კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 საიდუმლო ორგანიზაცია

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13-20(907)


ხარა ისევ იმ დარბაზში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ის ქალწულმეუფემ მიწასთან გაასწორა და სიკვდილითაც დაემუქრა. თუმცა, იმდღევანდელთან შედარებით, დარბაზში ცამეტივე მეუფე იმყოფებოდა და თითოეულს თავისი კუთვნილი ადგილი ეკავა. ხარა კი, უკვე ტრიბუნაზე იდგა და მეუფეების კითხვებს პასუხობდა. ყველაზე აგრესიულად და უტაქტოდ მას ქალწულმეუფე ეპყრობოდა, თან ანთებული თვალებით უმზერდა.
– აბა, ძუკნა-ბოზო, ყველაფერი ზუსტად მოგვიყევი და არაფერი გამოგრჩეს, – უთხრა ხარას ქალწულმეუფემ და თვალი თვალში გაუყარა, თან დააყოლა, – შენებურად არ იბლუყუნო, იცოდე და აქ შეკრებილ, ღირსეულ ხალხს თავი არ მოგვაბეზრო.
ხარამ ბოლომდე მორჩილებით მოისმინა შეურაცხმყოფელი სიტყვები და თქვა:
– როგორც მოგეხსენებათ, მოსკოვში იმისთვის გავემგზავრე მუშა ჯგუფთან ერთად, რომ პრეზიდენტისთვის გამოტანილი განაჩენი აღგვესრულებინა. თუმცა, ის სხვა ჩვენ მიერ არაკონტროლირებადმა ჯგუფმა მოკლა და ამით ჩვენ გაგვათავისუფლა ლიკვიდაციის საჭიროებისგან. საჭირო იყო, დაგვედგინა, რომ პრეზიდენტი მართლა მკვდარი იყო და რომ ეს ყველაფერი დადგმულ სპექტაკლს არ წარმოადგენდა და ჩვენ სრულიად დავრწმუნდით ამაშიც. როგორც ვიცი, განცხადება ამის თაობაზე ქალწულმეუფემ გააკეთა. მას კი, შესაბამისი მასალები მე გადავეცი.
ხარას პაუზით მეუფე რომეომ ისარგებლა, ფეხზე წამოდგა და ხარას უთხრა:
– მე მაშინ მეუფე ქალწულსაც ვუთხარი და შენც გიმეორებ, რომ ეს მასალები საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ პრეზიდენტი მკვდარია და კიდევ სხვა სამხილებია მოსაპოვებელი. რუსეთი ამოუცნობი ქვეყანაა. რუსები კი, ისეთი ხალხია, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვ, უფრო მყარი, დამატებითი სამხილების მოპოვებას.
– მეტი რა სამხილები გნებავთ, მეუფე რომეო. „დეენემის“ ანალიზმა ყველაფერი დაადასტურა, – უთხრა გრძელსახა, დიდცხვირა ლურჯთვალება მეუფე რომეოს ხარამ და დააყოლა, – ამაზე ზუსტი დამამტკიცებელი საშუალება თანამედროვე მეცნიერებას არ გააჩნია.
– ხშირად მეცნიერებაც ცდება, – წამოიძახა მეუფე რომეომ.
– ამ შემხთვევაში, ეს გამორიცხულია, – მშვიდად მიუგო ხარამ. ქალწულმეუფე კი ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა თქვა:
– ძუკნა-ბოზი მართალია. შეცდომა გამორიცხულია და ეს საკითხი უნდა დავხუროთ.
– ამ საკითხის დახურვა ჯერ ადრეა და ყველაფერი ბოლომდე უნდა გამოვიკვლიოთ, თორემ რუსეთი  ჩვენ დაგვახურავს თავზე ყველაფერს, – არ ცხრებოდა მეუფე რომეო და დარბაზში ისეთი ყაყანი ატყდა, რომ მეუფე „დიდოსტატმა“ უზარმაზარი მუხის ჩაქუჩი ჩასცხო სკამის ხელს და კოლეგებს ხმამაღლა უთხრა:
– ღრიანცელს მორჩით, კოლეგებო და ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორუპოვართა საკრებულოში ვართ და არა ბაზარში. მეუფეები ხართ თუ მდაბიო ვაჭრები?
