კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ გამოაქვეყნა გიორგი ორბელაძემ ნახევრად შიშველი ნინი მასპინძელაშვილის ფოტოები და რატომ სიამოვნებს გიორგის ნინის მიმართ მამაკაცების ყურადღება

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

გიორგი ორბელაძეს და ნინი მასპინძელაშვილს ცხრაწლიანი სასიყვარულო ისტორია აკავშირებთ. ახლახან კი, იქორწინეს და ქორწილის ღამესვე ეგვიპტეში გაფრინდნენ. ჩვენ ვულოცავთ ამ ულამაზეს წყვილს გაბედნიერებას.
გიორგი ორბელაძე: ძალიან პატარები ვიყავით, როცა ურთიერთობა დავიწყეთ. ნინი 15 წლის იყო, მე –17-ის. მერე იყო ჩვენი სტუდენტობა და საერთოდ არ გვქონდა გაცნობიერებული, ოჯახი შეგვექმნა. როცა ერთმანეთი გავიცანით, მაშინ არაცერთი არ ვმუშაობდით, ახლა ეკონომიურად ორივე მოვძლიერდით და გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით. ილიას სახელობის ეკლესიაში, საგურამოში დავიწერეთ ჯვარი.
ნინი მასპინძელაშვილი: მთელი ჯვრისწერის პერიოდში ისე ვიყავი, არაფერი არ მესმოდა, რასაც მამაო ლოცულობდა. ჩემი მეჯვარეებიც ძალიან დაბნეულები იყვნენ. იმ დროს, როცა სამი წრე უნდა შემოუარო, ერთი ჩემი მეჯვარე ცუდად გახდა, დაჯდა, მეორეს კანკალით ეჭირა ხელში გვირგვინი, ძალიან ემოციური იყო, უფრო საპასუხისმგებლო მომემეტია, ღმერთთან დებ ფიცს. ხელომწერაზე არანაირი ემოცია არ გვქონდა. წინა დღეს რესტორანში მოვაწყვეთ ხელმოწერის ინსცენირება, ჩემი დაქალი კითხულობდა ტექსტს და ჩვენ ხელი მოვაწერეთ.
– ტრადიციული ქორწილი გქონდათ?
გიორგი: თავიდანვე იმდენად ჩართულები ვიყავით ქორწილის ორგანიზებაში, რომ ფაქტობრივად, ვერ მივხვდით, საბოლოო ჯამში, როგორი ქორწილი გამოვიდა, მაგრამ სტუმრებისგან კარგი ემოციები წამოვიდა, ყველა ამბობდა, რომ ძალიან მაგარი ქორწილი იყო.
ნინი: ყველაფერი ჩვენ მოვაგვარეთ, დიზაინერიც თავად მოვიყვანეთ, ფაქტობრივად, არაფერზე გვიკამათია. საქორწილო კაბისთვის ყველა მაღაზია მოვიარე და მერე გადავწყვიტე, რომ უნდა შემეკერა, თან, დიეტაზე ვიყავი, ქორწილისთვის ვემზადებოდი და ყოველ მისვლაზე ვიკლებდი. კაბას გვერდებში ავიწროვებდნენ და ბოლოს ისე მოხდა, რომ ქორწილის წინა დღეს გამოვიტანე.
– გიორგი, შენთვის არ იყო პრობლემა, ნინის ნახევრად გახდილი ფოტოები რომ გამოაქვეყნე გახდომამდე და გახდომის შემდეგ?
გიორგი:
ჯამში, 13 კილო დაიკლო. მე ვავარჯიშებდი პირადად, კვებასაც აკონტროლებდა და ძალიან მაგარი შედეგი ჰქონდა. ნინის არც ეტყობოდა, რომ წონაში მომატებული იყო, მაგრამ  ფოტოები როცა შევადარეთ, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გამოჩნდა. იშვიათია, ვინმეს ასეთი შედეგი ჰქონდეს. რასაც ვეუბნებოდი, ყველაფერი შეასრულა, შესაბამისად, შედეგიც ამიტომ ჰქონდა კარგი... ასეთ რაღაცებზე არ მაქვს პრობლემა. არაფერს  ვუშლი. რამე არ ჩაიცვა-მეთქი, არ ვეუბნები. პირიქით, ვურჩევ კიდეც, რა მოუხდება. რაც უფრო სექსუალურად აცვია, მე მით უფრო მომწონს. ზოგჯერ არის ხოლმე, ნინი კაბაზე ამბობს, ეს მოკლეაო, მე კი, ვეუბნები, რომ ჩაიცვას. მე მსიამოვნებს ნინის მიმართ მამაკაცების ყურადღება, ძალიან კარგია, ბევრ ბიჭს რომ მოსწონს. ასეთი განცდა მაქვს – ნინი ამდენ ადამიანს მოსწონს და მაინც ჩემია.
– ესე იგი, გიორგი არ არის ეჭვიანი, ნინი, შენ თუ ეჭვიანობ გიორგიზე?
