კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 მოვლინებული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

მართლმადიდებლური შანტაჟი – რუსულად

​ჯერ კიდევ სსრკ-ს, კერძოდ, იოსებ სტალინის მმართველობისას, როდესაც რუსეთის პატრიარქის არჩევა გახდა საჭირო, დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების მრევლი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაემორჩილებოდა, თუმცა აწ უკვე დამოუკიდებელ რუსეთში სხვაგვარად განსაჯეს.
სახელდობრ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია საქართველოში თავის მუდმივ წარმომადგენელს მოავლენს. გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე მიუღიათ (ამა წლის 14 მაისს).
ამ საქმისთვის სასულიერო კადრიც შეურჩევიათ: ვინმე ვლადიმირ ალექსანდროვი, „მღვდელმსახურებისთვის რუსულენოვანი მრევლისთვის“.
მეტიც, რუსთა სინოდს თავისი წარმომადგენლისთვის ისიც დაუვალებია, რომ „საჭიროების შემთხვევაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაც წარმოაჩინოს“.
ეს მოვლინება, სულო ცოდვილო, ცეკას იმ მეორე მდივნის ასოციაციას იწვევს, რომელსაც წითელი მოსკოვიდან ნიშნავდნენ ხოლმე საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა საქართველოში, ოღონდ რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე შენიშნულია, რომ გადაწყვეტილება შეთანხმებულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობასთან.
საქართველოს საპატრიარქოს ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. შესაბამისად, უცნობია, მათი თანხმობა (თუ თანხმობა, მართლაც მისცეს, იმიტომ რომ დიდად არც რუსეთის საპატრიარქოს დაეჯერება) შანტაჟის შედეგია (ცხინვალისა და სოხუმის ეპარქიების მითვისება უმარტივესად შეუძლიათ) თუ უფრო უარესის?!
скачать dle 11.3