მეუფეები გაჩუმდნენ და უხუცესმა მეუფე დიდოსტატმა ხარას უთხრა:
– განაგრძეთ. ჩვენ დიდი ყურადღებით გისმენთ.
– გმადლობთ, – უთხრა ხარამ მეუფე დიდოსტატს და განაგრძო:
– პრეზიდენტის განადგურების შემდეგ, ჩვენი მისიის ვექტორებმა სხვა მიმართულება მიიღეს და დღის წესრიგი შეიცვალა. აუცილებელი გახდა ჩვენი კაცის მოყვანაზე ზრუნვის დაწყება და საჭირო შეხვედრა დავნიშნეთ, თუმცა ის გადაიდო. იქმნებოდა იმის საშიშროება, რომ ამ შეხვედრას არასასურველი ყურები დასწრებოდნენ და ამიტომ.
– დრო არ ითმენს, მეგობრებო და ამ შეხვედრის დიდი ხნით გადადება არ ივარგებს. გვეყო, ყელამდე ვიყავით მაძღრები ძველი პრეზიდენტის გამოხტომებით და თუ დროზე არ დავსვით ჩვენიანი, შეიძლება, იქ ძველზე უარესი მოვიდეს და ყველას თავბედი გვაწყევლინოს, – თქვა ძალიან დაბალმა, შუახნის მამაკაცმა, რომელსაც სახე ხშირი ჭორფლით ჰქონდა დაფარული და მეუფე სოკო ერქვა.
– დიახ. მართალს ბრძანებთ, მეუფე სოკო. ეს შეხვედრა დიდი ხნით არც გადადებულა და ზეგ შედგება ისლანდიაში, დიდი, მწვანე ვულკანის ქვეშ, ჩვენს რეზიდენციაში. უკვე ყველაფერი მზად გვაქვს ამ შეხვედრისთვის და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება.
– ესე იგი, მეგობარო კოლეგებო, რუსებიც ქუდქვეშ გვყავს და დედამიწა ბოლომდე ჩვენია! – აღტაცებით წამოიძახა ჭორფლიანმა ქონდრისკაცმა. მეუფე დიდოსტატმა კი მას უთხრა:
– ნუ ვიჩქარებთ, მეუფე სოკო. ჯერ საქმე გაკეთდეს და მერე ვიზეიმოთ. ახლა კი ხარას მოვუსმინოთ ბოლომდე, – დიდოსტატმა სოკოს გაუღიმა, შემდეგ ტრიბუნაზე მდგომი ხარასკენ გადაიტანა მზერა და უთხრა:
– განაგრძეთ, ხარა. დაასრულეთ თქვენი მოხსენება. გისმენთ.
ხარამ თავი დაუქნია უხუცეს მეუფეს და თქვა:
– ადამიანებო, ჩვენი მოსკოვური ვოიაჟი, შეიძლება ითქვას, მაინც წარმატებული იყო და თუ გამოცდილება და ინტუიცია არ მღალატობს, მომავალში ძალიან დიდ სარგებელს მივიღებთ.
ხარა დინჯად ლაპარაკობდა და მეუფეები მას სულგანაბულები უსმენდნენ. მხოლოდ ქალწულმეუფემ ვერ მოითმინა. წამოდგა და ხარას შეუღრინა:
– ძუკნა-ბოზო, რას წელავ სათქმელს? დროზე ამოღერღე და დაამთავრე!
