კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რამდენი ასეულ ათასი ლარი აიღო მაღალანაზღაურებადმა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილეობის ხუთ წელში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე 1964 წელსაა დაბადებული ფოთში.  თავდაპირველად, 1986-1989 წლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალმცოდნეობის განხრით, შემდეგ კი – 3 წლის განმავლობაში – სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიულ განყოფილებაზე (1991წლამდე). 1994 წელს ესექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სამაგისტრო ერთწლიან პროგრამაზე ჩაირიცხა და სამართლის მაგისტრის ხარისხიც მიენიჭა. 2003-2004 წლებში ჰარვარდის სამართლის სკოლის მაგისტრატურაშიც ისწავლა, 2011 წლიდან კი ფორდამის სამართლის სკოლის დოქტორანტია (სავარუდოდ, უკვე დაასრულა სწავლა).
მისი შრომითი ბიოგრაფია 1991 წელს დაწყებულა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც 2005 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: მათ შორის იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველიც და საგანგებო დავალებათა ელჩიც. ამის პარალელურად,1999-2003 წლებში გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლადაც მუშაობდა. 2005 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. მისი ოფიციალური ბიოგრაფია გვამცნობს, რომ 2007 წლიდან ნიუ-იორკში საქმიანობდა აკადემიურ სფეროში (2013 წლამდე). 2013 წლიდან სტაბილურად უჭირავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი.
გოჩა ლორთქიფანიძის მიერ შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსმა. იმხანად მისი საკუთრება იყო 20 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე. რაც შეეხება შემოსავლებს: 1998 წლის განმავლობაში გოჩა ლოთქიფანიძემ, როგორც გაეროს სამმართველოს უფროსმა, 1 586 ლარი აიღო, ხოლო, როგორც ლექტორმა – 2 400 ლარი.
მისი ბოლო შევსებული დეკლარცია 2018 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა 1973 წელს დაბადებული მეუღლე ნინო ბერაია და ორი შვილი: 2000 წელს თბილისში დაბადებული ილია და 2004 წელს ბოსტონში დაბადებული თეკლა.
გოჩა ლორთქიფანიძის საკუთრებაა ფოთში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე კომერციული ფართის (40 კვ. მ.) ნახევარი, სენაკის რაიონში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (1 201 კვ. მ.) და 2014 წელს 125 000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე (150 კვ. მ.). ნინო ბერაიასი კი – სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ხობის რაიონში (2 401 კვ. მ.) და გრიგოლეთში მდებარე მიწის ნაკვეთის (300 კვ. მ.) მესამედი.
2017 წლის განმავლობაში გოჩა ლორთქიფანიძემ, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, 86 080 ლარი აიღო, როგორც კავკასიის სამართლის სკოლის მიწვეულმა ლექტორმა – 1 810, ხოლო, როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორმა – 3 543 ლარი.
რაც შეეხება სხვა წლებს: 2016 წლის განმავლობაში გოჩა ლორთქიფანიძემ, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, აიღო 86 080 ლარი, 2015-ში – 87 330 ლარი, 2014-ში – 93 440 ლარი, 2013-ში – 86 800, ხოლო 2012 წელს, არასრულ ორიოდ თვეში – 15 149 ლარი.
2014 წელს მან 130 000 ლარის ოდენობის სასყიდლიანი ათწლიანი კრედიტი აიღო, რომლის მომსახურებაც 2017-ში 22 055 ლარი დაუჯდა, შვილის სწავლაში კი, 3 000 ლარი გადაიხადა.

скачать dle 11.3