№19 რა მოხდა ამ დღეს
7 მაისი
1610 – გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა იუპიტერის თანამგზავრები იო, ევროპა და აგნიმედე.
1956 – დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა უარი თქვა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყებაზე იმ მოტივით, რომ მის მავნებლობაში დარწმუნებული არ იყო.
8 მაისი
1429 – ფრანგებმა, ჟანა დარკის წინამძღოლობით, გააძევეს ინგლისელები ორლეანიდან.
1945 – ბერლინში ადგილობრივი დროით 22 საათსა და 43 წუთზე ხელი მოეწერა გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს
9 მაისი
1868 – ნევადას შტატში დაარსდა ქალაქი რენო, რომელიც მთელ მსოფლიოშია განთქმული იმით, რომ აქ ყველაზე უფრო ადვილია განქორწინება.
1960 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაყიდად გამოიტანეს პირველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბები.
10 მაისი
1869 – დასრულდა ტრანსამერიკული რკინიგზის მშენებლობა, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა ატლანტისა და წყნარი ოკეანეები.
1933 – ბერლინში ოპერის მოედანზე ფაშისტებმა მოაწყვეს დიდი ავტოდაფე. დაწვეს 20 000-ზე მეტი წიგნი.
1994 – ნელსონ მანდელა გახდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.
11 მაისი
330 – ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქად გამოცხადდა ახლად აშენებული კონსტანტინეპოლი.
868 – ჩინელმა ბერმა ვან ცზემ დაამზადა მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი „წიგნი“.
1949 – სიამის სამეფოს ეწოდა ტაილანდი.
12 მაისი
1949 – საბჭოთა კავშირმა დაიწყო დასავლეთ ბერლინის ბლოკადა.
13 მაისი
1733 – შვედმა მეცნიერმა ვასენიუსმა აღმოაჩინა მზის პროტუბერანცები – ამოფრქვევები.
1796 – ინგლისელმა ქირურგმა, ედუარდ ჯენერიმ გამოიგონა ყვავილის საწინააღმდეგო აცრა.
1981 – თბილისის „დინამომ“ მოიგო თასის მფლობელთა თასი.