ხარამ თავი დააქნია. შემდეგ ჯიბიდან ძალიან თხელი, საგულდაგულოდ დაკეცილი ქაღალდი ამოიღო და რომ გაშალა, ერთი მეტრი სიგრძისა და ნახევარ მეტრი სიგანის გამოვიდა. მასზე ადამიანის სახე იყო აღბეჭდილი. მეუფეებმა რომ შეხედეს, თვალები გაუფართოვდათ, მათ შორის ქალწულმეუფესაც. ხარამ კი ქაღალდი კვლავ დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო და მეუფეებს უთხრა:
– ადამიანებო, რა თქმა უნდა, იცანით ობიექტი ნომერი ცამეტი, რომელზე გასვლასაც ვერასგზით ვერ ვახერხებდით. ჰო და, უნდა მოგახსენოთ, რომ ის თავად დამიკავშირდა. ერთმანეთს ფარულად შევხვდით და ასე მითხრა, – თუკი შევთანხმდებით, ვითანამშრომლოთო. როდესაც ვუთხარი, რა სახის თანამშრომლობა სურდა, ასე მითხრა, – სრულფასოვნად ვითანამშრომლებ თქვენთან, ოღონდ ერთი პირობით, პირდაპირ მსოფლიო მთავრობაზე უნდა გამიყვანოო. თან, დასძინა, იცოდე, მიკიბ-მოკიბული არ დამიწყო, ზუსტად ვიცი, ვინც ხარ. ვის წარმოადგენ და რა ზრახვები გამოძრავებსო. მართალია, პრეზიდენტი არ ვარ, მაგრამ საკმაო ძალაუფლება მაქვს, რომ დაგეხმაროთ და თქვენს მიზანს მიგაღწევინოთ. მხოლოდ მსოფლიოს მმართველებთან პირდაპირ დამაკავშირეო. ამისთვის სამი დღე მომცა და შემპირდა, რომ თუკი მას თქვენზე გამოვიყვანდი, არაერთ დიდ საიდუმლოს გაამხელდა. მე მისთვის არანაირი პირობა არ მიმიცია, უბრალოდ, ვუთხარი – სამი დღის მერე ვილაპარაკოთ-მეთქი. ეს ვადა ზეგ გადის და ახლა თქვენზეა საბოლოო სიტყვა. მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
ხარას განცხადება მსოფლიოს მმართველი ცამეტეულისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნაზე უარესი იყო. ისინი ღრმად კონსპირირებულები იყვნენ და მათი ვინაობა მხოლოდ ძალიან ცოტა და კარგად შემოწმებულმა ადამიანმა იცოდა. მათ შორის იყო ხარაც, რომელსაც ენდობოდნენ, თუმცა, თუკი საჭირო გახდებოდა, მას უყოყმანოდ გასწირავდნენ და ახლა სწორედ ისეთი მომენტი იდგა, რომ ცამეტეულს ხარას ბედი უნდა გადაეწყვიტა.
მეუფე რომეო და მეუფე სოკო ერთდროულად წამოდგნენ ადგილებიდან, რომ ხარაზე იერიში მიეტანათ. სოკომ რომეოს დაასწრო და თქვა:
– ხარამ უზენაესი პრინციპი დაარღვია და ჩვენი არსებობის ამბავი გათქვა. ამიტომ ის სიკვდილს იმსახურებს. ახლავე მოვუღოთ ბოლო ამ მოღალატეს!
იგივე პათოსით ილაპარაკა მეუფე რომეომ და სხვა მეუფეებმაც, რომლებიც დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ ხარას ფიზიკურ განადგურებას. დარბაზში კვლავ ყაყანი ატყდა. ხოლო, როდესაც სიტყვა ქალწულმეუფემ აიღო, დანარჩენები გაისუსნენ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მეუფე ქალწული ძუკნა-ბოზს მიწასთან გაასწორებდა.
