კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ ამოვიცნოთ საკუთარ თავში შურიანი ადამიანი და როდის მთავრდება ქრისტიანისთვის ეკლესიური ცხოვრება

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

როგორც ბასილი დიდი ამბობს: შური არის მწუხარება სხვის სიკეთეზე, შურმან შეპყრას ერი უსწავლელი. შური ასევე იწოდება როგორც ცეცხლი. შურმა შეიძლება მიგაახლოვოს ღმერთს ან დაგაშოროს. შურის, ასევე სულთმოფენობის დღესასწაულის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

​– როდესაც გალილეის კანაში იყო მოციქულ სიმონ მოშურნეს ქორწილი და მან ნახა, იესო ქრისტემ როგორ გადააქცია წყალი ღვინოდ, მოშურნე, მისი მიმდევარი გახდა. მაგრამ ნათლის ანგელოზმა დაინახა, რომ უფალი მასზე უკეთესი იყო, შურმა ღმერთთან დააშორა. ანუ არის ცეცხლი, რომელმაც შეიძლება მიგაახლოვოს ღმერთთან ან, პირიქით დაგაშოროს. შურის გამომწვევი ამპარტავნებაა, შეიძლება, დაინახო ადამიანი, რომელიც შენზე უკეთესია, შენზე ჭკვიანია და ამან უფრო გაგაბოროტოს, დაგაშოროს ღმერთს.
– დღეს, ალბათ, არავინ აღიარებს, რომ შურიანია, პირიქით, სხვებში ეძებს ამ თვისებას.
– ჩვენ მაშინვე ვიწყებთ ფიქრს: ვინ არის ჩვენ გარშემო შურიანი. სხვებზე კარგად ყველაფერს შურიანი ადამიანი ამჩნევს: ვინ რა ნივთი იყიდა, ვის როგორი ცხოვრება აქვს. შურიანი ადამიანები ვარდებიან განკითხვაში: ის რომ სამსახურში დააწინაურეს, მე რატომ არ მაწინაურებენ, მე ხომ მასზე ადრე ვარ მოსული, მე უფრო მეკუთვნოდაო. ყველა განკითხვა და ჭორაობა შურიდან გამომდინარე იწყება. წმიდა მამები გვასწავლიან: გარეგნულად შურიანი ადამიანების თვალები მშრალია და უსინათლო, სიარული მოღუშული, სულ დამწუხრებულია, არ აქვთ ჭეშმარიტების კრიტერიუმები. ღმერთის სამართალშიც კი ეჭვი ეპარებათ ხოლმე. თუ ვხედავ ჩემზე კარგი მოძღვარია, ვეცდები, მეც მისნაირი გავხდე ან უკეთესი. მაგრამ თუ ზარმაცი ვარ, არ შემიძლია, მას მივემსგავსო, ვამბობ, რომ ის აფერისტია, ცუდია და ასე შემდეგ. როგორ უნდა მივხვდეთ ადამიანი შურიანია თუ არა. ის ყოველთვის ცდილობს, სხვა ადამიანი დაამციროს. შურის წამალი არის სიყვარული, სიყვარული მოყვასისა და ღმერთის. რომ დავინახავ წარმატებულ მოძღვარს, ვიტყვი: მე იმიტომ ვარ წარმატებული, რომ ამ მოძღვრის მეგობარი ვარ, გამიხარდება მისი წარმატება, თანაზიარი ვიქნები მისი სიხარულის. ასე უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი. ადამიანს, რომელიც მთელ დღეს, დილიდან საღამომდე, შურში ატარებს, ვიღაცებზე საუბრით, იმის დროც არ აქვს, რომ რამე წაიკითხოს, გააკეთოს. როგორც კი დაინახავთ, გაიგებთ, თქვენმა მეზობელმა, მეგობარმა რამეს მიაღწია, მაშინვე სარკეში ჩაიხედეთ, მიხვდებით, შეგშურდათ თუ არა. ძალიან ძნელია, მოხარულთან იხარო, რადგან თუ შეგშურდება, ვერც გათხოვებას მიულოცავ, ვერც ნათლობას, ვერც რაიმე შენაძენს. თუ მოხარულთან გვშურს, მოტირალთან გვიხარია, ესე იგი, ძალიან ცუდი ადამიანები ვართ.
– არიან ადამიანები, რომლებიც მუდამ ფიქრობენ, რომ მათი ყველას შურს. ეს რა მდგომარეობაა?
– ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაზე კარგია, მისი შურთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ავად არის. ყოველი ადამიანი ცრუ და დაზიანებულია, ყველანი დაცემულები ვართ, ხიბლისმიერი ბუნებით დაბადებული. შურიანი ადამიანი არც თავის სნეულებას აღიარებს და ექიმთანაც არ მიდის. „მე მოძღვარი რად მინდა, მე  ექიმი რაში მჭირდება, მასწავლებელი რად მინდა, აქეთ ვასწავლი ყველას ყველაფერს“. შური იმდენად უბნელებს ადამიანს გონებას, რომ უგუნური ხდება და მისი ცხოვრება უშინაარსოდ მიდის. დღეს ჩვენი შვილები ზედმეტად არიან ინტერნეტში, სმარტფონებში ჩაფლულები და იქ მხოლოდ ღვარძლს, დაპირისპირებას, შურს, შუღლს, ბოროტებას ხედავენ, ეს კი მათ გონებაში აირეკლება. ასევე, თუ ჩვენი შვილები ხედავენ, როგორ იტყუებიან მშობლები, როგორ განიკითხავენ სხვებს, ესეც მათ გონებაში აირეკლება და შემდეგ იგივენაირად იქცევიან. ადამიანი რომელიც შურიანია,  ეშმაკზე უარესია. ეშმაკს ეშმაკის არ შურს, ცხოველს – ცხოველის. როდესაც ქრისტე ეშმაკს განდევნის, ამბობენ: ბელზებელის ძალით დევნისო და ამ დროს ქრისტე პასუხობს: თუ ეშმაკი ეშმაკს დევნის, ცუდად არის მისი საქმეო. შური იმით არის სამართლიანი, რომ ადამიანი თავად იტანჯება. უსამრთლოა, იმიტომ რომ სხვების შურს, სხვებზე ცუდს ამბობს. მე ცუდი მოძღვარი ვარ თუ კარგი, სხვას რატომ უნდა აინტერესებდეს. მაგრამ ადამიანები იმდენად არიან ბოროტებით სავსე, რომ ყველაფერი შურთ.
