კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 პომიდორი – სიმსივნისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ამ პროდუქტის შემადგენლობა მდიდარია ძალიან მრავალფეროვანი და სასარგებლო ნივთიერებებით. მასში შედის ვიტამინები: B1, B2, B6, B9, A, K, E, დიდი ოდენობით – C ვიტამინი, მინერალური მარილები: რკინა, ორგანიზმისთვის აუცილებელი იოდი, მაგნიუმი, მარგანეცი, თუთია და სხვა. პომიდორში არის, ასევე, ფრუქტოზა და გლუკოზა, თუმცა, მცირე ოდენობით. ლიმონის, ღვინის, ვაშლის ორგანული მჟავები და სხვადასხვა მინერალები პომიდორს მეტად სასარგებლო საკვებ პროდუქტად აქცევს. პომიდვრის წითელი ფერი მასში შემავალი ანტიოქსიდანტის – ლიკოპენის დამსახურებაა. ლიკოპენი მეტად მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა: პროსტატის, სწორი ნაწლავის, მკერდისა და ყელის ავთვისებიანი სიმსივნე; ამ ძლიერ ანტიოქსიდანტს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ასევე, აბრკოლებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებას. ლიკოპენს საუკეთესო შედეგი აქვს მცენარეულ ზეთთან ტანდემში, რადგან ცხიმის დახმარებით ორგანიზმი ამ ანტიოქსიდანტს უფრო კარგად ითვისებს. გარდა ამისა, პომიდორს  აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რადგან შეიცავს ფიტონციდებს. პომიდვრის წვენის ხშირი გამოყენება ამცირებს თრომბოზის, ნაწლავის გაუვალობას, ვარიკოზის რისკს.
პომიდორი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს. B ჯგუფის ვიტამინების წყალობით, პომიდორი აუმჯობესებს სახის კანის ფერს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და საერთოდ, გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე. პომიდორში შემავალი პექტინი ორგანიზმიდან წიდისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს. საგრძნობლად ამაღლებს გუნება-განწყობას მასში შემავალი სეროტონინი, ის საუკეთესო ნატურალური ანტიდეპრესანტია.
ონკოლოგიური დაავადებების დროს: 100 მილილიტრ პომიდვრის წვენს უნდა დავუმატოთ 100 მილილიტრი ჭარხლის წვენი და ცოტა ლიმონის წვენიც. 50 მილილიტრ პომიდვრის წვენს დავუმატოთ 100 მილილიტრი ჭარხლის წვენი და 50 მილილიტრი ცოცხალი ნიახურის წვენი. მათი მიღება შეიძლება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მეოთხედი ჩაის ჭიქა – დღეში ერთხელ. ის ასევე გვეხმარება მხედველობის შენარჩუნებაში. ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების დროს ხმარობენ, როგორც ბაქტერიოციდულ საშუალებას.
ნუ გაგიტაცებთ პომიდორი და მისი წვენი, თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ. პომიდვრის წვენი მხოლოდ ჭამის შემდეგ დალიეთ, არავითარ შემთხვევაში
არ მიიღოთ ის ცარიელ კუჭზე. გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის დაავადებებისა და ჰიპერტონიის დროს ერიდეთ კონსერვირებული პომიდვრის მირთმევას.