ქალწულმეუფე სკამიდან წამოდგა და კოლეგებს გადახედა. შემდეგ ხარას მიაპყრო მზერა. ბოლოს კი მეუფე დიდოსტატს მიმართა:
– უხუცესო მეუფეო, მოგმართავთ თქვენ, რადგან ჩვენში ყველაზე გამოცდილი და ბრძენი მეუფე ბრძანდებით. ჩემის ღრმა რწმენით, ჩვენი კოლეგები ოდნავ ზედმეტ ემოციებს აფრქვევენ, როდესაც ხარას ლიკვიდაციას ითხოვენ. ვფიქრობ, რომ ხარას არავინ გაუცია და აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როდესაც მეცამეტე ობიექტს შეხვდა და ესაუბრა, შემდეგ კი უთხრა – შემეხმიანეო და ეს ყველაფერი ჩვენამდე მოიტანა. ვფიქრობ, რომ ზეგ ხარა მეცამეტე ობიექტს უნდა შეხვდეს და ჩვენთან მოიყვანოს. შევხედოთ, მოვუსმინოთ და თუ ჭკუაში დაგვიჯდა, მასთან ვითანამშრომლოთ, თუ არა და მოვკლათ. ჩვენ ისეთი უსაფრთხოების სისტემა გვაქვს, რომ მეცამეტე ობიექტს ვერავინ დააჯდება კუდზე, რომ ჩვენზე გამოვიდეს. მის მიერ გამხელილი საიდუმლოებები კი, ჩვენ დიდად გამოგვადგება და ვფიქრობ, ის ამ ურთიერთობებზე გულწრფელად ლაპარაკობს.
მეუფე ქალწულის სიტყვებმა ხარა სიკვდილისგან იხსნა. მეუფეების ცამეტეულმა მას ნება დართო, რომ მოსკოვში გადაფრენილიყო, მეცამეტე ობიექტს შეხვედროდა და მმართველ ცამეტეულთან შეხვედრაზე ჩამოეყვანა.
***
ხარა და უზრუნველყოფის ჯგუფი მოსკოვში გაფრინდნენ კერძო თვითმფრინავით და როგორც ყოველთვის, „ვიპ“ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე დასხდნენ. საიდუმლო სამსახურისა და უშიშროების უმკაცრესი კონტროლის მიუხედავად, ისინი არავის შეუმოწმებია და არც საბაჟო კონტროლი გაუვლიათ. საბუთებით ისინი ევროდიპლომატები იყვნენ და რუსეთის მთავრობის მეგობრებად ითვლეოდნენ, რადგან სანქციონირებულ რუსეთს ევროსტრუქტურებთან კონტაქტებში უწყობდნენ ხელს. სინამდვილეში კი, ხარა „მსოფლიო მთავრობის“ დავალებებს ასრულებდა და მეუფეთა ცამეტეულის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო.
ხარა და კამპანია მოსკოვის ფეშენებელურ ბიზნესდასახლებაში გაემართნენ, სადაც მათ ძალიან ძვირად ღირებული აპარტამენტები ჰქონდათ ნაყიდი და იქ ჩერდებოდნენ. მათ მშვენივრად უწყოდნენ, რომ იქაურობა ფარული ვიდეოთვალებითა და „ჟუკებით“ იყო „გაძეძგილი“. ამიტომ ზედმეტს არაფერს ამბობდნენ და არც აკეთებდნენ, რათა უშიშროების ფარულ ობიექტივში არ მოხვედრილიყვნენ. რომ დალაგდნენ და ცოტა დაისვენეს, უზრუნველყოფის ჯგუფი აპარტამენტებიდან გავიდა, რომ სამალავებიდან სპეცაპარატურა ამოეღოთ. წინასწარ შერჩეული ადგილები დაეკავებინათ და უსაფრთხოება უზრუნველეყოთ. უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კი, ხარას პირადი უსაფრთხოება იგულისხმებოდა: რომ ის არავის გაეტაცებინა; „კუდისა“ და აუდიო-ვიდეო მოწყობილობების აღმოჩენა და ბლოკირება; აგრეთვე, თუკი ობიექტი ¹13 „მსოფლიო მთავრობასთან“ შეხვედრაზე „კუდს“ ან ელექტრონულ-სანავიგაციო სისტემას წამოიყოლებდა „ცამეტეულის“ შტაბ-ბინის კოორდინატების დასაფიქსირებლად – მათი განადგურება. უზრუნველყოფის ჯგუფს თავიანთი ფუნქციების სრულფასოვანი განხორციელებისთვის აბსოლუტურად ყველა საშუალება ჰქონდა. მათი ელექტრომოწყობილობები კი, თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების ეტალონს წარმოადგენდა.
