კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა „დაუხეთქა“ სტეფანე მღებრიშვილს ნანიკო ხაზარაძემ და როდის იტირა ნანიკომ ძალიან ბევრი

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ტელეკომპანია „იმედზე“ „X ფაქტორის“ ახალი სეზონი დაიწყო. როგორც ჟიურის ერთ-ერთი წევრი, სტეფანე მღებრიშვილი ამბობს, წლევანდელი „X ფაქტორი“ ყველაზე კარგია და საუკეთესო მონაწილეები არიან. სტეფანემ ახლახან მაღალბიუჯეტიანი, საინტერესო კლიპი გადაიღო, რომელსაც მალე იხილავს საზოგადოება და ასევე, 7 ივნისს ფილარმონიაში სოლო კონცერტისთვის ემზადება.
სტეფანე მღებრიშვილი: ყოველ წელს ერთსა და იმავეს კი ვლაპარაკობთ, მაგრამ რეალურად ასეა, პროგრესი მიმდინარეობს, წინ მივდივართ,  ნამდვილად საოცარი მონაწილეები არიან, სიტყვები რომ არ მყოფნის, ისეთი. ბავშვების კატეგორიიდან არის ერთი გოგონა, რომელიც ჩემი ფავორიტია. მე რომელი კატეგორია შემხვდა, ჯერ არ გავამხელ, რადგან არ მაქვს უფლება. მაყურებელი კი, ორშაბათს იხილავს. მე ჩემს კატეგორიაში ოთხი ადამიანი დამრჩა და საუკეთესო გუნდი მყავს, ისევე, როგორც დანარჩენ სხვა მენტორებს. იყო ბევრი სახალისო მომენტი. იყო ძალიან სერიოზული ნომრები. ყველაზე სერიოზული ნომრები კიდევ წინ არის და მე მგონი, ასეთი „X ფაქტორი“, როგორიც წელს არის, ჯერ არ ყოფილა. ცოტა უხერხულია, ჩემგან ამაზე საუბარი, მაგრამ ასეა.
– შენი ფრაზები ყოველთვის დასამახსოვრებებლია – „რა არაადეკვატურობის ბოლოა“ და ასე შემდეგ. ცხოვრებაშიც ხშირად ამბობ მსგავს ფრაზებს?
– ყოველთვის ვცდილობ, ის ვთქვა, რასაც ვფიქრობ, ოღონდ რბილ ფორმებში. მე მგონი, უხეშობით არ გამოვირჩევი, მაგრამ უკან არ ვიხევ, თუ ვინმე არ მომწონს, გამოვხატავ.  მოშვებული რომ ვარ ხოლმე, რაღაცებს ვამბობ და მერე იტაცებენ. ცხოვრებაში ხშირად მახასიათებს ასეთი ფრაზები, მუდმივ რეჟიმში, მაგრამ ასე არ მახსენდება. იმ მომენტში შეიძლება, რაღაც სისულელე ვთქვა.
– ნანიკო და შენ ხშირად კონფლიქტში ხართ, რატომ გაღიზიანებს მისი ტაში?
– კი არ მაღიზიანებს, ისეთი სიხშირით უკრავდა ტაშს, რომ ყურის ბარაბნები დამიზიანა და ხომ იცით, მუსიკოსისთვის ყურები მთავარია. მე და ნანიკოს დაახლოებით ოცი წელია, ინტენსიური, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ბავშვობიდან მოვდივართ და საერთო მეგობრები გვყავს. ნანიკო და მე ხშირად ვკამათობთ ხოლმე, ერთი-ორ კონფლიქტს ახლა, სკამების ტურშიც ნახავთ, ოღონდ, ეს ყველაფერი მეგობრობის ფარგლებშია. ისე კი, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თამთაც ჩემი მეგობარია, დათოს დიდი ხანია, ვიცნობ და კარგი ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ოთხი სკამის ტურში იმდენი იტირა, იმდენი იტირა, რომ ბოლოს მეგონა, რომ ან სასწრაფოს გამოვუძახებდით, ან რაიმე ეგეთი იქნებოდა. თუმცა სასწარაფოს გამოძახება არ დაგვჭირდა, გადავრჩით, ძალიან მძიმედ გადაიტანა, იმიტომ რომ გაუჭირდა უარის თქმა, საკუთარ თავს ებრძვის.
