კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რას უტოვებდა მანქანაზე პოლიციელი „რობინ ჰუდი“ ქეთი გომართელს და სად მოუწია მას შიშველი სხეულის გამოჩენა

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, მომღერალმა  ქეთი გომართელმა, ცნობილ კლიპმეიკერთან, ნესტან სინჯიკაშვილთან ერთად, ახალი ვიდეორგოლი გადაიღო – ჯგუფ „სახის“ საკმაოდ პოპულარული ძველი სიმღერა, „როგორ მინდა, მოგეფერო“, შეარჩია და ახალი ინტერპრეტაციით, განსხვავებული ჟღერადობით, ქავერ-ვერსია სიმღერის ავტორთან, დათო ფორჩხიძესთან ერთად გააკეთა. კლიპში ქეთის სექსუალური იმიჯი აქვს, რომელზეც მისმა მეგობარმა, ჯორჯ ვან დე კამპმა იმუშავა. ფაქტია, კლიპი მომღერლისთვის საკმაოდ ეპატაჟური და სარისკო ექსპერიმეტია. მას პარტნიორობა თამამ, ეროტიკულ სცენებში, მოდელმა კახა მამულიამ გაუწია.
– ქეთი, საკმაოდ დიდი შემოქმედებითი პაუზა გქონდა, თუმცა, საზოგადოების წინაშე, ძალიან თამამი, ეპატაჟური და სექსუალური იმიჯით გამოჩნდი. არ შეგეშინდა ამ ექსპერიმენტის?
– ფაქტობრივად, 10 წელი არაფერი გამიკეთებია და სცენა ძალიან მენატრებოდა. ეს, გარკვეულწილად, იმითაც იყო განპირობებული, რომ წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში ვმუშაობდი და არც დრო მქონდა და არც სურვილი, სცენაზე გამოვჩენილიყავი. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ათი წელი არ ვჩანდი სცენაზე, სახელი და გვარი – ქეთი გომართელი, ყველას ახსოვდა. ვიზუალურად კი, ვეღარ მცნობდნენ, ძალიან შევიცვალე. ბევრმა რომ გაიგო, მე ვარ ის გოგონა – ვაიმე, ის ქეთი გომართელი შენ ხარო? – შეიცხადა, ვერ წარმოიდგინა, ასე თუ შევიცვლებოდი. მოკლედ, ახლა, ერთბაშად უნდა ავინაზღაურო ეს ხანგრძლივი პაუზა (იცინის). იდეა, ჯგუფ „სახის“ ცნობილი ჰიტი გაგვეცოცხლებინა, გაუჩნდა ჩემს მეგობარს, ნიკა ხაჩიძეს. 90-იანების ჰიტი თვითონ შემოგვთავაზა, შეუთანხმდა ყველას, კლიპის რეჟისორიც თავად შეარჩია. კლიპი, საკმაოდ ავანტიურისტულია. სიუჟეტური ხაზის ნაცვლად, დატვირთულია სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული ლუქებით, არტით, თამამი სცენებით, მე კი, 21-ე საუკუნის, ძალიან თავდაჯერებული, თამამი, სექსუალური და ძლიერი ქალის როლი მოვირგე.
– რეალურ ცხოვრებაში, არ ხარ თამამი, ძლიერი და თავდაჯერებული?
– რეალურ ცხოვრებაში, ცოტა თავდაჯერებული, უფრო მეტად ძლიერი და ნაკლებად თამამი გოგო ვარ (იცინის). შვიდთვიანი დავიბადე და დედა, მამა და ჩემი და – თამუნა ჩემზე არიან გადაფოფრილი და ზედმეტად მათამამებენ. ისეთი მოძრავი და ცელქი ვიყავი, ერთ ადგილზე ვერ მაჩერებდნენ. სახლიდან ვიპარებოდი, სახურავზე ავდიოდი და ბავშვებიც ამყავდა. ცემა-ტყეპით არ მსჯიდნენ, მეუბნებოდნენ: ამ საქციელის გამო სიცოცხლე მოგვაკლდა და შენთან დიდხანს ვეღარ ვიქნებითო. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მტკივნეულად აღსაქმელი და ყველაზე დიდი დასჯა (იცინის). თვეების რომ ვიყავი, იცით, სად მიპოვეს? მშენებარე სახლის ბოლო სართულზე, ფორთხვით ავსულვარ და იქ ვიჯექი (იცინის). სულ მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემნაირი აუტანელი შვილი რომ მყავდეს, არ ვიცი, რა მეშველება.
