კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რა სარფიან ბიზნესს მოჰკიდა ხელი ამერიკაში ძვირფასი განძით გაქცეულმა ახალგაზრდამ

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

იმპერატორის განძი
1860 წლის ივნისში შავ ზღვაში, გელენჯიკთან, იალქნიანი გემი „ველიკაია როსია“ (დიდი რუსეთი) ჩაიძირა, რომელიც ღამით წყალქვეშა რიფს შეეჯახა. საგულისხმო ისაა, რომ გემს თორმეტი ზანდუკი გადაჰქონდა, რომელშიც რუსეთის საიმპერატორო განძის ნაწილი იყო მოთავსებული და ის ყირიმში უნდა ჩაეტანათ. გემის ეკიპაჟიდან არავინ გადარჩენილა, ხოლო ჩაძირული გემის ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო. საქმე ის იყო, რომ „ველიკაია როსიას“ ჩაძირვის ფაქტი მართლა არავისთვის იყო საიდუმლო, მაგრამ დაახლოებით კოორდინატებიც კი არავინ იცოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ გელენჯიკის აკვატორიას „ეშმაკის სამეფოს“ უწოდებდნენ და იქაურობას ყველა ერიდებოდა.
პეტერბურგის საიმპერატორო სასახლეში დარჩა ძვირფასი ზანდუკების შიგთავსის აღწერილობა, რომელიც მეჭურჭლეთუხუცესს, პეტრე ანდრონიკოვს (ანდრონიკაშვილს) ჰქონდა.

მეჭურჭლეთუხუცესის მემკვიდრე
„ველიკაია როსიას“ დაღუპვიდან 115 წლის შემდეგ, ძვირფასეულობით დატვირთული გემის ჩაძირვის ადგილს მეჭურჭლეთუხუცესის მემკვიდრე, მისი შვილთაშვილი თემურ ანდრონიკაშვილი ესტუმრა. 1945 წელს დაბადებული 30 წლის თემური პროფესიით სამხედრო ინჟინერი იყო. მან თავისი წინაპრის, პეტრე ანდრონიკოვის „ძვირფასეულობის ნუსხის“ აღწერილობის ასლი საგვარეულო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა ასწლიან დღიურებთან ერთად, რომლებიც იმპერატორის მეჭურჭლეთუხუცესს ეკუთვნოდა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო თემური, როდესაც ამ თემით დაინტერესდა და მივიწყებული გემის ჩაძირვის ადგილის კოორდინატების დადგენას მიჰყო ხელი. საამისოდ თემურს მრავალი სპეციალური ცოდნის დაუფლება და სპეციალურ არქივებში ქექვა დასჭირდა. ყველაფერ ამას კი, ათი წელი მოანდომა და საბოლოოდ დაადგინა ის კოორდინატები, სადაც ძვირფასეულობით „დახუნძლულმა“ გემმა დაასრულა თავისი სიცოცხლე. სპეციალური საყვინთავი მოწყობილობით აღჭურვილი ქართველი ათლეტი გელენჯიკში ჩავიდა. ერთი თვით მყუდრო, კერძო ბინა იქირავა და ჯერ იმ კვადრატის ზედაპირის გამოკვლევას შეუდგა, სადაც გემი ჩაიძირა. შემდეგ კი, სპეციალური მოწყობილობა მოირგო, წყალში ჩაყვინთა და ზანდუკების ძებნას შეუდგა.

შეუფასებელი საგანძური
ივნისის ცხელი ზაფხული იდგა. მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვა სავსე იყო მოყვარული მყვინთავებით, „ეშმაკის სამეფოს“ არავინ ეკარებოდა და სწორედ ამით სარგებლობდა თემური. ის თავისუფლად ჩადიოდა აკვატორიის ფსკერზე. ფაქტობრივად, სანტიმეტრობით იკვლევდა მას და დარწმუნებული იყო, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევდა. და, მართლაც, ორკვირიანი წყალქვეშა ვოიაჟის შემდეგ, ოცდაათი მეტრის სიღრმეზე თემურმა წყალქვეშა გამოქვაბულს მიაგნო. იქ კი – რიფებში გაჩხერილი „ველიკაია როსიას“ ტრიუმის ფრაგმენტს, სადაც იმპერატორის საგანძურის ყველა ყუთი იყო მოთავსებული. თემურმა ძვირფასეულობით სავსე თორმეტივე ზანდუკი 14-15 ივნისს საკუთარი ხელით ნაკეთი, კუსტარული ამწეთი ამოიღო ზღვის ფსკერიდან და კატერით ნაქირავებ ბინაში გადაიტანა. შემდეგ ყუთები გახსნა, მათი შიგთავსი დაახარისხა და სპეციალური ტყავის სპორტულ ჩანთებში მოათავსა. სულ 25 ჩანთა გამოვიდა. შემდეგ ძვირფასეულობით გატენილი ჩანთები სხვადასხვა საფოსტო განყოფილებიდან თბილისსა და რუსთავში გაგზავნა „მოკითხვამდე“ საკუთარ და ახლობლების სახელებზე (სულ 24 ჩანთა). ერთი ჩანთა კი, თავად მოიკიდა ზურგზე და თბილისისკენ მიმავალ მატარებელში ჩაჯდა. ორდღიანი მგზავრობის შემდეგ, 1975 წლის 24 ივნისს უკვე საქართველოს დედაქალაქში იყო.

