კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა სურვილი ვერ დაიკმაყოფილა გიორგი სუხიტაშვილმა და რატომ უწევს მას აფერისტის, ინტრიგანის, სიმღერების ქურდის ცხოვრებით ცხოვრება

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის გმირი, კობა ჯანიუზაშვილი „ჩემი ცოლის დაქალებში“ კვლავ დაბრუნდა და როგორც ჩანს, მომავალში მაყურებელს მისი მხრიდან სიურპრიზებიც ელოდება. გიორგიმ კი ახალი სიმღერა „ქართული სითბო“ ჩაწერა, რომლითაც ქართველი ემიგრანტების სათქმელი, ტკივილი გადმოსცა.
გიორგი სუხიტაშვილი: ისეთ პერსონაჟებთან მიწევდა ურთიერთობა, რომ სამწუხაროდ, სერიალში აღარ არიან და ჩემი გმირის ხაზიც დაიკარგა, რადგან ის სხვებზე იყო დამოკიდებული. ახლა, სცენარის მიხედვით, რადგან ჩემი გმირი პრეზიდენტთან დაახლოებული პირია, უფრო აქტიურად უწევს კობას სერიალში გამოჩენა. აქვე მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომ კობა ჯინიუზაშვილი არის პერსონაჟი.
– გაიგივდით შენ და კობა ერთმანეთთან?
– კი და ეს ძალიან მწყინს. ჩემი ნამდვილი პროფესია ყველამ კარგად იცის და ასევე ის, რასაც ვაკეთებ. ამიტომ ის სიმღერები, რომელსაც კობა ჯიუნიუზაშვილი სერიალში მღერის, ჩემი რეპერტუარი არ არის და როცა სადმე მივდივარ, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, მათ შესრულებას ნუ ითხოვენ. მართლა სასაცილოა და საკუთარ თავსაც ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას. შარჟია, ყველა ხვდება და თუ ვერ ხვდებიან, მე მაინც ნუ მეტყვიან ხოლმე. რაც ეს სიმღერები გამოჩნდა, სადმე რომ მიწვევენ, კორპორატიული იქნება თუ სხვა რამ, პირდაპირ სახელებით მთხოვენ ამ სიმღერების შესრულებას. ბევრმა კორპორატიულზე უარი მითხრა იმიტომ, რომ ამ სიმღერების შესრულებაზე უარი ვთქვი. ეს მათი გადასაწყვეტია და ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი და კობას გაიგივება ხდება. ჩემი პერსონაჟის აბსოლუტურად განსხვავებული ვარ – ცხოვრების სტილით, პრინციპებით და ამიტომაც არის საინტერესო ჩემთვის, რადგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟის თამაში მიწევს.
– როგორია შენი გმირი?
– აფერისტი, ინტრიგანი, სიმღერების ქურდი. პრეზიდენტს ჩუმად გადაუღო ვიდეოები, რომ შემდეგ გამოიყენოს. საკუთარი თავი წარმოვიდგინე, ასე რომ მოვიქცე როდისმე. ეს ჩემგან შორს არის. რეპერტუარიც კატასტროფულად განსხვავდება. რასაც ვებრძვი, სწორედ იმას ვთამაშობ. საოცრად კარგი ჯგუფი მუშაობს ამ სერიალზე, ეს ადამიანები ყველა ფენას იცნობენ და ამიტომაც არის სერიალი საყოველთაო. კობას მიზანია, დიდ სცენაზე იმღეროს და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამის საშუალება არ აქვს. ხან „გლდანელი მურა“ ჩაგრავს, ხან ვიღაცის მარწუხების ქვეშ ექცევა.
– ბრძოლის ჟინი ორივეს გაქვთ.
– ამაში ვგავართ – ერთადერთი ეს არის. ოღონდ, ის ძალიან შემთავაზებელია საკუთარი თავის და მე – არა. პირიქით, რაც მაქვს იმის გატანაც მრცხვენია ხოლმე, რომ ვიღაცებს ვაჩვენო.
– რა არ მოგწონს კიდევ კობაში?