ნინი:
ეჭვიანი ვიყავი და ახლაც ვარ. ბუნებრივია, როცა გვერდით ისეთი მამაკაცი გყავს, რომელიც არის სიმპათიური, ბევრ ქალს მოსწონს, ცოტა ეჭვიანი
უნდა იყო. არ მსიამოვნებს ხოლმე რაღაცები და გიორგი ამას ვერ ხვდება. მიეჭვიანია, მაგალითად, იმაზე, რომ ვიღაც გოგო დარბაზში გაეპრანჭა. გიორგი მეუბნება, მე ხომ არ ვეპრანჭები, თვითონ გამეპრანჭა, მე რა შუაში ვარო. თვითონ არ არის ეჭვიანი. რაც შეეხება იმ ფოტოებს, მე  პრობლემა მქონდა, არ მინდოდა, რომ ეს ფოტოები დაედო. ჭარბი წონა არ მქონია, მაგრამ ორ კვირაში მოვიმატე. ახლა ფოტოები ვინც ნახა, ყველას უკვირს – ასეთი როდის იყავიო. ძალიან არ მეტყობოდა, მაგრამ ფაქტია, რომ  ვიყავი. თან, პროპორციულად ვიმატებ და ვიკლებ ყველგან და ამიტომ უცებ დამეტყო დაკლებაც და მომატებაც.
გიორგი: ნინის, ალბათ, პრობლემა იმიტომ ჰქონდა, რომ რცხვენოდა ძველ ფოტოებში, შედარებით, ფორმაში რომ არ იყო, თორემ რა პრობლემაა, საცურაო კოსტიუმშია გადაღებული, არ მგონია რომ მაგის ერიდებოდეს.
– როგორი იყო შენი ემოციები, როდესაც ნინი საქორწილო კაბაში დაინახე?
– კაბა  ქორწილის დღეს ვნახე და ძალიან მომეწონა. ემოციური ადამიანი არ ვარ, უფრო სწორად, არ მემჩნევა ხოლმე, არ გამოვხატავ, მაგრამ შინაგანად აღფრთოვანებული ვიყავი. დიდი შინაგანი ემოციები მქონდა, რომელსაც ასე შეიძლება, ვერ მატყობდეს ადამიანი.
ნინი: მე შეგატყვე – როგორც კი დამინახე, თვალები გაგიბრწყინდა.
– თქვენმა საქორწილო ცეკვამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო, დიდხანს ამზადებდით?
– დილიდან დამეწყო პანიკა. ყველა მაწყნარებდა – ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობო. განსაკუთრებით ჩემი მეჯვარეები დამიდგნენ გვერდით, მთელი დღე მამხნევებდნენ, ყველაზე მეტად ცეკვაზე ვნერვულობდი. კაბას შლეიფი ძალიან გრძელი ჰქონდა და ის ელემენტები, თუნდაც ტრიალი, ხელში აყვანა  ჩემთვის ძალიან რთული გასაკეთებელი იყო. ფაქტობრივად, გიორგის დამსახურებაა, რომ ცეკვა კარგი გამოვიდა. ხომ ამბობს, რომ უემოციო ვარო, მაგრამ მისი სახიდან და თვალებიდან იმხელა ემოცია მოდიოდა, ისეთი გაბრწყინებული თვალები ჰქონდა, შეუძლებელი იყო, რომ ეს ცეკვა ცუდი გამოსულიყო.
გიორგი: თავიდანვე გავაკეთე კომენტარი, ცხოვრებაში პირველად ვიცეკვე, არასდროს მიცეკვია – არც ქართული, არც ვალსი. „ფეისბუქზე“ დავწერე პროფესიონალურ ელემენტებს ნუ შეხედავთ-მეთქი. საბოლოო ჯამში, ყველას მოეწონა. ცეკვის მერე ეს სტრესი მოეხსნა ნინისაც და წავიდა ძალიან მაგარი გართობა.
– ეგვიპტეში ქორწილის ღამესვე გავფრინდით, როგორ გაატარეთ საქორწინო მოგზაურობა?
–  ქართველებმა რომ ვიცით, ქორწილის მეორე დღეს ოჯახში გადაპატიჟება და მეორე ქორწილს რომ იხდიან ხოლმე, მერე ათას ადამიანს უნდა რომ გნახოს, ამ ყველაფერს გავექეცით. ძალიან გაგვიმართლა, ფრენა გამთენიისას იყო, ჩვენი ქორწილის დასრულებიდან რამდენიმე საათში. ეგვიპტეში მარტო ვიყავით. პლაჟზე, ზღვაზე მზეს ვეფიცხებოდით და ეს ძალიან მომეწონა. ბოლოს, წამოსვლისას, ჩანთა დავკარგეთ და ნინის ორი საათი მოუწია ნერვიულობა. მერე მივბრუნდით სასტუმროში და აღმოჩნდა, რომ სასტუმროში დაგვრჩა.
ნინი:  ეგვიპტეში ტურით, დაივინგზე წავედით და საოცარი სილამაზე ვნახეთ.
скачать dle 11.3