კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 „მედინვესტი – ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი“ – სანდო და აღიარებული მედიცინის ცენტრი საქართველოში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

„ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს“ მდიდარი ისტორია და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რამაც პაციენტების ნდობა და აღიარება მოუტანა. ინსტიტუტში ფუნქციონირებს  კლინიკური განყოფილება და ლაბორატორია, სადაც  კვლევები ხორციელდება  უახლესი აპარატურით, რომელთაც რეგულარულად უტარდება კალიბრაციული კონტროლი. „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს“ ხელმძღვანელობს თსსუ-ს ჰემატოლოგიური მიმართულების პროფესორი, 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გაიდლაინის ავტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქალბატონი მარინა აბაშიძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობს კონგრესებსა  და სიმპოზიუმებში, ჩართულია საერთაშორისო კვლევებსა და გრანტებში.
მარინა აბაშიძე: სკოლა ოქროს მედალზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კი, წითელ დიპლომზე დავამთავრე და იმავე წელს დავიწყე მუშაობა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. აქ გავიარე კლინიკური ორდინატურა და ფაქტობრივად, ყველა საფეხური  – ვიყავი უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და ბოლოს – დირექტორი. პარალელურად გახლავართ სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიური მიმართულების პროფესორი.
– „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს“ მრავალწლიანი  ისტორია და გამოცდილება აქვს.
– გეთანხმებით, მართლაც დიდი ისტორია აქვს – ინსტიტუტი 1935 წელს აკადემიკოსმა გრიგოლ მუხაძემ ჩამოაყალიბა და დღესაც, მრავალწლიან გამოცდილებასა და ტრადიციებზე დაყრდნობით, ვინარჩუნებთ დარგის ლიდერისა და ყველაზე სანდო ინსტიტუტის სახელს. ამჟამად ნატალია კვანტალიანის სამედიცინო ცენტრის სახურავის ქვეშ ვართ. ნატალია კვანტალიანს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სისხლის ბანკი აქვს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან - სისხლის ხშირი მომხმარებლები ვართ, ვინაიდან ჩვენი  პაციენტები ძირითადად ტრანსფუზიადამოკიდებულები არიან.
– როგორ დაახასიათებთ ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს?
– ეს ინსტიტუტი ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ძირითად სამეცნიერო, პრაქტიკულ და პედაგოგიურ ბაზად  ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის დარგში. ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია სისხლისა და სისხლის სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობის უახლეს, მაღალტექნოლოგიურ მიმართულებებზე. ჩვენი დიდი სიამაყეა ძალიან ძლიერი, თანამედროვე, მსოფლიო დონის უახლესი ანალიზატორებით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც მთელს საქართველოშია ცნობილი. ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმები და ლაბორანტები დიაგნოსტირების მაღალ სანდოობას კვლევის უახლესი მეთოდებით უზრუნველყოფენ. ორიენტირებული ვართ ხარისხზე და არა რაოდენობაზე, ჩვენი ძირითადი მიზანია პაციენტთა მაღალკვალიფიციური, უსაფრთხო მომსახურება და დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტე. ჩვენთან ჩატარებული გამოკვლევების პასუხებს  ხშირად აგზავნიან უცხოეთში და გვეამაყება, რომ
დღემდე არც ერთი ცდომილება არ გვქონია.
– რა ძირითად მიმართულებებს მოიცავთ?
– პაციენტებს ვემსახურებით შემდეგი მიმართულებებით:  კლინიკური ტრანსფუზია; კლინიკური და ლაბორატორიული ჰემატოლოგია/ონკოჰემატოლოგია; სტაციონარული ჰემატოლოგია/ონკოჰემატოლოგია; სისხლისა და სისხლის სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდებით. კლინიკის დღევანდელი საქმიანობა განისაზღვრება როგორც დიაგნოსტიკურ-სამკურნალო, ასევე სამეცნიერო და პედაგოგიური მიმართულებითაც. ვართ  თსსუ-ს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „აიეტის“ საწავლო ბაზა.
– რამდენად აქტიური კავშირი გაქვთ უცხოელ კოლეგებთან?
– პირადად მე გახლავართ ევროპის ჰემატოლოგთა ასოციაციის წევრი. ჩვენს პროფესორებს ძალიან ხშირად იწვევენ სხვადასხვა კონგრესებზე. დღეს, როცა 90-იანებისგან განსხვავებით,  აღარ გვაქვს ჩაკეტილი სივრცე, ყველანაირი საშუალებაა იმისთვის, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ უცხოელ კოლეგებთან და გავცვალოთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. ვმონაწილეობთ საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში.
– თქვენი ინსტიტუტი, გარდა მაღალი კვალიფიკაციისა, ბიზნესის განვითარების კუთხითაც გამოირჩევა და არაერთი ჯილდოს მფლობელებიც ხართ.
– კეთილსინდისიერად ვმუშაობთ და ვითვალისწინებთ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მართალია, ინსტიტუტი არ გამოირჩევა თავისი მასშტაბებით, მაგრამ მრავალწლიანი ისტორია და დიდი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ პირველები. მედიაჰოლდინგმა „თბილისელებმა“ „მედიავარსკვლავით“ დაგვაჯილდოვა, რაც ძალიან გვეამაყება და ეს ჯილდო თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს ჩვენს კლინიკაში. გარდა ამისა, ბიზნესის განვითარების კუთხით გადმოგვეცა ბრინჯაოს, ვერცხლისა და ამჯერად უკვე – ოქროს მედალი, რაც ასევე, ძალიან სასიამოვნოა.
скачать dle 11.3