– არაფერი არ მომწონს... ან როგორ აცვია. რომ წავიკითხე, ეს პერსონაჟი როგორი ტიპია, მასში რამდენიმე ადამიანი გავაერთიანე. დღეს ისინი ცოცხლები არიან, მოღვაწეობენ ქართულ შოუ-ბიზნესში და მათგან ამოვიღე რაღაცები. ზოგი უცნაურად რომ ლაყბობს, ზოგი ასეთ „სირობებს“ მღერის, უცნაურად იცვამს და ასე შემდეგ. ძალიან არ მანაღვლებს, ხვდებიან თუ არა ამას. ვინმემ რომ აიღოს ის, რასაც მე რეალურად ვაკეთებ, რატომ უნდა მეწყინოს. თუ ამას გაშარჟებას დაუწყებს, დამცინებს – ეს სხვა თემაა. მაგრამ ამაზეც გამეცინება, სერიალია, პერსონაჟი, არც იუმორთან ვარ მწყრალად. არასრულფასოვნების კომპლექსი არ მემართება, როდესაც რომელიმე გადაცემაში ჩემს სიმღერებს ან ქმედებებს აშარჟებენ. ადამიანები ჩავდივართ სულელურ ქმედებებს, ალბათ, მომავალშიც ჩავიდენთ, რისაც შეიძლება გრცხვენოდეს, მაგრამ ჩვენი ჩადენილია.
– რა იყო შენი ყველაზე დიდი სულელური ქმედება?
– მე და ჩემი ძმა თავისებური ქიმიური შენაერთი ვართ, რომელიც ფეთქდება და უცნაურობებს ვიწვევთ. მამა ჩვენი ჯეკპოტია. ჩამოვა, საოცრებებს ჩავიდენთ და მიდის. დედა ყველაზე წყნარი და მშვიდი ადამიანია, გაუგებრობაშია ხოლმე. იდეალური ურთიერთობა გვაქვს დედასთან, მასაც კარგი იუმორი აქვს, უბრალოდ, ჩვენთან შედარებით თავშეკავებულია. ეს კარგია, რადგან ვბალანსდებით.
– როგორ გირჩევნია, შენი მეორე ნახევარი წყნარი, მშვიდი იყოს თუ შენნაირი?
– კაცმა არ იცის, რა მოხდება. ადამიანებს ცხოვრების ყველა ეტაპზე განსხვავებული მისწრაფებები და ინტერესები გვაქვს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყველას თავისი ხუშტური აქვს.
– შენ რა ხუშტურები გაქვს ამ ეტაპზე?
– მუსიკაა ყოველთვის ჩემი ხუშტური. ერთადერთი ხუშტური, რაც არ შემეცვალა, მუსიკაა. ჩემს პროფესიაში მემატება ბრძოლის ჟინი, ახლის ძიების პროცესში ვარ, უკეთესის კეთება მინდა და სულ უკმარისობის შეგრძნება მაქვს. ძალიან მწყინს ხოლმე, ნიჭიერი ადამიანი მდარე რაღაცას რომ აკეთებს, რათა გაყიდოს. შემოსავლის გამო არ შეიძლება, ყველაფერი აკეთო. სიტუაციები იცვლება, ადამიანებს რაღაცები ეცვლებათ, ნუ გამიჭირვოს ისე, რომ უარი ვთქვა იმაზე, რაც მე სიმღერაში სიამოვნებას მანიჭებს. შემოსავალს და ნევროზს მირჩევნია, ნაკლები მქონდეს და ის გავაკეთო, რაც უფრო მეტად მსიამოვნებს. ეს გადამდებიც არის.
– ნაკლები შემოსავალი და ნევროზი არ არის ერთმანეთთან კავშირში?
