კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: ტუჩისა და ცხვირის გარშემო კანი, სახის კანთან შედარებით, მოწითალო მაქვს. ყოველდღიურად ვიყენებ ტონალურს. სახისთვის ერთი ფერის მისაცემად ბაზისი მირჩიეს. რამდენად მისაღებია ის და როგორ შევარჩიო?
პასუხი:
ბაზისი გამოიყენება დამატენიანებლის შემდეგ, ტონალური კრემის წასმამდე. ის გვეხმარება გლუვი ზედაპირის შექმნაში, რაც აადვილებს ტონალურის სწორად და ეკონომიურად გადანაწილებას. მწვანე საფუძვლის მქონე ბაზისი აქრობს სიწითლეს სახეზე, ხოლო ბაზისი, ლავანდის საფუძვლით, მკრთალ კანს გაახალისებს. გამჭვირვალე სილიკონის ბაზისი, უბრალოდ, ძალიან ადვილად ანაწილებს ტონალურს. ასევე, არსებობს თვალის ბაზისი, რომელიც გამოიყენება ჩრდილების გამოსაკვეთად და მათი მთელი დღით შესანარჩუნებლად. წაისვით ბაზისი მთელ სახეზე და დაელოდეთ 1-2 წუთს, შემდეგ კი გადაისვით ტონალური.
კითხვა: სახისთვის რომელი კორექტორია კარგი – თხევადი, სტიკი თუ კრემოვანი? და, ზოგადად, რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ის?
პასუხი:
კორექტორი გამოიყენება მუქი წრეების, ასაკობრივი ლაქების, დიდი ფორებისა და სხვა მცირე ნაკლოვანებების დასაფარად. კორექტორი ჰგავს ტონალურს, თუმცა უფრო სქელი ტექსტურისაა და სხვადასხვა პიგმენტის დასამალად გამოიყენება. ისევე როგორც ტონალური, კორექტორიც რამდენიმე სახისაა: თხევადი, კრემოვანი და სტიკი. კორექტორი ტონალურამდე უნდა წაისვათ. თხევადი მისაღებია როგორც ნორმალური, ისე კომბინირებული, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვის; ადვილად ნაწილდება და კარგია სხვადასხვა სიწითლის დასაფარად. გლუვი დაფარვის მქონე კორექტორი უფრო დიდხანს ძლებს ვიდრე ჩვეულებრივი. სტიკი გამოიყენება ნორმალურ, მშრალ და მგრძნობიარე კანზე. მისი სქელი, კრემოვანი ტექსტურა საშუალებას იძლევა, კარგად დაფაროს პრობლემური ადგილები, განსაკუთრებით კი – თვალქვეშა წრეები და ადგილები ცხვირისა და ტუჩის გარშემო. კრემოვანი მისაღებია ნორმალური, კომბინირებული, სენსიტიური ან მშრალი ტიპის კანისთვის. ის იდეალურია, თვალქვეშა წრეებისა და სხვადასხვა ლაქის დასაფარად.
მოამზადა
скачать dle 11.3