– რომან გოცირიძისა და შენი ქუბი გავრცელდა, მას ბაძავდი თუ უბრალოდ დაემთხვა?
– ვიღაცას ვუგზავნიდი იმ მომენტში სელფს, გამომიჭირეს და გადაიღეს, რომან გოცირიძის ვიდეო არც კი მქონდა ნანახი.
– ჟიურის წევრი რომ უნდა ყოფილიყავი, ლონდონში იმყოფებოდი.
– კი, იმ დროს ლონდონში ვიყავი, იქ დამირეკეს და მითხრეს. ძალიან გამიხარდა, რადგან მიყვარს „X ფაქტორი“. ლონდონში „მეხუთე არხია“ – უფასო, კომერციული არხი. „ევროვიზიაზე“ აკეთებდნენ გადაცემას და მიმიწვიეს. ჩვენ რომ პუტინზე ვიმღერეთ და დაბლოკილები ვიყავით, ამასთან დაკავშირებით მქონდა ინტერვიუ და ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა. ვინც მიცნობს, იცის, რომ ბომჟური ჩაცმა მიყვარს. რაც ძველია, უფრო მეკომფორტულება და კარგად ვარ, გამოწყობასა და ახალ ტანსაცმელს ვერ ვიტან. მაისური და ყველაფერი, რაც მაცვია, ბამბაა. მთავარია, იყოს, ნატურალური, სინთეტიკურ ტანსაცმელს ვერ ვიტან. მომწონს თავისუფლად ჩაცმა, არაფერი რომ არ მაწუხებს. ვერ ვიტან ფეხსაცმელი რომ დისკომფორტს მიქმნის. ამსტერდამშიც სულ ასე დავდივარ, იქ ყველა ასე დადის. მოკლედ, მომშივდა და სენდვიჩების მაღაზიაში ჩავედი. კაცმა შემომხედა და – ჯერ უფასო კვება არ გვაქვს, 2 საათში მოდითო. მერე ძალიან ბევრი ვიცინე, მარტო ვიჯექი და ვიცინოდი. თბილისში მიცნობენ, იციან, ალბათ, რომ უსახლკარო არ ვარ და მიშვებენ რაღაც ადგილებში. ეთერში ყოველთვის ვზრუნავ ჩაცმულობაზე, დიზაინერებს ვაკერინებ ან ბრენდულ მაღაზიებში მე თვითონ ვყიდულობ.
– ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვს, ახლახან კლიპი გადაიღე, ფილარმონიაში სოლო კონცერტისთვის ემზადები, როგორ ასწრებ ამდენ რამეს?
–  რაღაც მომენტში ვხვდები, ბედნიერი ადამიანი ვარ იმიტომ, რომ დაკავებული ვარ. მაგრამ ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს, ვერ წარმოიდგენთ. მეგობრები მეკითხებიან, როდის გძინავსო, სავარჯიშოდაც ავდივარ და მე თვითონაც არ ვიცი, როგორ ვასწრებ. ყველაფერს პასუხისმგებლობით ვეკიდები, ადამიანებს – განსაკუთრებით. ჩემთვის ყველა ადამიანი ძვირფასია იქამდე, სანამ რამე ცუდს არ გამიკეთებს და მაინცდამაინც გიჟი და გადარეული არ არის. არ გამოირჩევიან ადამიანები ჩემთვის ცუდი მომენტებით, ყველას ვუფრთხილდები სამუდამოდ. კლიპი გადავიღე და იმედი მაქვს მალე გამოვა. მისი რეჟისორი არის ცნობილი ფოტოგრაფი ჯიჯი – გრიგორ დევეჯიევი, ეს მისი პირველი ნამუშავარია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორდღიანი გადაღება იყო ერთ სივრცეში, ძალიან ბიუჯეტიანი კლიპია – რაც გვქონდა, ყველაფერი ჩავდეთ. 2001 წლის შემდეგ ჩემთვის სიმღერა არ დამიწერია. ბოლოს რაც დავწერე, „მზე და შოკოლადები“. ეს სიმღერა, დაახლოებით, 15-17 წლის შემდეგ დავწერე და ბევრი ვიფიქრე – „გაისვრის“ თუ არა, მერე თათბირი ჩავატარე ჩემს მეგობრებთან, კომპეტენტურ ადამიანებთან – ღირდა თუ არა კლიპის გადაღება ამ სიმღერაზე. გადაწყდა, რომ უნდა გადაგვეღო. შვიდ ივნისს მაქვს ჩემი პირველი სოლო კონცერტი ფილარმონიაში „ჩეკ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, რისთვისაც განსაკუთრებით ვემზადები, ასე მგონია, პირველად უნდა დავდგე სცენაზე.