უზრუნველყოფის ჯგუფის წასვლიდან ზუსტად ერთი საათის შემდეგ, ფეშენებელური აპარტამენტები ხარამაც დატოვა და ობიექტ ¹13-ის შესახვედრად გაემართა. „ცამეტეულის“ სრულუფლებიანი წარმომადგენელი მცირელიტრაჟიანი ავტომობილით მოძრაობდა, რომელიც ახლომდებარე პარკინგზე იყო გაჩერებული. უსახურობის მიუხედავად, „მალალიტრაჟკა“ უახლესი ელექტრონული ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი და ნებისმიერი „კუდის“ აღმოჩენა შეეძლო. მას უმძლავრესი ძრავა ედგა. შეეძლო 300 კილომეტრის სიჩქარით ევლო და ნებისმიერ სპორტულ ავტომობილს გაუწევდა კონკურენციას. მანქანა დაჯავშნილი იყო მთლიანად და მისი თხელი, მაგრამ გამძლე კორპუსი და შუშები ნაღმმტყორცნის ჭურვს უძლებდა. თავად ავტომობილს კი, კორპუსში მძლავრი ტყვიამფრქვევი სისტემა და ნაღმმტყორცნები ჰქონდა ჩამონტაჟებული. ერთი სიტყვით, ასეთ ტრანსპორტს თავად ჯეიმს ბონდიც კი ინატრებდა.
ხარამ ელექტროაღჭურვილობები ჩართო და ცრუ მანევრი განახორციელა. დისპლეი უჩვენებდა, რომ მანქანა „სუფთა“ იყო და ის ობიექტ ნომერ ცამეტთან შესახვედრად გაემართა. სისწრაფეს უმატა და თხუთმეტი წუთის შემდეგ მწვანეში ჩაფლული, ძველებური მოსკოვური „ასობნიაკის“ ეზოში შევიდა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. ობიექტი ცამეტი ხარას კერძო სახლის მეორე სართულზე ელოდა, მყუდრო კაბინეტში. ქალი რომ დაინახა, წამოდგა და ხელი ჩამოართვა. შემდეგ რბილ სავარძელზე მიუთითა და უთხრა:
– რა პასუხით ჩამოხვედით, თანახმანი არიან, შემხვდნენ?
ხარამ მაჯის საათს დახედა, რომელიც უტყუარად უჩვენებდა, რომ ოთახში მათი საუბარი არანაირად არ ფიქსირდებოდა. მასპინძელს გაუღიმა და უთხრა:
– როგორც ჩანს, პირობას ასრულებთ და ჩვეული წესისთვის გადაგიხვევიათ. ჩვენს შეხვედრას არ იწერთ.
– ურთიერთნდობის გარეშე ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგება. თანაც, რაში მჭირდება ჩვენი შეხვედრის ჩაწერა? – მხრები აიჩეჩა მასპინძელმა და დააყოლა, – კარგად ვიცი თამაშის წესები და ეჭვიც კი არ მეპარება, რომ თქვენს ორგანიზაციასთან ხუმრობა არ შეიძლება. ან კი, რა მეხუმრება? გულწრფელად მჯერა, რომ გლობალურ სიკეთეს ემსახურებით. მეც საამისოდ ვარ მოწოდებული და ამიტომ მსურს თქვენს რიგებში ჩადგომა.
– მისასალმებელია თქვენი სურვილი, –  მშვიდად მიუგო ხარამ.
მასპინძელმა საჩვენებელი თითი ზევით აიშვირა და ხარას უთხრა:
– მთავარია, ისინი თუ მიესალმებიან.
– ახლა მთავარი თემა, ძვირფასო მასპინძელო, – მშვიდი, სერიოზული სახით უთხრა ხარამ მეცამეტე ობიექტს და დაამატა, – ისინი თქვენთან შესახვედრად მზად არიან, მაგრამ ერთი პირობით...
– რა პირობით? – იკითხა მასპინძელმა.
– ერთგულება უნდა დაამტკიცოთ.
– როგორ?
– ამისთვის ორი რამ უნდა გააკეთოთ.
– რა?
– პირველი – უნდა დაგვთანხმდეთ, რომ ორგანიზმში მაკონტროლებელი ჩიპი ჩაგიდოთ.
