კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 სტალინმა სამხედრო დაზვერვას ჰიტლერულ ოქროზე მონადირეთა ჯგუფები ჩამოაყალიბებინა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ყველა საზოგადოებისთვის ცნობილ თვისებასთან  ერთად, რომელიც იოსებ სტალინს ახასიათებდა, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ის, რომ საბჭოთა ბელადი დიდი მეურნე იყო და დაუანგარიშებელი ერთი კაპიკიც არ რჩებოდა.
ლაზარ კაგანოვიჩი ყვებოდა: „სტალინი დიდი მეურნე იყო და მისი კონტროლის მიღმა საბჭოთა ბიუჯეტიდან ერთი კაპიკიც კი ვერ გავიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი უამრავ ფულს გასცემდა სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად, ის ბრმად არასდროს აწერდა ხელს ნებართვას და ყველა საბუთს სიღრმისეულად სწავლობდა. ვაი მას, ვისაც ან რამე გაეპარებოდა, ან უარესი – მის მოტყუებას შეეცდებოდა. ასეთი ადამიანები არა მარტო თანამდებობის შენარჩუნების შანსს ჰკარგავდნენ, არამედ თავისუფლებაზე ყოფნის შანსიც უმცირდებოდათ. ზოგიერთები კი, ტრაგიკულადაც ამთავრებდნენ სიცოცხლეს...“
ვინ თუ არა ლაზარ კაგანოვიჩმა იცოდა ყველაზე უკეთ თავისი „პატრონის“ (სტალინს ხელქვეითები ერთმანეთში პატრონს უწოდებდნენ) ხასიათი და ჩვევები. ვინც გაკადნიერდებოდა და ბელადის გაბითურებას განიზრახავდა, თავად ბითურდებოდა და მისგან მხოლოდ „სველი ადგილი“ რჩებოდა. ერთხელ, საგარეო ვაჭრობის კომისარმა, ანასტას მიქოიანმა სტალინს ჩეხოსლოვაკიასთან დადებული ხელშეკრულების დედანი მოუტანა რძის პროდუქტების მიწოდებისა და გადახდის პირობების თაობაზე. სტალინი ჯერ გულდასმით გაეცნო მას. ბოლოს კი ეს ოფიციალური დოკუმენტი ოთხად გადახია და მიქოიანს უთხრა:
– შეთანხმება ანულირებულია. ახალი გააფორმეთ, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები თანახმა იქნებიან ჩვენ მიერ წაყენებულ პირობებზეო.
საქმე კი ისი იყო, რომ ამ კაბალურ ხელშეკრულებაში ეწერა: საბჭოეთს ჩეხოსლოვაკიური მხარისთვის შეუწყვეტავად უნდა მიეწოდებინა მაღალი ხარისხის რძის პროდუქტი. მიმღები მხარე კი ფულს ორი კვირის შემდეგ იხდიდა. თანაც, თუკი პროდუქციის ნაწილს წუნად ჩათვლიდა, მას უკან აბრუნებდა და ფულს მხოლოდ გაყიდულ საქონელში ანაღდებდა. სტალინმა კი სამართლიანად დაიწუნა ასეთი კონტრაქტი და ფული მთელ საქონელში მოითხოვა. ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ახალი კონტრაქტი უმალვე მიიღო და ხელი მოაწერეს. სტალინმა კი მიქოიანს უთხრა:
– ანასტას, რომ არ გიცნობდე, ეჭვი შემეპარებოდა შენს ეროვნებაში და ვერ დავიჯერებდი, რომ სომეხი ჩეხებმა გააბითურესო...
განსაკუთრებული ხელმოჭერილობითა და სიმკაცრით, ხშირად დაუნდობლადაც მოქმედებდა სტალინი დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ. ერთი მხრივ, დანგრეულ ქვეყანას აღდგენა სჭირდებოდა, მეორე მხრივ კი, ატომური ბომბის კეთებას მიჰქონდა უზარმაზარი სახსრები. ამიტომ, სტალინი დამატებითი ფინანსების მოძიებით იყო დაკავებული და ახერხებდა კიდეც მათ პოვნას. ერთ-ერთი ასეთი წყარო იყო ჰიტლერელების მიერ შენახული სიმდიდრე, რომელიც ფაშისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს გაზიდეს ევროპიდან და საიდუმლო საცავებში გადამალეს.
ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „დამანგრეველმა ომმა კოლოსალური ზარალი მოგვიტანა. ქვეყნის აღდგენასთან ერთად, ატომურ ბომბსაც ვაკეთებდით, რაც უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვდა. ამას ისიც დაემატა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ლენდ-ლოზით“ დახმარება შეგვიწყვიტეს. როგორც ცნობილია, სტალინმა უარი გაუგზავნა პრეზიდენტ ტრუმენს ვალების გადახდაზე და ეს ასე ახსნა: თქვენ თუ ფული დახარჯეთ, მე მილიონობით ადამიანი დამეხოცაო...
საჭირო იყო დიდი ფინანსები და სტალინმა ასეთი რამ მოიფიქრა – „სმერშის“ (სიკვდილი ჯაშუშებს) ხელმძღვანელს, სამხედრო მზვერავს ვიქტორ აბაკუმოვს დაავალა, რომ მის უწყებას ფაშისტურ ოქროზე ნადირობა დაეწყო. ეს ოქრო და სხვა აურაცხელი სიმდიდრე ჰიტლერელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოზიდეს დაპყრობილი ევროპიდან, ხოლო კრახის წინ კი საიმედოდ გადამალეს. აბაკუმოვმა, სტალინის ბრძანებით, მაძიებელთა სპეციალური რაზმები შექმნა და მათ მოახერხეს და სხვადასხვა ადგილზე გადამალულ განძს მიაგნეს, რომლებიც შემდეგ საბჭოეთში ჩამოიტანეს. 1948 წელს, როდესაც დაიანგარიშეს, აღმოჩნდა, რომ საბჭოეთში ჩამოტანილი ჰიტლერული ალაფის ფასი 14 მილიარდი დოლარის ექვივალენტი იყო...“
 14 მილიარდი დოლარი იმ პერიოდში კოლოსალური თანხა იყო და საბჭოეთის აღდგენის საქმეში ამ ღონისძიებამ დიდი როლი ითამაშა. იგივე მოლოტოვი ყვებოდა: „ფაქტია, რომ სტალინის მიერ მოფიქრებულმა ღონისძიებამ საბჭოთა აღმშენებლობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჰიტლერული ოქრო დიდად წაგვადგა, მაგრამ მან ფედერაციული გერმანიისთვისაც, ფაქტობრივად, იგივე როლი ითამაშა. როგორც ისტორიულადაა ცნობილი, ფედერაციული გერმანიის „აყვავება“ ჯორჯ მარშალის „გენერალურმა“ გეგმამ უზრუნველყო. სინამდვილეში კი, ეს ასე არ იყო. „გერმანული აღმშენებლობა“ ხორციელდებოდა იმ ნაძარცვი ქონებით, რომელიც ჰიტლერელებმა გადამალეს და შემდგომ ამერიკელებს უხდიდნენ აღმშენებლობის საფასურად და რისი ნაწილიც, სტალინის ბრძანებით, საბჭოთა სამხედრო დაზვერვამ მოიძია და ჩამოიტანა...“
საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინმა 1950 წელს მის კაბინეტში, კრემლში სტუმრად მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს პირდაპირ უთხრა:
– ნუ გგონიათ, ბატონებო, რომ არ ვიცით, თუ რას წარმოადგენს „მარშალის გეგმაო“.
– რას, ბატონო სტალინ? – ერთხმად იკითხეს კონგრესმენებმა.
– რას და, ვითომ უანგაროდ რომ ეხმარებით გერმანიას ფეხზე დადგომაში, კარგად ვიცით, რომ ისინი იმ ოქროთი გიხდიან საფასურს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებში მოკლული პატიმრების პირის ღრუდანააა ამოღებულიო...
ეს ფრთიანი ფრაზა ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე გავრცელდა, რომ ის ყველა მოწინავე ბეჭდურმა საშუალებამ გამოაქვეყნა და წერდნენ: სტალინმა ტრუმენი და კამპანია თაღლითობაში ამხილაო.
არსებობს მოსაზრება, რომ სტალინის ბრძანებით, „ნანადირევი“ ჰიტლერული ოქროთი ორი დიდი პროექტი – კოსმოსური და ტრანსციმბირული დაფინანსდაო.
скачать dle 11.3