კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 გია ბეროშვილის ანეკდოტები



სპერმატოზოიდების რბოლაა. ყველა ცდილობს, პირველმა გამოაღწიოს და მივიდეს საშვილოსნოსთან. უცბად, ერთი ჩერდება და სასოწარკვეთილი ხმით ამბობს:
– პრეზერვატივი!
ყველა ჩერდება. ნაღვლიანი სახით დგანან, უმოძრაოდ.
– მე რომ მივსულიყავი პირველი, მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსი მოევლინებოდა, – ამბობს ერთი სპერმატოზოიდი.
– მე რომ მივსულიყავი, სამყაროს უდიდესი მწერალი მოევლინებოდა, – ამბობს მეორე.
– მე რომ მივსულიყავი პირველი, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაიბადებოდა, – ამბობს მესამე.
უცბად ის სპერმატოზოიდი, რომელმაც ყველა გააჩერა და პრეზერვატივიო, დაიძახა წინ გაიჭრა, შემოტრალდა და ნიშნისმოგებით თქვა:
– მოგატყუეთ, პირველი მე ვარ და ასე იბადებიან პოლიტიკოსები!
***
კუნძულზე ჩასვეს ორ-ორი მამაკაცი და თითო ქალი. ერთ კუნძულზე – ორი ფრანგი და ერთი ქალი. მეორე კუნძულზე – ორი იტალიელი და ერთი ქალი. მესამეზე კი, ჭიჭიკია, ბიჭიკია და ნაზიკია. რამდენიმე ხნის შემდეგ, მიაკითხეს. ფრანგებს, დუელი ჩაუტარებიათ და გამარჯვებულს დარჩა ქალი. იტალიელები მორიგეობით წვებიან. მივიდნენ მესამე კუნძულზე და ხედავენ თავწაკრული, ცხვირპირდალეწილი, დალურჯებული ნაზიკია, კუნძულს ხვეტავს, ჭიჭიკია და ბიჭიკია კი, იქვე ნარდს თამაშობენ. შეშფოთებულებმა იკითხეს:
– ქალბატონო ნაზიკია, რა გჭირთ?
– რა მჭირს და... ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ჭიჭიკია მხმარობს, ხუთშაბათ-პარასკევ-შაბათს – ბიჭიკია, კვირას კიდე, ორივე წიხლებით მცემს – რატომ ბოზობ, შენი დედაო...
***
ქალი მოკლე გზით, ტყის გავლით  მიდის, წინ გადაუდგა მექალთანე გურული და ეუბნება:
– ქალბატონო, იქით არ წახვიდეთ, თორემ გაგხდიან...
– მეორე გზით რომ წავიდე?
– მანდაც გაგხდიან...
– ამ გზით რომ წავიდე?
– მანდაც...
– აბა, რა გავაკეთო, საით წავიდე?
– აქანე გეიხადე, ქალბატონო.
***
– მირჩიე რამე, ჩემი დაქალი ხომ ხარ? ფსიქიატრთან მივედი და მითხრა, მთელი შენი პრობლემები, კარს უკან დატოვეო.
– მერე?
– მერე, ის რომ, ჩემი ქმარი უარზეა ღამე ქუჩაში გაათიოს.
***
მეგრელი მივიდა სუპერმარკეტში და მენეჯერად სამუშაოს დაწყება ითხოვა. უარი უთხრეს, კრიზისია და ისედაც, არ გვყავს მყიდველიო. ძალიან შეეხვეწა დირექტორს:
– ბატონო, გამოსაცდელი ვადით ამიყვანეთ და მერე, როგორც მოისურვებთ, ისე მოიქეცით.
მოკლედ, იმდენი ეხვეწა, ერთი კვირა მისცეს საცდელი ვადა.
ორი დღის შემდეგ, ვაჭრობა საგრძნობლად გამოცოცხლდა, მყიდველი ბუზივით ეხვევა. ყველა თანამშრომელი გაოცებულია და შურით აკვირდებიან მეგრელს.
დირექტორმა დავალება მისცა ერთ-ერთს:
– აბა, ჩუმად მიაქციე ყურადღება, როგორ იზიდავს ამდენ მყიდველს, რას ეუბნება ასეთს.
შემოდის კლიენტი, მივიდა მეგრელი და გამოელაპარაკა. ის თანამშრომელიც სიახლოვესაა ატუზული. ესმის რომ, მყიდველი ითხოვს ანკესს. წამოიყვანა მეგრელმა შეურჩია 3 ცალი, კარგი, ხარისხიანი ანკესი, მოზრდილი ქვაბი, თეფშები, ჭიქები, 3 ბოთლი არაყიც ჩაულაგა. გვერდზე განყოფილებაში 3 დასაკეცი სკამი და მაგიდა აარჩევინა. მერე, ერთი მოტოციკლეტი შეურჩია, ფული გადაახდევინა და ყველაფერი მოტოციკლეტში ჩაულაგა. კლიენტი წავიდა მაგარი გახარებული და კმაყოფილი.
მეგრელზე მიმაგრებულმა გამყიდველმა, ყველაფერი უამბო დირექტორს. დირექტორი მივიდა მეგრელთან და ეუბნება:
– მალადეც, ძმაო შენ, კაცი ანკესზე მოვიდა, შენ კი ნახევარი სუპერმარკეტი გაყიდე, მიღებული ხარ სამსახურში.
– არა ბატონო, რა ანკესი, მაგი ცოლმა გამოგზავნა „ტამპექსზე“ და მე ვურჩიე, ეს ერთი კვირა უსაქმოდ სახლში გდებას, აგერ ანკესებია, ძმაკაცები გეყოლება და სათევზაოდ წადით, უხას მოხარშავთ, არაყს დალევთ და მომავალშიც გამოგადგება ეს ყველაფერი-მეთქი...скачать dle 11.3