– სიგარეტის დახურულ სივრცეებში აკრძალვას შენ როგორ შეხვდი?
– მე მიჩვეული ვიყავი იმ მხრივ, რომ მე კი ვეწევი სიგარეტს, მაგრამ მაგალითად, სახლში, სხვადასხვა ქვეყნებში რომ დავდივარ – სასტუმროებში,  იქ – სადაც მძინავს, არ ვეწევი და ეს ყველაფერი მაწუხებს და მიუხედავად იმისა, რომ ვეწევი სიგარეტს, ყოველთვის მაწუხებდა, კვამლი რესტორნებში. სპორტითაც აქტიურად ვარ დაკავებული, ოთხი წელია, სატრენაჟორო დარბაზში ვვარჯიშობ, ჯანსაღად ვიკვებები, არ ვჭამ ცხიმიან საჭმელს და ასე შემდეგ. სიგარეტის აკრძალვის ცუდი მხარე მგონია, რომ ამან შეიძლება, დააზიანოს იმ რესტორნების შემოსავლები, რომელთაც არ აქვთ ვერანდა. ვფიქრობ, ტურიზმზეც იმოქმედებს, თუმცა, მე არ ვარ პროფესიონალი და ზუსტად ვერ გეტყვით. ღამის კლუბებში ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი, ევროპაში ხშირად დავდივარ, იქ მიჩვეულები არიან და იციან, თუ აკრძალულია, როგორ იმოქმედონ. ყველგან, როგორც აეროპორტებში, სპეციალური ოთახებია მწეველებისთვის. მათი უფლებებიც ხომ ირღვევა, არ შეუძლიათ, წავიდნენ, დასხდნენ და მშვიდად მოწიონ.
– მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე რას იტყვი?
– დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ, რა თქმა უნდა. ვინც არ იცის დეკრიმინალიზაცასა და ლეგალიზაციას შორის განსხვავება, გეტყვით, რომ დეკრიმინალიზაციის მომხრე არიან ადამიანები, რომლებიც ემხრობიან კანონს, რომ მარიხუანის მოწევით პირადი მოხმარების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა მოხვდნენ, არავითრ შემთხვევაში. ადამიანი, რომელიც არაფერს აშავებს, უბრალოდ ბალახს ეწევა, ამის გამო ციხეში წავიდეს, წარმოსადგენადაც კი რთულია. ძალიან ცუდია სიგარეტი და ალკოჰოლი.  მთვრალისგან განსხვავებით, მოწეული ადამიანი არავის ერჩის და არც აგრესიულია. ჰოლანდიაში ხშირად დავდივარ – გართობის მიზნით არა, უფრო გათიშვის მიზნით. გადატვირთული გრაფიკის შემდეგ, ვთქვათ, საფრანგეთში საქმეზე ვარ, უკანა ბილეთს ვიღებ ამსტერდამიდან და ორი სამი დღე იქ ვრჩები, უბრალოდ მძინავს, ფანჯარაში ვიყურები, ვათვალიერებ ღირსშესანიშნაობებს, ქოფი-შოპებში დავდივარ. ძალიან მიყვარს ამსტერდამი, იქ უამრავი მეგობარიც მყავს და ჩვენთვის წყნარად, მშვიდად ვართ. შეიძლება, ღვინო დავლიოთ, მოვწიოთ, იქ ქოფი-შოპებში ჩვეულებრივად შეგიძლია, შეხვიდე და ღვინო იყიდო, ან კლუბში წახვიდე. სიმართლე გითხრათ, ალკოჰოლიც არ მიყვარს, ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს არ ვსვამ და კარგ ღვინოსაც მხოლოდ ერთ ჭიქას მივირთმევ. ეს ჩემი მაქსიმუმია და სხვათა შორის, რადგან საერთოდ არ ვსვამ, ის ერთი ჭიქაც კი მოქმედებს ჩემზე.
скачать dle 11.3