წარუმატებელი თავდასხმა
თბილისში დაბრუნებულმა თემურ ანდრონიკაშვილმა ოცდაოთხივე ძვირფასი ჩანთა თავისი ნაცნობ-მეგობრების დახმარებით მშვიდობიანად გამოიტანა და საიმედოდ გადამალა. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც თბილისისა და რუსთვის ფოსტებიდან მოკითხვამდე ჩანთები გამოიტანა, 26 წლის დიანა კოღუაშვილი იყო. ის თემურის საცოლედ ითვლებოდა და წყვილი სულ მალე აპირებდა დაქორწინებას. სინამდვილეში კი გოგონა ორმაგ თამაშს ეწეოდა და ბინის ქურდის, ორჯერ ნასამართლევი, 34 წლის ღუტა თურქიას საყვარელი იყო.  კოღუაშვილი სწორედ თურქიას დავალებით დაუახლოვდა თემურს და წყვილი მისი ბინის გაქურდვას აპირებდნენ, სადაც მრავლად იყო ანტიკვარული ნივთები. ჩანთები რომ  გამოიტანეს, დიანა მათი შიგთავსით დაინტერესდა და როდესაც თემურმა ძვირფასეულობა უჩვენა, გოგონას გაოცებისგან ენა ჩაუვარდა, ხოლო, როცა შეიტყო, რომ სულ ოცდახუთი ასეთი ჩანთა არსებობდა, გადაწყვიტა, საგანძური ხელში ჩაეგდო და ყველაფერი თურქიას მოუყვა.
– ჩანთებს წყნეთში, ბაბუის ნაჩუქარ აგარაკზე ინახავს, – უთხრა დიანამ საყვარელს და წყვილმა გეგმა შეიმუშავა: დიანა თემურთან აგარკზე დარჩებოდა ღამით, მას დააძინებდა. შემდეგ ღუტას შემოუშვებდა და წყვილი ძვირფას განძს გაზიდავდა და გაიქცეოდნენ.
ღამით, როდესაც ღუტა აგარაკის ეზოში გადაიპარა და ღამის სიბნელეში შევიდა, თემურმა ის ჯერ გათიშა და საძინებელში აათრია, შემდეგ გონზე მოიყვანა. მძინარე დიანაზე მიუთითა და უთხრა:
– ფეხი არ ჩაგივიდათ, ნაბიჭვრებო! ვიეჭვე. ჩემი ეჭვები შევამოწმე და დავრწმუნდი, რომ ჩემი გათიშვა და გაძარცვა გქონდათ განზრახული. ჩემგან ვერაფერს წაიღებთ. ხოლო თუ გინდათ, თავები არ დაკარგოთ, აქედან წადით და სამუდამოდ დაივიწყეთ ჩემთან მოსასვლელი გზა.
გამთენიისას თურქიამ გამოფხიზლებულ დიანასთან ერთად წყნეთის აგარაკი დატოვა.

ხაფანგი და გაქცევა

შეთანხმების მიუხედავად, ღუტა თურქიამ გადაწყვიტა, ნადირობა გაეგრძელებია. თემურთან მარტო შებმა ვერ გაბედა და დასახმარებლად კრიმინალური ავტორიტეტები მოიხმო. 11 ივლისს, თემურს აგარაკზე ორი კრიმინალური ავტორიტეტი – გიზო კოხია, მეტსახელად „ბლატი“ და ჯონდო ჯოლოგუა, მეტსახელად „კრისა“, ეწვივნენ. თხუთმეტი წუთი ელაპარაკეს და ნახევარი საგანძურის ქურდული „ობშჩიაკის“ სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს. თემურმა უარი განუცხადა მათ და უთხრა, რომ კანონიერი ქურდების თანხლებით მოსულიყვნენ და თუკი ისინი განძის ნახევარს მოითხოვდნენ, მაშინ თანახმა იქნებოდა. ოთხი დღის შემდეგ თემურს აგარაკზე კოხიასთან და ჯოლოგუასთან ერთად ექვსი კანონიერი ქურდი მივიდა. თუმცა, ექვსივე იქ ჩასაფრებულმა მილიციამ დააპატიმრა და იარაღის უკანონო ტარებისა და ყაჩაღობის მცდელობის მუხლით მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თუმცა, არცერთ მათგანს არანაირი იარაღი არ ჰქონია.
წლების მერე გაირკვა, რომ თემურ ანდრონიკაშვილი მილიციის პოლკოვნიკ ბონდო გოგოლაძეს შეუთანხმდა, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა და გამომძალველებს ხაფანგი მოუწყო. პოლკოვნიკს კი ერთი ჩანთა აჩუქა, რომელიც ძვირფასეულობით იყო სავსე. 1975  წლის მიწურულს 30 წლის თემურ ანდრონიკაშვილი არალეგალურად გადავიდა საზღვარზე და რუსეთის იმპერატორის განძიც გააყოლა ხელს.
P.S. ანდრონიკაშვილი შეერთებულ შტატებში დასახლდა. დაოჯახდა და ტვირთების გადაზიდვის ბიზნესი წამოიწყო, გააფართოვა. მას მერე კი, რაც 2015 წელს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამ ბიზნესს მისი შთამომავლები უძღვებიან.
скачать dle 11.3