კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ მოახერხეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მისმა მეუღლემ შემოსავალზე ორჯერ მეტი ღირებულების უძრავი ქონების შეძენა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე 1961 წელსაა დაბადებული. თავდაპირველი უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე და მისი სპეციალობაა მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია. შესაბამისად, მისი შრომითი ბიოგრაფიაც 1986 წელს დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, სადაც 1994 წლამდე უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ამის პარალელურადვე, 1992-1994 წლებში  საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტშიც მუშაობდა პოლიტიკურ მიმომხილველად. ამასობაში ისევ თსუ-ში დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი (2002 წელს) და მაშინვე დაიწყო მუშაობა იურიდიულ კომპანია „პროცესში“. 2004 წელს „ანდრონიკაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი და პარტნიორი გახდა (2011 წლამდე). იმავე წლიდან სალექტორო საქმიანობასაც მიჰყო ხელი: ტექნიკურ უნივერსიტეტში მედიასამართლის კურსს უკითხავდა სტუდენტებს (2005 წლამდე), 2005 წლიდან დღემდე კი, ისევ იქ, მედიასამართლის კურსი მიჰყავს მომავალი ჟურნალისტებისა და სამართლის მაგისტრებისთვის. ასევე, 2008 წლიდან დღემდე კავკასიის მედია-სკოლაში ასისტენტ-პროფესორია. 2011 წლიდან დღემდე კი, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობს. 2011-2012 წლებში ჯერ „საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებას“, შემდეგ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უწევდა იურიდიულ მომსახურებას. 2012 წლის ოქტომბრიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, 2013 წლიდან კი – პირველი მოადგილე.
შესაბამისად, ალექსანდრე ბარამიძის მიერ შევსებული პირველი დეკლარაცია 2012 წლის დეკემბრით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1961 წელს დაბადებული მაია ხუროძე და 1990 წელს დაბადებული ელენე. იმხანად ცოლ-ქმარს ერთობლივად ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი ცხვარიჭამიაში (528 კვ. მ.), მაია ხუროძეს კი – ბინა თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე (84 კვ.  მ.). ისინი, ასევე, ერთობლივად ფლობდნენ ავტომანქანა „ნისან ტიდას“, ლევან ლაღიძის სამ, ირაკლი სუთიძის ერთ, რადიშ თორდიას ერთ, თენგიზ მირზაშვილის ორ, ბაიახჩიევის ერთ ფერწერულ ტილოებს. ისევე, როგორც ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას: ორ ლეპტოპს, თითო-თითო ტელევიზორს, მაცივარს, გაზქურასა და გამათბობელს.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში ალექსანდრე ბარამიძემ საადვოკატო ჰონორარად 48 897 ლარი აიღო, მისმა ცოლმა კი – ხელფასი 6 000 ლარი, ოღონდ არ არის მითითებული, რისთვის.
ალექსანდრე ბარამიძის ბოლო დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან იმავე სტატუსით შეავსო. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა, ოღონდ 115 კვ. მ. ფართობის ანტრესოლი მიუერთებია ბინისთვსის აბაშიძის ქუჩაზე; 2017 წელს 98 000 ლარად შეუძენია 96 კვ. მ. ბინის ნახევარი იმავე მისამართზე და ისევ ჰყავს 14 500 აშშ დოლარად ღირებული „ნისან ტიდა“. 2016 წლის განმავლობაში ალექსანდრე ბარამიძემ სულ 89 300 ლარი აიღო.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, 2017 წელს ალექსანდრე ბარამიძეს „თი ბი სიდან“ 62 000 ლარის ღირებულების სესხი აუღია (ბინის 50-პროცენტიანი წილის შესაძენად, რომელიც დეკლარაციაში არ ჩანს), მისი მომსახურება კი, 5 401 ლარი დასჯდომია. მაია ხუროძეს კი 98 000 ლარი გადაუხდია, ასევე, ბინის 50-პროცენტის შესაძენად.
2017 წლის განმავლობაშიც ალექსანდრე ბარამიძის წლიური ხელფასი, სავარაუდოდ, 90 000 ლარამდე იქნებოდა, როგორც 2016-ში. 2015 წელს მან 94 700 ლარი აიღო; 2014 წელს – 97 775 ლარი; 2013-ში – 88 791 ლარი; 2012 წელს კი, საადვოკატო ჰონორარად, 26 225 ლარი, ხოლო, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ორიოდ თვეში – 17 074 ლარი.
скачать dle 11.3