წაბლის უნიკალური თვისებები

წაბლი უნიკალური მცენარეა. მისი ყველა ნაწილი – ფოთოლი, ყვავილი, ქერქი ტოტები, ნაყოფი – მდიდარია სასარგებლო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი ნაყენი და ნახარში, ასევე სპირტიანი ნაყენი.
წაბლის ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს გლიკოზიდებს, პექტინებს, ფლავონოიდებს, ზეთებს, სათრიმლავ ნივთიერებებს და K ვიტამინს. ფოთლების ნაყენი და ნახარში ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება შინაგანი სისხლდენების დროს, როგორც სისხლის შემაჩერებელი საშუალება.
წაბლი დიდხანს არ ინახება, მალფუჭებადია. გამომშრალი ნაყოფის ნახარში, ისევე, როგორც ფოთლების ნაყენი, რეკომენდებულია ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ.
წაბლი განსაკუთრებით სასარგებლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერების, მწვავე და ქრონიკული თრომბოფლებიტის, წვივის ტროფიკული წყლულისა და პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს (ქვემო კიდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, არტერიიტი, წვრილი სისხლძარღვების თრომბოემბოლია). ხალხურ მედიცინაში ახალი წაბლი ქრონიკული ფაღარათისა და მალარიის სამკურნალო საშუალებაა.
გამწვავებული ქრონიკული დაავადებებისას ერთი მწიკვი ძალიან წვრილად დაჭრილი ფოთლებისა და ქერქის ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა ცივი, ანადუღარი წყალი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ, დალიეთ 2-3 სადილის კოვზი 5-6-ჯერ დღეში საკვების მიღების შუალედებში. ნაყენი კარგი საშუალებაა ხველების დროს, განსაკუთრებით მწეველთათვის.
ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ცხენისწაბლას ნაყოფის ან ყვავილის ნახარშის აბაზანას იყენებენ. ნახარში შემდეგნაირად მზადდება: 50 გრამი ხმელი, დაქუცმაცებული ნედლეული ერთ ლიტრ წყალში ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ, ოდნავ გააგრილეთ და გაიკეთეთ ფეხების აბაზანა.

ძირტკბილა იმუნიტეტს აგიმაღლებთ


ძირტკბილას ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ, ესენია: ხველება, გაციება, ყივანახველა, ბრონქული ასთმა, პნევმონია, კუჭნაწლავის დაავადებები. ძირტკბილას, მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით, რომლებიც აგებულებით სტეროიდულ ჰორმონებს ჰგავს, იყენებენ, როგორც ძლიერ საშუალებას სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს.  ძირტკბილა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.  ძირტკბილა გამოიყენება შეკრულობისას, რადგან გამოირჩევა მსუბუქი გამხსნელი ეფექტით; არის შარდმდენი საშუალება. ის გამოიყენება სიმსივნეების პროფილაქტიკისა და მისი განვითარების შეჩერებისთვის. ძირტკბილა ადამიანის ორგანიზმში ახდენს ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას, ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და ანტიალერგიული მოქმედება. ძირტკბილას აქვს უნარი, შეახორცოს დაჩირქებული ჭრილობები. სახალხო მკურნალები ამ მცენარის გამოყენებას ურჩევენ ადამიანებს, რომლებსაც ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი ან ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
იმუნიტეტის ამაღლებისთვის:
1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 8 საათი. შემდეგ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ, ჭამის შემდეგ. კურსი ჩაიტარეთ 3-4 კვირის განმავლობაში.
ალერგიული დერმატიტის, ეგზემის დროს:
დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით მდუღარე წყალი, თანაფარდობა – 1:10. გააჩერთ თერმოსში მთელი ღამე. დილით გადაწურეთ. კარგად დაასველეთ მასში ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე 1 საათით, დღეში 1–3–ჯერ. შეგიძლიათ, მიიმაგროთ დოლბანდით.
პროსტატის ადენომისთვის:
1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 2-3 ჭიქა ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, დღეში სამჯერ.
სამკურნალო ნაყენები და ნახარშები:
* აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ძირტკბილას დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ ბრონქიტის, ცისტიტისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
* აიღეთ  4 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ძირტკბილას ფესვი, 4 სადილის კოვზი ჭადრის ფოთოლი, 3 სადილის კოვზი ია (ღერო), 3 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი, 2 სადილის კოვზი ალოეს ფესვი. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, 2 საათი დააყენეთ. სვით მცირე ულუფობით მთელი დღის განმავლობაში ქრონიკული ტონზილიტის დროს.
* 15 გრამ დაქუცმაცებულ ძირტკბილას ფესვს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ადუღეთ 15 წუთი, შეფუთეთ, დადგით ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ შეკრულობის დროს, როგორც სუსტი საფაღარათო საშუალება, თითო სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ. ამ ნახარშს აქვს ამოსახველებელი ეფექტიც.
* აიღეთ 20 გრამი ძირტკბილას ფესვი და 5 გრამი კამის თესლი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე და რამდენიმე საათით დააყენეთ. მიიღეთ როგორც საფაღარათო საშუალება, ნახევარი ჭიქა ყოველი ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
 * 10 გრამ დაქუცმაცებულ ძირტკბილას ფესვსა და 6 გრამ ფორთოხლის ქერქს დაასხით 100 მილილიტრი წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე წყალი არ განახევრდება. დაამატეთ 60 გრამი თაფლი. ეს ულუფა მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში სამ ჯერად. კარგია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.