სოლიდურობის მიუხედავად, მასპინძელი საკმაოდ აღელვებული იყო და ხარას სიტყვას აწყვეტინებდა ხოლმე:
– დაახლოებით ვხვდები, ალბათ, მოსასმენი მოწყობილობაა.
– ნუ ჩქარობთ. დამაცადეთ ლაპარაკი და ყველაფერს აგიხსნით, – უთხრა ხარამ მასპინძელს და დააყოლა, –  მაკონტროლებელ ჩიპს არა მარტო აუდიოდანიშნულება აქვს და თქვენი საუბრის მოსმენაა შესაძლებელი, არამედ მედიკობიოლოგიურიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩიპის მეშვეობით ცენტრალურ სერვერზე მუდმივად მივა ინფორმაცია თქვენი ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ და გვეცოდინება, რას ფიქრობთ, რას აკეთებთ და რას აპირებთ. ანუ, ჩათვალეთ, რომ ვიდეოთვალი გიყურებთ როგორც შიგნიდან, ასევე გარედან და ვერაფერს დამალავთ. ჩიპში, აგრეთვე, ჩამონტაჟებულია მომწამვლელ-ასაფეთქებელი ნივთიერება და თუკი ცენტრში ჩათვლიან, რომ  მოღალატე ხართ, მას აამოქმედებენ და ფიზიკურად გაგანადგურებენ. თანახმა ხართ, რომ ჩიპი ჩაიდოთ?
– დიახ. თანახმა ვარ, – თქვა მეცამეტე ობიექტმა.
– ძალიან კარგი. ახლა – მეორე.
– ბოდიშს გიხდით, რომ გაწყვეტინებთ. ერთი კითხვა მაქვს.
– მკითხეთ.
– ეს ჩიპი დროებითია თუ მუდმივი?
– რა თქმა უნდა, დროებითი. როგორც კი აბსოლუტურ ნდობას მოიპოვებთ, ჩიპს ამოგიღებენ.
– გასაგებია. გმადლობთ, ახლა მეორე პირობა მითხარით.
– მეორე პირობა კი ისაა, რომ ისეთი სახელმწიფო საიდუმლოება უნდა გვითხრათ, რისთვისაც, ანუ – გამჟღავნებისთვის, რუსეთში კლავენ. თქვენ ისეთი თანამდებობა გაქვთ, რომ ბევრი საიდუმლო გეცოდინებათ.
– დიახ. ვიცი, – ღიმილით თქვა მასპინძელმა და დააყოლა, – ახლავე უნდა ვთქვა?
– არა, – თავი გააქნია ხარამ. საჩვენებელი თითი ზევით ასწია და დააყოლა, – მათთან შეხვედრის დროს.
– გასაგებია. შეხვედრა როდის გაიმართება?
– შეხვედრა ისე უნდა გაიმართოს, რომ თქვენი რვასაათიანი გაუჩინარება ვერავინ გაიგოს. ისეთი თანამდებობა გაქვთ, რომ დიდი ხნით ვერ გაუჩინარდებით. ამიტომ თქვენ თვითონვე უნდა მოიფიქროთ ყველაფერი და შეხვედრაც იმ მონაკვეთში გაიმართება. შეგიძლიათ, ახლავე გამცეთ პასუხი?
მასპინძელი ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ ხარას უთხრა:
– ამაღამ თორმეტიდან დილის რვამდე გაწყობთ?
– გვაწყობს.
– მაშინ, შევთანხმდით, – უთხრა ხარას მასპინძელმა.
– კეთილი. შევთანხმდით. ზუსტად შუაღამეს აეროდრომზე უნდა მოხვიდეთ. გაფრენის წინ მაკონტროლებელ ჩიპს ჩაგიდებენ. შემდეგ კი, შეხვედრაზე გავფრინდებით, – უთხრა ხარამ მასპინძელს, წამოდგა, ეზოში ჩავიდა და „მალალიტრაჟკით“ „ასობნიაკის“ ეზოდან გავიდა. შემდეგ ელექტრომოწყობილობები ჩართო და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არავინ უთვალთვალებდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3