკური რეაქცია?
– ამ დროს ადამიანს აქვს გაგიჟების, სიკვდილის მოახლოების, გულის გაჩერების, სუნთქვის გაჩერების შეგრძნება. ძალიან დიდ დიაპაზონში ცვალებადობს ემოციური აშლილობა – მსუბუქი დისკომფორტიდან, გამოხატულ ისტერიულ რეაქციამდე. ასე რომ, მწვავე ინტოქსიკაციის პერიოდში, შეიძლება აბნევის მდგომარება განვითარდეს – ამ დროს ადამიანი, დეზორიენტირებულია დროში, გარემოში, ვერ ხვდება, სად არის. ხალხთან კონტაქტში შესვლა გაძნელებულია და ამას ხშირად თან ერთვის ბოდვითი და ჰალუცინატორული აშლილობები. შესაძლებელია, განვითრდეს ანაშური პარანოიდი და ასე შემდეგ. ასევე, უამრავი გართულება ფსიქიკის მხრივ.
– რა ხდება ქრონიკული მოხმარების დროს?
– მიმდინარეობს დაავადების პროგრესი და ხდება ადამიანის ფსიქოპატიზაცია. იმატებს შფოთვის დონე, აგრესიულობა. იგი თანდათნობით კარგავს ძველ სოციალურ კავშირებს, ფუნქციებს, ანუ ვითარდება ადამიანის დეგრადაცია. ძალიან დიდია ყურადღებისა და მეხსიერების დეფიციტი, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება, მძიმე ინვალიდობით დამთავრდეს. „მარიხუანის“ მომხმარებლებს ახასიათებს ამოტივაციური სინდრომი, როდესაც ადამიანი არის აბსოლუტურად ასთენიური, აღენიშნება საერთო სისუსტე, არ არის პროდუქტიული, არის უენერგიო, ფაქტობრივად, კარგავს ფუნქციონირების უნარს. მის ერთადერთ ინტერესად და ფუნქციად რჩება „მარიხუანის“ მოხმარება, რომელიც იწვევს ფსიქოლოგიურ სიკვდილს.
– რამდენად იწვევს  ორგანულ დაზიანებებს?
– მამაკაცებში „მარიხუანის“ მოხმარება იწვევს მამაკაცური ჰორმონების, ტესტოსტერონის რაოდენობის შემცირებას. აქედან გამომდინარე, ხშირად არის პოტენციის დაქვეითება, იმპოტენცია, უნაყოფობა. ქალებში – ჰორმონული დისბალანი, რაც შეიძლება გახდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევის,  ოვულაციის შეფერხების, უნაყოფობის მიზეზები.
– იწვევს თუ არა „მარიხუანა“ სექსუალურ აღგზნებას?
– თავიდან მას აქვს მატონიზირებელი და ენერგიაზე მოსვლის მცირე ეფექტი, თუმცა, ძალიან ხანმოკლე და მისი მოქმედების დასრულების შემდეგ, ადამიანი ისევ ვარდება ამ უმოქმედობის, მოდუნების და მოთენთილობის პერიოდში.  „მარიხუანის“ ინტოქსიკაციის დროს ხდება აღქმის ცვლილება, მძაფრდება და ძლიერდება ყველა, მათ შორის, სექსუალური აქტის დროს მიღებული შეგრძნებები, თუმცა შემდგომ, ქრონიკული მოხმარების პერიოდში, ხდება უკურეაქცია – ლიბიდოს დაქვეითება, პოტენციის დაქვეითება, არა მარტო მამაკაცებში, არამედ ქალებშიც.
–  აზიანებს თუ არა „მარიხუანა“ დეენემს?
– ორსულობის შემთხვევაში, როდესაც პლაცენტარული ბარიერი უკვე გადალახულია, თუ მომავალი დედა „მარიხუანას“ მოიხმარს, ეს კანაბინოიდები მოქმედებს  ნაყოფზე, იწვევს ნაყოფის ჰიპოფსიისა და ზრდა-განვითარების შეფერხებას, რაც პოსტნატალურ პერიოდში, შეიძლება გახდეს არაერთი ფსიქიკური, გონებრივი და ქცევითი აშლილობის საფუძველი. მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვის ზრდა-განვითარების შეფერხება დაბადების შემდგომ,  მომავალში გამოვლინდება ქცევითი, ფსიქოლოგიური აშლილობის ან ინტელექტუალური დეფიციტის სახით. არის კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „მარიხუანა“ მოქმედებს ქრომოსომულ აპარატზე და შეიძლება, გარკვეული გენეტიკური დაავადებების განვითარების მიზეზიც გახდეს. მისი მომხმარებლის ყველაზე დიდ პრობლემა არის ის, რომ ჰგონია, პრობლემა არ აქვს. სხვა ნარკოტიკული საშუალების მომხარებელი, ალკოჰოლდამოკიდებულიც კი, ოდესმე ხვდება, რა პრობლემის წინაშე დგას, „მარიხუანის“ მომხმარებელი კი ამას ვერ ხვდება, არ და ვერ აცნობიერებენ თავიანთ დაავადებას.  მათ ეს აბსოლუტურად უვნებლად, მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებად მიაჩნიათ, არადა, ეს ასე არ არის.
– აქვს თუ არა „მარიხუნას“ დადებითი მხარეები?
– სამედიცინო „მარიხუანას“ აქვს გარკვეული სამედიცინო ჩვენებები. ქიმიოთერაპიების დროს გულისრევისა და ღებინების შეგრძნების მოსახსნელ საშუალებად. გამოიყენებენ გაფანტული სკლეროზის დროს, ქრონიკული ტკივილის სინდრომის დროს, შფოთვითი აშლილობების დროს, პოსტტრავმული სტრესული აშლილობების დროს და ასე შემდეგ. ასევე, შაკიკის სამკურნალოდ, გლაუკომის სამკურნალოდ, მაშინ, როდესაც ტრადიციული მკურნალობა არ არის ეფექტიანი. მაგრამ ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის სამედიცინო პრეპარატი, რომელსაც ნიშნავს ექიმი გარკვეული ჩვენებების შემთხვევაში. „მარიხუანის“ მოხმარება არის ქრონიკული დაავადება, მისგან განკურნება არ ხდება, ხდება მისგან თავშეკავება, რაც შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
скачать dle 11.3