– პროფესიით ვინ ხარ?
– ბავშვობაში გამყიდველობა მომწონდა და 4 წლის ასაკში, კონცერტებს ვდგამდი და ბილეთებს ვყიდდი. სკოლაში რომ შემიყვანეს, მერე სხვა ბიზნესი მქონდა – სახატავ და გასაფერადებელ რვეულებს ვაკეთებდი და ოჯახის წევრების ჩუმად, სკოლაში 30 თეთრად ვყიდდი (იცინის). სულ მინდოდა, ჩემი ფული მქონოდა და ამ რვეულებს, სკოლის მაღაზიაში ვაბარებდი, დედაჩემმა რომ გაიგო, გაგიჟდა, გადაირია და მითხრა, შვილო, ჩემი მეგობარი რომ არის მსხვილი ორგანიზაციის თავმჯდომარე, იმას უნდა შენი რვეულების ყიდვა, მომეცი და ის იყიდის ყველასო. იცით, რა ვუპასუხე? ეს, ბავშვებისთვის ღირს 30 თეთრი, თორემ თუ ორგანიზაციის თავმჯდომარეა, 3 ლარზე ნაკლებად ვერ მივყიდი-მეთქი (იცინის). ასე რომ, ბიზნესის ნიჭი ბავშვობიდან მქონდა, თუმცა, პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ესეც ჩემი დის გავლენა იყო. 8 წელია, ჩვენ შორის განსხვავება და სულ ვამბობ, მე ორი დედა და ორი და მყავს-მეთქი, ანუ: ნამდვილი დედა და თამუნა, დედა და დაიკო თამუნა და დაიკო დედა (იცინის).
– როდესაც კლიპში გახდილი გნახეს და თამამი, ეროტიკული სცენები იხილეს მამაკაცთან, ოჯახის წევრებმა რა თქვეს? და ზოგადად, საზოგადოებამ როგორ მიიღო, ეს შენი სითამამე და სიშიშვლე?
– არავის უთქვამს, რომ კლიპი ეროტიკული უნდა ყოფილიყო, უბრალოდ, ვიზუალურმა ეფექტმა მოითხოვა ასე და ეროტიკაზე და გახდაზე არ გვიფიქრია. მუშაობის პროცესის დროს სპონტანურად მოხდა ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ კლიპის ზოგ კადრში, ფაქტობრივად, შიშველი ვარ, განათების დამსახურებით, არაფერი მიჩანს, მით უმეტეს, გამაღიზიანებლად. ვულგარულად ეროტიკული არ ვარ და ვფიქრობ, ლამაზი სხეულის გამოჩენაში არაფერი კრიმინალური არ არის. კლიპს ნეგატიური შეფასებები ჯერ არ მოჰყოლია, მაგრამ გააზრებული მაქვს, რომ ყველას არ მოვეწონები. თუმცა, კრიტიკას არ ველოდები საზოგადოებისგან. სითამამე, სიშიშველე მიუღებელი იქნება საზოგადოებისთვის, თუ ეს ვიღაცამ, ოდესმე არ გააკეთა, მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს ყველაფერი სწორად უნდა მიაწოდო მაყურებელს და ვფიქრობ, არავის უკვირს დღეს სიშიშვლე, თუ ხელოვანი ადამიანი ხარ და ეს, შენს შემოქმედებას სჭირდება.
– ქეთი, პირად ცხოვრებაში რა ხდება, საყვარელი მამაკაცი არ გყავს?