– უშემოსავლობა არის ნევროზი, მაგრამ ნაკლები შემოსავალი – არა. მე ბევრი არასდროს მქონია. იმდენი მაქვს, რომ მშიერი არ ვიყო. არ არსებობს ზედმეტი, უბრალოდ, მეტი შემოსავლის შემთხვევაში, უფრო მეტის შექმნის საშუალება მექნებოდა და ამაზე მწყდება გული. ფულს რომ გადადებ ახალი კომპოზიციის ჩასაწერად, მერე იმდენი პრობლემა ჩნდება, რომ გადადებულ ფულს იღებ და ხარჯავ. ხარისხიანი ყოველთვის ძვირია და მე კი, უხარისხოს გაკეთება არ მინდა. მაქსიმალურად ვცდილობ, უკან არ გადავდგა ნაბიჯი, ის, რაც მარტომ ჯახირ-ჯახირით, ჭიდაობით ავაშენე, არ დავანგრიო და უკან არ ჩამოვიდე. ასეთ დროს ყველაფერი რთულია. ძნელია თავის დამკვირდება, მერე შენარჩუნება. ძალიან რთულია სულ წინსვლა, გაჩერება – უარესი. გიწევს შენი მაქსიმუმის ჩადება. თან, იცი, რომ ბევრ რამეს ვარ მოდებული.
– არასრულფასოვნების კომპლექსი ახსენე. ეს სად იჩენს ხოლმე თავს?
– ვერ დავიკმაყოფილე სურვილი და ვერ ვრეალიზდი სპორტში. აქ მაქვს ხოლმე არასრულფასოვნების კომპლექსი: მინდოდა, რომ სპორტშიც რამე გამეკეთებინა, სამწუხაროდ, ვერ შევძელი. ახლა ყოველდღე ვვარჯიშობ, ესეც იმიტომ, რომ კარგ ფორმაში ვიყო. ძალიან გამიხარდა, სიგარეტი რომ აკრძალეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მე მაქვს არჩეული – არ მოვწიო სიგარეტი, ჯანმრთელი ვიყო და შენ ამ დროს ჩემგან დამოუკიდებლად მაზიანებ. ადამიანი სიგარეტით არ დაბადებულა, მერე დავიმატეთ. მე არ მივიღე ეს დანამატი, არასდროს მომიწევია. ამის გარეშე გადავწყვიტე ცხოვრება. ამაში დამეხმარა სპორტი და პათეტიკურობა: სიგარეტი სპორტის მტერია. მინდოდა ამ კუთხით იდეალური ვყოფილიყავი. არც „პლანი“ მომიწევია, რა არის დასამალი. თუმცა, მე ალკოჰოლი უფრო დამაზიანებელი მგონია, ვიდრე მოსაწევი. იშვიათად ვსვამ და ძალიან  ცოტას, ისიც მეგობრების წრეში.
– როგორი ხარ ალკოჰოლის მიღებისას?
– მე ვეთანხმები იმას, რომ გააჩნია, რას სვამ. სპირტიანის დროს უფრო აღგზნებული ხარ, ღვინოს რომ იღებ – უფრო მშვიდი. თუ ძალიან ნასვამი ვარ, რაც იშვიათია, ძალიან მოსიყვარულე ვარ, ყველას ვებღლარძუნები, სიფზიხლეში ვერ გამოვხატავ ხოლმე რაღაცებს, სიმთვრალეში – კი. თეორიაში მაგარი ვარ, პრაქტიკაში – არა. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტს მიქმნის, „სამას სპარტელში“ რომ სცენაა: ცოლს ემშვიდობება, ბოლოს ამბობს: მიყვარხარ და ამ დროს ეწერება: გაიფიქრა. ვიცინოდი: გორელია-მეთქი.
– როცა გიყვარს, ხმამაღლა შეგიძლია ამის თქმა?
– ქუჩაში – არა, მაგრამ მას, ალბათ, ვეტყვი. ჩემთვის ნებისმიერ სიტყვას დიდი მნიშნვნელობა აქვს, სიტყვა არ უნდა გაცვითო, გააუფასურო. ამ სიტყვების უკან დიდი პასუხისმგებლობა დგას.
– მიყვარხარო, რომ თქვა, ბოლომდე უნდა იყო ამ გრძნობაში დარწმუნებული?
– აუცილებლად, თოფით არ უნდა ისროლო ეს სიტყვები აქეთ-იქით.

скачать dle 11.3