№19 ბრძნული აზრები
შპეგელი: დემოკრატიულ საზოგადოებაში უწყინარი ადამიანი საშიში ხდება იმ მომენტიდან, როგორც კი ის ამომრჩეველი ხდება.
ბერდიაევი: როდესაც სიბრძნეს ვერ ფლობ, ხდები ფილოსოფოსი.
ვოლტერი: არაფერია იმაზე ცუდი, ადამიანი ცდილობდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, გააკეთოს მხოლოდ სიკეთე.
ვოვენარგი: სასწაული უნდა მოდიოდეს რწმენიდან და არა რწმენა სასწაულიდან.
მონტენი: ხალხს ჰგონია თავისუფლება რევოლუციებშია. ეს საშინელი თავის მოტყუებაა. რევოლუციებმა არ შეიძლება დაბადოს თავისუფლება.
ჟვანეცკი: თუ გინდა, ყველაფერი და ჩქარა, მიიღებ არაფერს და თანმიმდევრობით.
ჩეხოვი: სკლეროზის მკურნალობა შეუძლებელია, მაგრამ მისი დავიწყება შეიძლება.
ტვენი: თუ ავადმყოფს ძალიან უნდა სიცოცხლე, ექიმები უძლურნი არიან.
რანევსკაია: იცით, რას ნიშნავს ფილმში გადაღება? წარმოიდგინეთ, ბანაობთ აბანოში და იქ მოჰყავთ ექსკურსია თქვენ სანახავად.
შანელი: მოდა უგემოვნო ხალხისთვისაა, გემოვნებიანებს ის არ სჭირდებათ.
ჩესტერფილდი: იდეალური ადამიანები არ არსებობენ, უბრალოდ, იპოვეთ ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ და დაკმაყოფილდით.
კონფუცი: თუ თქვენ გინდათ, გქონდეთ ის, რაც არასდროს გქონიათ, მაშინ მოგიწევთ ისეთი რამის გაკეთება, რაც არასდროს გაგიკეთებიათ.
ბეთჰოვენი: მშვენიერება რჩება, სილამაზე ქრება.
სტენდალი: ნამდვილი დიდსულოვნება უმადურობის პატიებაშია.
საადი: სამი რამ გვართმევს სიხარულს და ბედნიერებას: წარსულისადმი სინანული, მომავლის შიში და აწმყოს უპატივცემლობა.
ბალზაკი: ახალგაზრდობის შეგრძნება უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე თვით ახალგაზრდობა.
სენეკა: ჩვენ ყოველთვის გვგონია, რომ ვუყვარვართ, იმიტომ რომ კარგები ვართ და ვერ ვხვდებით, რომ კარგები არიან ისინი, ვისაც ვუყვარვართ.
მოლიერი: ქორწინება არის სასწაული, რომელიც სასიამოვნო კოცნას გადააქცევს სავალდებულოდ.
როულენდი: ქორწინებამდე საქმროს არ ეძინება მანამ, სანამ არ გააანალიზებს, რა უთხრა საცოლემ, ხოლო ქორწინების შემდეგ იძინებს მანამ, სანამ ცოლი აზრს დაამთავრებს.