– მე სულ შეყვარებული ვარ, სულ ვიღაცაზე ვფიქრობ, თუმცა, ახლა – კონკრეტულად არავიზე. სიყვარული ნერვებს არ უნდა გიშლიდეს, პირიქით, გაწყნარებდეს და გამშვიდებდეს. დღეს ჩემ გვერდით არ არის ადამიანი, ვისზეც ვზრუნავ და ცხოვრებას ვუფერადებ. ზოგადად, როცა მიყვარს, თვალები მიბრჭყვინავს, ბედნიერი ვარ, ლაღი, თუმცა დედამიწას არ ვწყდები და არ დავფრინავ. მე უფრო, რეალისტი ადამიანი ვარ, რომანტიკისგან – შორს. მახსოვს, ერთი თაყვანისმცემელი მყავდა, სულ ჩემს სახლთან იდგა, თვეობით, დღე და ღამე და „ჩაციკლული“ იყო – ჩემი ცოლი უნდა გახდეო. იმდენად მთრგუნავდა, სახლიდან ვეღარ გამოვდიოდი. ზედმეტად ახლოს ვერ მოვუშვებ ადამიანს, ვინც არ მომწონს და არ მიყვარს. თავს არ ვიწუხებ, თორემ, შემაწუხებელი თაყვანისმცემელი ბევრი მყოლია. ერთი ახლაც არის და მიაჩნია, რომ მისი ბედი ვარ (იცინის). მახოვს, მანქანის საქარე მინაზე მხვდებოდა ყვავილები და წერილი, სადაც ეწერა – „შენი რობინ ჰუდი“. გავარკვიე და აღმოჩნდა, რომ პატრულის თანამშრომელი იყო.
– ზოგადად, ბედისწერის თუ გჯერა?
– ვფიქრობ, რომ ადამიანი თავის ბედს, თავად ქმნის. მეწერა და მოხდა, ასე არ ხდება. სულ ერთხელ მიყვარდა, მაგრამ ახლა მეგობრები ვართ და ადამიანურად ისევ მიყვარს. რასაკვირველია, სიყვარულში მეც მქონია დარტყმა, მაგარამ ამას არ გადავყოლივარ და დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. ვერ დავემხობი და ვერ დავიწყებ ცრემლების ფრქვევას. წაქცეული და უბედური არავის სჭირდები. ის, ვინც არ მიცნობს, აუტანელი, „დაყენებულ სახიანი სტერვა“ გოგოს იმიჯი მაქვს, მაგრამ, რომ გამიცნობენ, მერე ამბობენ, უი, რა საყვარელი ყოფილხარო (იცინის).
– შენზე ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა, რომ პოლიტიკოსები გაფინანსებდნენ, შოუ-ბიზნესის ბევრი ცნობილი წარმომადგენლის შეყვარებული თუ საყვარელი იყავი და ასე შემდეგ. ეს ჭორები შენზე არ მოქმედებდა?
– როცა ჭორს გავიგებდი სხვაზე, ვამბობდი, კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება-მეთქი, მაგრამ ჩემზე რომ გავიგე, მერე მივხვდი, თურმე ცეცხლის გარეშეც, გადასარევად ჩნდება (იცინის). ჩემზე ყველა ჭორი პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა. თითქოს, მინდოდა გათხოვება და ვერ გამოვიჭირე და ვერ „შევეტენე“ გიგა კვენეტაძეს, არადა, მეგობრები ვართ. მერე, ჩემზე და გიორგი ისაკაძეზე ჭორაობდნენ, მერე კობა ხაბაზმა მიყიდა მანქანა. ამ ჭორზე, მე და კობა ერთად ვიცინოდით. ისეთი არარეალური ზღაპრები მესმოდა ჩემზე, სანამ ჩემი თვალით არ დავინახავ და ჩემი ყურით არ გავიგებ, არაფერის და არავისი მჯერა.
– ბოლო ჭორი სულ რამდენიმე დღეა გავრცელდა – თითქოს, კლიპში რომ ბიჭია, მასთან გაქვს ინტიმური ურთიერთობა. ამაზე რას იტყვი?
– სიმპათიური მოდელი კახა მამულია გადასაღებ მოედანზე გავიცანი და ნეტავ როდის მოვასწარით ერთად ყოფნა? (იცინის). ალბათ, ისე კარგად ვთამაშობთ, დამაჯერებლად ჩანს და ეს კარგია.
скачать dle 11.3