კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რას ელოდებით რჩეულისგან

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

გაინტერესებთ, როგორი ხასიათი აქვს თქვენს რჩეულს? მაშინ, ჯერ გაიხსენეთ, რა დამოკიდებულება აქვს თავის ტელეფონთან, შემდეგ კი, უპასუხეთ შეკითხვებს. შეიძლება, შედეგმა გაგაოცოთ კიდეც.
1. ტელეფონის რომელ ფუნქციას იყენებს ყველაზე ხშირად?

ა) კალკულატორს და მაღვიძარას;
ბ) შეხსენების ფუნქციას;
გ) ნავიგაციას – ფიტნეს-ცენტრების მისამართებისთვის.
2. რამდენად ხშირად არის „ჩაძირული“ მობილურის ინტერნეტში?
ა) იშვიათად. ძირითადად, როცა მე სალონში მელოდება, ის კი მოწყენილია;
ბ) თუ რაღაც ინფორმაციას ეძებს და აინტერესებს;
გ) სულ „ჩაძირული“ არ არის? მომენტს არ უშვებს.
3. როცა თეატრში ან კინოში ხართ, ის მობილურ ტელეფონს გამორთავს ხოლმე?
ა) რა თქმა უნდა;
ბ) არა. ფრენის რეჟიმს ურთავს;
გ) არ რთავს. მხოლოდ ხმას უწევს და ხელს არ უშვებს.
4. როცა რომანტიკული შეხვედრა გაქვთ, თქვენი პარტნიორის მობილური არის:
ა) მის ხელჩანთაში (ზურგჩანთაში);
ბ) ჯიბეში;
გ) ხელში უჭირავს.
5. ქვემოთ ჩამოთვლილი აქსესუარებიდან რომელი აქვს მას?
ა) „ბრელოკი“ გასაღებებისთვის;
ბ) სელფის ჯოხი;
გ) უამრავი სხვადასხვა დანიშნულების აქსესუარი.
6. თქვენს პარტნიორს მობილური დაუვარდა და გატყდა. რა მოხდება?
ა) გატეხილითაც ეცდება „იჩათაოს“;
ბ) უფრო ახალ მოდელს იყიდის იმ დღესვე;
გ) გაიქცევა სერვის-ცენტრში.
7. როცა აბაზანაში შედის ან ოთახიდან ცოტა ხნით გადის:
ა) ტელეფონს, სადაც მოუხერხდება, ტოვებს;
ბ) ტელეფონი ყველგან თან მიაქვს;
გ) არასდროს არსად ტოვებს.
8. ბევრი თამაში აქვს  ტელეფონში?
ა) საერთოდ არ თამაშობს ტელეფონით;
ბ) 1-2 თამაში აქვს;
გ) იმდენი თამაში აქვს, ვერ ვითვლი.
9. ძილის წინ თქვენი რჩეული ტელეფონს ტოვებს:
ა) ისე, რომ სულ ხედავდეს და ხმა ესმოდეს;
ბ) საწოლთან ახლოს;
გ) ბალიშის ქვეშ.
10. სახლში მისი მობილური, ჩვეულებრივ, დევს:
ა) სადაც მოუხერხდება: ხან – სად, ხან – სად;
ბ) ისეთ ადგილებში, სადაც ადვილად იპოვის;
გ) კონკრეტულად ერთ ადგილას.

ნახეთ შედეგები:
„ა“ ვარიანტზე მეტჯერ შეაჩერეთ არჩევანი? – კონსერვატორია. არ უყვარს თავის საქმეებზე ხმამაღლა ლაპარაკი. ყურს იქით უშვებს თქვენს პრეტენზიებს. ენდობა მხოლოდ თავის ინტუიციას და გამოცდილებას.
„ბ“ ვარიანტია თქვენი არჩევანი? – შეუძლია კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებიც მართლა სჭირდება. კონფლიქტურ სიტუაციებში კომპრომისზე წასვლა არ უჭირს. მასთან იყავით ის, რაც ხართ, ყოველგვარი ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე.
„გ“ თუ აირჩიეთ – ეშინია, რომ რაღაც ძალიან სერიოზული შეეშლება. გაუბედავია და სხვის აზრზე დამოკიდებული. გაითვალისწინეთ, თუ მასთან აპირებთ დარჩენილი ცხოვრების გატარებას, გადაწყვეტილებების მიღება მუდმივად თქვენ მოგიწევთ.

скачать dle 11.3