№20 ბრძნული აზრები
შანელი: მე მიყვარს, როდესაც მოდა ქუჩაში გადის, მაგრამ არ შემიძლია, შევეგუო, როდესაც ქუჩიდან შემოდის.
უაილდი: ეგოიზმი ის კი არ არის, როგორც თქვენ გინდათ, ისე იცხოვროთ, არამედ სხვებმა რომ იცხოვრონ და იაზროვნონ ისე, როგორც თქვენ გინდათ.
მალკომ იქსი: ხშირად, როცა ადამიანები მოწყენილები არიან, არაფერს აკეთებენ, უბრალოდ, საკუთარ მდგომარეობას დასტირიან. მაგრამ როცა ბრაზდებიან, არც მაშინ იწყებენ ცვლილებებს.
ფრენკ ზაპა: ნორმიდან გადახრის გარეშე, პროგრესი შეუძლებელია.
კორნელი: საკუთარი უდანაშაულობის შეგრძნება ბადებს სისასტიკეს.
კლიუჩევსკი: განათლების უმთავრესი დანიშნულება მოქმედებაა და არა ცოდნა.
ტვენი: პესიმისტი არის ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს ხმაურზე, როცა კარზე ბედნიერება უკაკუნებს.
ლარნი: სიცილის მიზეზი მეტყველებს ადამიანის განვითარების დონეზე.
მონტენი: ცხოვრება კომედიაა მათთვის, ვინც ფიქრობს, ხოლო ტრაგედია – ვინც გრძნობს.
ჩესტერფილდი: მეგობრების წრე გაიზარდა, მაგრამ მეგობარი არ მყავს.
ვონეგუტი: არასწორი ნაბიჯის შემდეგ უკან გადადგმული ნაბიჯი სწორ გზაზე გადადგმული ნაბიჯია.
ჯონ კიტსი: სამყაროში არაფერია სტაბილური. ქაოსი ჩვენი ერთადერთი მუსიკაა.
ვოლტერი: გამოცდილება ხშირად იმ სავარცხელს ჰგავს, რომელსაც გამელოტების შემდეგ ვიყენებთ.
რუსო: მეგობარი ის არის, ვინც მშვიდად შეხვდება თქვენს წარმატებას.
ჯეფერსონი: არანაირი სასჯელი არ არის იმაზე მძიმე, როცა ადამიანი თვითონ გრძნობს და ინანიებს დანაშაულს.
კლინგერი: არასრულია ბედნიერება, რომელიც სხვის ბედნიერებაზეა დამოკიდებული.
ეზოპე: არც ისე უბედურია ადამიანი, თუ თავის უბედურებას ვერ გრძნობს.
კამიუ: ერთი თავით ასი ხელი შეიძლება მართო. ხოლო ასი თავით ერთი ხელის მართვა შეუძლებელია.
მოპასანი: ნამდვილი სიყვარული ის კი არ არის, დიდი ხნის განშორებას რომ უძლებს, არამედ ის, რომელიც დიდი ხნით ერთად ყოფნას უძლებს.
როულენდი: ქალისთვის საკმარისია ერთი მამაკაცი, ყველა მამაკაცს რომ გაუგოს. კაცი შეიძლება, უამრავ ქალს იცნობდეს, მაგრამ ერთსაც ვერ გაუგოს.