კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ მოვუაროთ ტუჩებს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ტუჩებმა, დროთა განმავლობაში, შეიძლება, დაკარგოს ბუნებრივი ფერი. ამის მიზეზია ასაკის მატება, სიგარეტი, ვადაგასული საცხი, არასწორი კვება, მზის სხივების ზეგავლენა და ასე შემდეგ. თქვენი ტუჩებისთვის ნატურალური მოვარდისფრო-მოწითალო შეფერილობის დაბრუნებაში მარტივი პროცედურები დაგეხმარებათ.
მოამზადეთ ტუჩის სკრაბი: თითო-თითო ჩაის კოვზი წყალი, შაქარი  და თაფლი აურიეთ. შეიზილეთ ტუჩებზე მსუბუქი, მასაჟისმაგვარი მოძრაობებით კვირაში რამდენჯერმე, ოღონდ ყოველ ჯერზე ახალი უნდა მოამზადოთ.
თუ  ტუჩის კანი გექერცლებათ, წაისვით ცხიმიანი კრემი ან, უბრალოდ, თაფლი  შეიზილეთ. კარგია კარაქის წასმაც, რადგან ის შესანიშნავად არბილებს და უზრუნველყოფს კანის ბზინვარებას და სასიამოვნო ფერსაც აძლევს.
ტუჩების დარბილება: აფთიაქში ნაყიდ 1 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს, დაუმატეთ  1 ჭიქა ადუღებული წყალი.  წამოადუღეთ, გააგრილეთ, დაასველეთ ბამბის ტამპონი და დაიმასაჟეთ ტუჩები ყოველ საღამოს, ძილის წინ.
ტუჩის დატენიანება: ნუშის ზეთი წაისვით ტუჩებზე და ხელით კარგად დაიმასაჟეთ. მას აქვს დამატენიანებელი ზემოქმედება, დაგეხმარებათ კანის სიმშრალისა და აქერცვლის მკურნალობაში.
ნახევარი ლიმონის წვენი, თითო-თითო სადილის კოვზი თაფლი და იოგურტი კარგად აურიეთ. დამზადებული ნიღაბი წაისვით ტუჩებზე და გაიჩერეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გადაისვით ვაზელინი.
გამოიყენეთ, მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია.  კარგია ტუჩის  ისეთი პომადები და საცხები, რომლებიც შეიცავენ მცენარეულ ზეთებს, A და E ვიტამინებს. ასევე, დააკვირდით ტუჩის ფერს, რადგან ის ბევრ რამეზე მიგანიშნებთ:
* როცა ტუჩი მშრალია და უხეში, ორგანიზმს სითხე აკლია. ამიტომ, უნდა სვათ მეტი წყალი.
* ფერმკრთალი ტუჩები ანემიის ნიშანია. მიიღეთ ვიტამინები და ბევრი ხილ-ბოსტნეული;
* მოყავისფრო-მოყვითალო ტუჩის ფერის მიზეზი ნიკოტინია.  ხოლო, ტუჩებზე ყვითელი ლაქები, ჰეპატიტის ნიშანია.
* ტუჩზე ყავისფერი ლაქები, კუჭის ცუდად მუშაობაზე მიუთითებს. ლურჯი შეფერილობის ტუჩები კი, გულის დაავადების ნიშანია – თქვენს გულს ჟანგბადი აკლია;
* თუ ტუჩებზე ჩნდება პატარ-პატარა ანთებითი კერები, ესე იგი, ორგანიზმში დარღვეულია საკვების გადამუშავების ციკლი.
* თუ ტუჩი გიმუქდებათ, გისკდებათ, გიჭრელდებათ და წყლულები ჩნდება – ეს ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის დაავადების ნიშანია.
* დახეთქილი ტუჩების მიზეზია, სიცივეში მათი ნერწყვით დასველება, ხოლო სიცხეში – მზეზე დიდხანს გაჩერება. გამოიყენეთ, ჰიგიენური პომადა.
* ტუჩის კუთხეში გაჩენილი წყლულები მიგანიშნებთ, რომ თქვენს ორგანიზმს B ვიტამინი აკლია.
* ჰერპესი გამოწვეულია იმუნიტეტის დაქვეითებით, დაღლილობით, სტრესებით.
* თუ ტუჩები გექერცლებათ და გეწვით, შესაძლოა საცხის ალერგია გაქვთ და აუცილებლად გამოცვალეთ.
* თუ ტუჩები გიწითლდებათ და გამომშრალი გაქვთ, ეს მაღალი წნევის ბრალია.
* თუ ტუჩები ხშირად გითრთით, გულს უნდა მიხედოთ.скачать dle 11.3