მუშმალა კუჭ-ნაწლავისა და გულის ჯანმრთელობისთვის

მუშმალა გასაოცარი ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა. მცენარის ნაყოფში შედის შაქარი, ხილის მჟავები, C, PP, P ვიტამინები, პროვიტამინი A,
პექტინები, ფიტონციდები, არომატული და მთრიმლავი ნივთიერებები. მედიცინა იაპონურ ზღმარტლს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად, გასამყარებლად და კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებს. ფიტონციდების მაღალი შემცველობის წყალობით, მცენარე სასუნთქი გზების ანთებების ჩასაქრობადაც აქტიურად გამოიყენება. მუშმალას ოდნავ უმწიფარ ნაყოფს კუჭის შემკვრელი თვისებები გააჩნია, კარგად დამწიფებული ნაყოფის რბილობს კი პირიქით, გამხსნელი მოქმედება აქვს. C ვიტამინისა და A პროვიტამინის (უძლიერესი ანტიოქსიდანტის) შემცველობის წყალობით, მუშმალას ნაყოფი უაღრესად დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, აწესრიგებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ქსოვილების აღდგენასა და სისხლის შედედების პროცესს. აგრეთვე, მუშმალა მთელ ორგანიზმზე მატონიზებელ მოქმედებას ახდენს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ნაადრევ დაბერებას, ხელს უშლის ონკოლოგიური წარმონაქმნების გაჩენას, ინფარქტებსა და ინსულტებს. პარალელურად, ის ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან წმენდს. მუშმალა შეუცვლელია თირკმლის კოლიკების დროს, ის შესანიშნავად უმკლავდება შარდკენჭოვან დაავადებებსაც. იაპონური ზღმარტლის ნაყოფის თაფლთან არეული რბილობი აუმჯობესებს სუნთქვას, ფილტვებს ლორწოსგან ასუფთავებს, გვათავისუფლებს ქოშინის, გულის არეში ტკივილებისა და ხანგრძლივი ხველებისგან. ფასდაუდებელი შემადგენლობა  ფოთლებსაც. მათ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მუშმალას ფოთლებისგან დამზადებული ნაყენები და ნახარშები დიარეას, ასთმას, ბრონქიტებსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებებს კურნავს. აქვეითებს მავნე ქოლესტერინის დონეს, ორგანიზმიდან მძიმე მეტალების მარილებს, რადიონუკლიდებს, შხამებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს გამოდევნის. მუშმალას ხანგრძლივი მიღება ორგანიზმს დიდ სამსახურს უწევს: აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აჯანსაღებს ღვიძლს, ანთებისგან ათავისუფლებს კუჭქვეშა ჯირკვალს, დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.
უმწიფარი ნაყოფის სახით იაპონური ზღმარტლი უკუნაჩვენებია წყლულოვანი დაავადებების, ასევე, მომატებული მჟავიანობის, გასტრიტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს. დიდი ყურადღებით უნდა ჩავრთოთ ბავშვების რაციონშიც; ბავშვებს ხილი დღეში მხოლოდ ერთი ცალი უნდა მივცეთ, რათა გამოვრიცხოთ ალერგიული რეაქციები.скачать dle 11.3