კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 VERSACE Pour Femme DYLAN BLUE – ძლიერი მამაკაცის თავბრუდამხვევი მეორე ნახევარი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებიდან, დიდი ხანი გავიდა, მისი სახელი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად მოდის სამყაროში.  უსაზღვრო ფანტაზიის, შეუდარებელი შარმისა და ფორტუნას დამსახურება იყო, რომ უბრალო იტალიელი მკერავი, გასული საუკუნის მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი გახდა. ვერსაჩეს თავის შემოქმედებაში ექსპერიმენტების არასდროს ეშინოდა და ამიტომაც, ოთხმოციან წლებში ის მსოფლიო მოდის ლიდერი გახდა. სწორედ ფანტაზია, სამხრეთული ტემპერამენტი, განუმეორებელი შარმი და ღიმილი – ეს ის ფაქტორებია, რამაც ჯანი ვერსაჩე ლეგენდად აქცია.
VERSACE იტალიური ბრენდია. მას აქვს როგორც ქალის, ისე მამაკაცის სუნამოების დიდი არჩევანი და საკმაოდ ბევრი მომხმარებელიც ჰყავს. ის ლიდერია პარფიუმერული   კომპანია „ისი პარის“ გაყიდვებში და მოთხოვნა მის სიახლეებზე სულ უფრო იზრდება. ეს ის ბრენდია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე „ლუქსი“ და მოდურია.
პარფიუმერულმა კომპანიამ „ისი-პარიმ“ ქართველ მომხმარებელს სწორედ ამ ცნობილი იტალიური ბრენდის ახალი სუნამო, სახელწოდებით – Pour Femme DYLAN BLUE წარუდგინა.

ხატია შამუგია („ისი პარის“ მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი): ეს არის მიმზიდველ ფლაკონში მოთავსებული სითხე, რომელსაც ჰქვია VERSACE Pour Femme DYLAN BLUE ქალბატონებისთვის. ზუსტად წელიწად-ნახევრის წინ კი, გამოვიდა DYLAN BLUE მამაკაცებისთვის, რომლის ხაზიც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ გაჩნდა იდეა ამ მომაჯადოვებელი მამაკაცებისთვის, თავბრუდამხვევი მეორე ნახევარი შექმნილიყო და შეიქმნა კიდეც. უნიკალურობა, მგრძნობელობა, ემოცია, ელეგანტურობა – ეს ყველაფერი ერთ მიმზიდველ ფლაკონშია მოქცეული და მასთან შეხებისას, უბრალოდ, სიტყვები ზედმეტია.  არომატი – ყვავილოვან-ხილოვან-მერქნოვანი, შავი მოცხარისა და მწვანე ვაშლის კომბინაცია, გუნდრუკი, თეთრი მერქანი, მუშკი და ფაჩული. შეფუთვა კი –  ხმელთაშუა ზღვასავით სუფთა, მგრძნობიარე ლურჯი ფერის, ოქროს დეტალებით გაფორმებული და რა თქმა უნდა, მედუზას გამოსახულებით, რომელიც არის VERSACE-ს მთავარი ხელწერა.
 სუნამოს პარფიუმერი ცნობილი Calice Becker-ია. არომატი კი – ძლიერი, სექსუალური, დამოუკიდებელი ადამიანებისთვის შექმნილი, მათთვის, ვისაც საკუთარი თავი უყვარს და გარშემო მყოფებზეც შთაბეჭდილებას ახდენს.
скачать dle 11.3