№20 ეს საინტერესოა
* მშრომელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთმა კომისიამ ნორვეგიაში შეისწავლა მუშათა და მოსამსახურეთა დღის რეჟიმი და ფირმათა ხელმძღვანელებს რეკომენდაცია მისცა, რომ არამწეველი თანამშრომლებისთვის შვებულების ვადა 12 დღით გაეზარდათ, რადგან ისინი მწეველებთან შედარებით წელიწადში ზუსტად ამდენი ხნით მეტს მუშაობენ.
* ჰიმლერი ჰიტლერთან დაახლოვებული პირი იყო, მას კაიზერ ჰენრიხს, შავ ჰერცოგს, მეფე არტურსაც კი უწოდებდნენ. მან ფიურერს წარუდგინა გერმანიაში ქრისტიანობის აღმოფხვრისა და ცეცხლთაყვანისმცემლობის აღორძინების გეგმა. ვერ იტანდა ნადირობას. ამბობდა, რომ არ შემიძლია ცხოველების ტანჯვას ვუყუროო. თუმცა ამავე დროს მილიონობით ადამიანს ანადგურებდა.
* ინგლისელი მწერალი ენტონ ტროლოპი ავსტრალიაში მიტოვებულ ყოფილ ოქროს საბადოებზე წერდა: „ალბათ, ასეთი იქნება დედამიწა საშინელი განკითხვის შემდეგ, როდესაც მკვდრები დატოვებენ საფლავებს“. ანალოგიურად გამოიყურება ასეთი წარმოშობის ადგილები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აფრიკაში.