კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ჯაყოს მჯობნები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

მართალია, ამ მზის ქვეშ ყველას თავისი გზა აქვს და თავის არჩევანს აკეთებს. ჰოდა, რაკი აკეთებს, რად ჩამიშალე „ივენთიო“, ახალგაზრდების ნაწილი რუსთაველის გამზირისკენ გაენთო, ამასობაში კი სეპარატისტი ოსები კვლავ უარს აცხადებენ გადმოგვცენ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები. მურად-ჯაყო ჯიოევმა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 86-ე შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ „რაც საჭირო იყო, უკვე გადმოგეცით“.
ანუ არჩილ ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და ამიტომაც მის გულს, ღვიძლსა და ტვინს არ დაგიბრუნებთო. შინაგანი ორგანოები როსტოვში ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოიყენეს და აღარც დაუბრუნებიათ. სხვათა შორის, მეტად რაციონალური მიზეზით: ამის გარეშე ქართული მხარე ექსპერტიზას ვერ ჩაატარებს, რათა დოკუმენტურად დაამტკიცოს, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. როგორც ჩანს, ამიტომაც შენიშნა ზემოხსენებულმა ჯაყო ჯიოევმა, რომ ტატუნაშვილის სიკვდილის ფაქტზე დღემდე არსებობს მხოლოდ „ერთი ექსპერტიზის დასკვნა“ და „ქართულ მხარეს ახალი არაფერი აქვს“ (იცის, რომ ვერც ექნება, თუ შინაგანი ორგანოების ექსპერტიზა არ ჩატარდა).
იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, 2015 წელს მოკლულ დავით ბაშარულთანაც იმავე სქემით იმოქმედეს, ცხადია, მთელი გულით ვუსურვებ ოკუპანტ-სეპარატისტებს, რომ ადამიანების შინაგანი ორგანოების შეგროვების მეტი ვერაფერი ეკეთებინოთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოსმა სეპარატისტებმა საკუთარ თავსაც აჯობეს და თვით ჯაყო ჯივაშვილსაც.
скачать dle 11.3