– ხშირად ვხედავთ ადამიანს, რომელსაც უნდა კარგი მრევლი იყოს და ამ დროს ვამბობთ, რომ ის ხიბლშია, დაფრინავს.
– თუ რამეს მიაღწევს ადამიანი, ვინმე კი არ ეტყვის: ყოჩაღ, რომ მიაღწიე, მასწავლე ეს როგორ მოახერხე. პირიქით: საცოდავი, როგორ ხიბლშია. გვიკვირს, არასწორი ორიენტაციის ადამიანები რომ მრავლდებიან, ვიღაც ფერადკანიანი ტელევიზორიდან ჭკუას რომ გვასწავლის. ამ ყველაფერზე აღშფოთებას რომ გამოხატავ, რასისტი ხარ ან ჰომოფობი. ყველა მივიღეთ, მაგრამ ისინი არასწორად გვექცევიან. ჩვენ ბევრი მოვინელეთ და კიდევ მოვინელებთ, ოღონდ არა ცემა-ტყეპით, არამედ სიყვარულით. იმხელა სიყვარული გვექნება, რომ ან მათ განვკურნავთ, ან წავლენ აქედან.
– მამაო, მალე ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობის დღესასწაულს იზეიმებს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია. სწორედ ამ დღეს დაარსდა ეკლესია და ყოველ სულთმოფენობას ტაძრები ყვავილებით ირთვება.
– აღდგომის შემდეგ სადღესასწაულო დღეები ისევ გრძელდება, თუმცა ბევრი ადამიანისთვის დამთავრდა, რადგან აღარ მოდიან ეკლესიაში და მათთვის ნაკლებად გასაგებია, რა დღეები გაიარა აღდგომის შემდეგ მაცხოვარმა და რა ბრწყინვალე მოვლენები აღსრულდა მაცხოვრის აღდგომიდან მეორმოცე და ორმოცდამეათე დღეს. ეს არის ეკლესიის დაბადების დღე, ამ დღეს დაარსდა ახალი აღთქმის ქრისტიანული დედაეკლესია. ამ დღეს სიონის მთაზე ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. იქ იყო ღვთისმშობელიც და ისინი ელოდებოდნენ აღთქმულს. მათ იცოდნენ, რომ უნდა დაარსებულიყო დედაეკლესია და სულიწმიდა გადმოსულიყო იქ შეკრებილ საზოგადოებაზე. როცა ისინი ერთად ლოცულობდნენ, გადმოვიდა სულიწმიდა ცეცხლოვანი ენის სახით. ამ მოვლენას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო და მოისმინეს, თუ როგორ ამეტყველდნენ მოციქულები სხვადასხვა ენაზე. რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ამიტომ ის ამეტყველდა ქართულად, რათა ქართულად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცა მისი კურთხევითვე, ეს ყოველივე აღასრულეს მოციქულებმა – ანდრია პირველწოდებულმა  და სვიმონ ქანანელმა. უფლის კურთხევით, სულიწმიდის გარდამოსვლით მოხდა სამოციქულო ეკლესიის ამა თუ იმ ენაზე ალაპარაკება, რომ ყველა ეროვნებას თავის ენაზე ექადაგა ღვთის სიტყვა. ეს დღემდე ასე გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ მაცხოვარი მეორედ მოვა ჩვენს სამხილებლად და სანამ ყველა ენაზე არ მოხდება სახარების ქადაგება. დღეს ეკლესიაში სულიწმიდის გარდამოსვლა აღესრულება მირონის ცხებით. ადრე, როდესაც მოციქულები ნათლავდნენ ადამიანებს, მათი ხელდასხმით გადმოდიოდა ადამიანებზე სულიწმიდა. რადგან ნათლისღების მსურველთა რაოდენობა ბევრი აღმოჩნდა, ამიტომ ეკლესიაში დადგინდნენ მოციქულების მიერ ნაკურთხი ხუცესები, იგივე მღვდელმსახურები, რომელთაც კეთილსურნელების სახით მირონი გადაეცათ. მირონის ცხებით ნათლისღების საიდუმლოს დროს ადამიანს ენიჭება სულიწმიდის მადლი. ამ დღეს ეკლესიაში იკითხება ხანგრძლივი მუხლმოდრეკის ლოცვა. წირვის შემდეგ წინამძღვარი აღსავლის კართან მოიყრის მუხლს, მრევლიც იყრის მუხლს და ამ დროს იკითხება სულიწმიდის მოწვევის ლოცვები. რაც შეეხება ყვავილების სახლში წაბრძანებას, ბზა ხომ მიგვაქვს შინ, ნიშნად მარადიული სიყვარულისა, სარწმუნოებისა, სიხარულისა და ამით უფალს ვიწვევთ სახლში, ამავე მიზნით ხდება სულთმოფენობის დღეს ეკლესიიდან სახლში ყვავილების წაბრძანებაც.
скачать dle 11.3