№20 ბორის ბედიას ანეკდოტები
მაროსთან მივა მეზობელი ქალი და სთხოვს:
– შეიძლება, ამაღამ, ღამე თქვენთან გავათიო?
– რატომ? – გაუკვირდა მაროს.
– ჩემ ქმარ ვუთხარი, რომ ვღალატობდი და სახლიდან გამომაგდო.
– ქალო, შენ სულელი ყოფილხარ! აგერა, მე ჩემს მიხოს ვანოსთანაცა ვღალატობ, შაქროსთანაცა, მიტოსთანაცა, მაგრამ კი არ ვეუბნები.
ამ დროს მიხო გამოსძახებს:
– ჰო, მეტყვი და დედასაც მოგ...ვ!
***
ლექტორი ეკითხება სტუდენტებს:
– აბა, ბავშვებო, „ვაშრე ვაშრე, ვერ გავაშრე“, რა არის?
ყველამ ერთბაშად იყვირა:
– ჩვენი სისხლი! ჩვენი სისხლი!
***
ახალგაზრდა გოგო შედის კუზანოვთან და ეუბნება:
– გამარჯობა, ბატონო ივა, ხვალ ქორწილი მაქვს.
– მერე?
– დაჯექი და კერე!
***
გურული ამბობს:
– ძამა, ქალი საჭესთან იგივეა, რაც ვარსკვლავი ცაზე.
– ეგრე ბრჭყვინავს?
– ბრჭყვინავს კი არა, შენ მას ხედავ, ის კიდე – ვერა.
***
– კარენ, ხომ გითხარი დაჭრილი პური ამოიტანე მაღაზიიდან-მეთქი?
– რატომ?
– რატომ და რომ ვჭრით, ნაფხვენებს ვკარგამთ ვა....
***
მიხო უყურებს მაროს, თბილისელი „სვეცკი“ რძლის თეთრეულს როგორ ფენს და გაოცებული ჰკითხავს:
– მაროვ, ე მაგასა რა ქვია?
– „ტანგა“, მიხოვ.
– ვა, ქალის საცვალსა თუ „ტანგა“ ქვია, მა კაცისას რაღა ქვია, „ვახტანგა“?
***
სვანმა დაიჭირა ოქროს თევზი და სურვილი უთხრა:
– ორი „ნივა“ მინდა.
– ორი ნივა რად გინდა?
– გავყიდი და ერთი კარგი მანქანა მომივა.
***
– რეზო, მიკვირს პირდაპირ, ზღვასთან რა ახლოს ცხოვრობ და ცურვა როგორ არ იცი?
– ოჰ, რა გიკვირს ნეტავ? შენ თუ აეროპორტთან ცხოვრობ, რა, დაფრინავ?
***
სიდედრი სამზარეულოში კატლეტებს წვავს. დაადგა სიძე თავზე:
– ცოტა ცხიმი დაამატე, არ მიიწვას... გადაბრუნების დროა... ჩქარა, კაცო, არ დაიწვას! ზედმეტად მარილიანი ხომ არ არის? წიწაკა ზომაზე აქვს? თეფში ახლოს მიიტანე, გადმოღებისას ცხიმი არ გადმოისხას...
სიდედრი გაკვირვებული უყურებს და ბოლოს, ჰკითხავს:
– კი მაგრამ, არასდროს შემოსულხარ სამზარეულოში და ახლა რა დაგემართა, რა გჭირს?
– იმედია, ახლა ხვდები რა დღეში ვარ, საჭესთან რომ ვზივარ და გვერდით შენ მიზიხარ!
***
ტელეფონი რეკავს:
– ალო, მეზობელო, ბოდიში, გვიან რომ გაწუხებ, ცოლს ვეძებ და შემთხვევით, შენთან ხომ არ შემოუვლია?
– დაიცა ვკითხავ: ლამარა, შენ ჩემთან შემთხვევით შემოხვედი თუ გამიზნულად?
***
– როგორ ხარ?
– ეჰ, მგონი, დავბერდი.
– რაზე ამჩნევ?
– რაზე და, არ მინდა თქმა, რომ დავბერდი, მარა, ყველა ხმას, რომელსაც ადრე სექსის დროს გამოვცემდი, ახლა დივნიდან წამოდგომისას გამოვცემ.
***
პუტკუნა ქალი მიადგა ექიმს:
– ექიმო, ძალიან მოვიმატე წონაში და რომელი ვარჯიშია ყველაზე ეფექტური დასაკლებად?
– თავი უნდა გააქნიოთ მარჯვნიდან მარცხნივ, შემდეგ კი – მარცხნიდან მარჯვნივ.
– რამდენჯერ და როდის?
– როცა საჭმელს შემოგთავაზებენ!