კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 საიდუმლო ორგანიზაცია

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13-18 (905)


​​​​​​​– თქვენი ახლობლები გელოდებიან სასტუმრო ოთახში.
ნოდარი გულისფანცქალით შევარდა ოთახში და თავისი ოჯახის საღ-სალამათი წევრები რომ დაინახა, ემოციები ვეღარ შეიკავა, ყველას ერთად ჩაეხუტა და ატირდა...
***
ნახევრად განათებულ, მართკუთხა ოთახში ხუთი ადამიანი შეკრებილიყო. ისინი რბილ სავარძლებში მოკალათებულიყვნენ, მრგვალ, დაბალ მაგიდას შემოსხდომოდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. მათ შორის ოთხი მამაკაცი იყო და მხოლოდ ერთი – ქალი. ყველანი კლასიკურად იყვნენ გამოწყობილები. ხუთივეს სმოკინგი ეცვა, თავისი „პეპლებით“, შავ შარვალს კი, იმავე ფერის ლაკის ფეხსაცმელები აბოლოვებდა. ქალი ორმოცი წლის იყო. მამაკაცები კი – ოცდათხუთმეტიდან ოცდათვრამეტამდე. ლაპარაკობდნენ დინჯად. თუმცა, ზოგჯერ – ისეთ საშინელებებზე და ისეთი ფრაზებით, რაც წესიერი  საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. საქმე ის იყო, რომ სწორედ ეს ადამიანები მიიჩნევდნენ საკუთარ თავს საზოგადოებად, რომელიც ზეკაცობისკენ მიმავალი კიბის ბოლო საფეხურს წარმოადგენდა. ზეკაცები კი, მათი აზრითა და საშინელი იდეოლოგიით, იმ პლატოზე სახლობდნენ, სადაც ეს საიდუმლო კიბე ადიოდა.
– ძალიან ცუდი, ცუდზე ცუდი და კიდევ უფრო ცუდი, – თქვა ქალმა. მამაკაცებს გადახედა და დააყოლა. ასეთი მარცხი ჩვენ არასდროს განგვიცდია  და მეუფეები სასწრაფოდ მოითხოვენ სიტუაციის გამოსწორებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შორის ვინმე თავს დაკარგავს. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მეუფეებს მარცხი არ უყვართ? ამ შემთხვევას კი სწორედ ასე აღიქვამენ. რა გახდა, ბოლოს  და ბოლოს, ეს სიკვდილმისჯილი კაცი? კენედი და მისი ძმა გაასაღეს და ვერავინ ვერაფერი გაიგო. ეს კი დღემდე ცოცხალია. მარკელ, პირველ რიგში, ეს შენ გეხება.
– ვიცი, დედიკო, – მორჩილად მიუგო ქალს წითურა კაცმა, რომელსაც მარკელი ერქვა და დააყოლა, – ეს უფრო გაუგებრობა იყო, ვიდრე იაღლიში. მერწმუნე, დედიკო, რომ სულ მალე გამოვასწორებ ყველაფერს.
– როგორ აპირებ ამის გაკეთებას, მარკელ? უკვე ერთი დღე და ღამე გავიდა. სიკვდილმისჯილი კი, ჯერაც ცოცხალია. მეუფეები გელოდებიან. რას აკეთებთ?
– კვალს ვშლით, დედიკო, – თქვა მარკელმა.
– როგორ? კვალი ჯერაც არ წაგიშლიათ? – მარცხენა წარბი ასწია ქალმა და დაამატა, – სულ მთლად გამოსაძაგლდი, მარკელ და გინდა მეუფეებმა თავიანთი რისხვა ყველას დაგვატეხონ?
– ვცდილობთ, დედიკო. ძალიან ვცდილობთ. ეს ბიჭიღა დაგვრჩა დასასჯელი და მისი ხსენებაც არ იქნება სამყაროში.
– მერე, რას უცდით. რატომ არ სჯით იმ ონავარ ცუღლუტს? – საშინელი ირონიით თქვა ქალმა და ისეთი თვალებით შეხედა მარკელს, რომ ამ საზიზღარ, ყველა სისაძაგლის ჩამდენ ადამიანს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.
– ვეძებთ, დედიკო. ყველგან ვეძებთ, მაგრამ ისე ჰყავთ გადამალული, რომ ჯერჯერობით კვალს ვერ ვიღებთ.
– ვის ჰყავს გადამალული, მარკელ? – ცივად იკითხა ქალმა და სავარძელში გასწორდა. გრძელი კისერი მოიღერა და მარკელს მიაჩერდა.
– საიდუმლო სამსახურს, დედიკო. ეს ჯერჯერობით ერთადერთი სტრუქტურაა, სადაც ვერ შევაღწიეთ, მაგრამ დროის ამბავია.
– დრო არ ითმენს, მარკელ. კიდევ რას მეტყვი?
– ნუ დამზრახავ, დედიკო. ქვეყნად ყველაფერი ხდება.
– რას როშავ, მარკელ, შე ტუტუცო. ქვეყანა მეუფეებისაა და რასაც ისინი ბრძანებენ, ის უნდა მოხდეს. ჩვენი ვალია, რომ მათ  დავემორჩილოთ. შენ კი, მარკელ, ყოვლად უუნარობა გამოიჩინე. სიკვდილმისჯილი ცოცხალია, კვალი – წაუშლელი. ქვეყანაში ქაოსია და ასე ამართლებ მეუფეების დიდ ნდობას, მარკელ?
– მაპატიე, დედიკო. ყველაფერს რამდენიმე საათში გამოვასწორებ. ჩემი ჯარისკაცები უკვე მთელ ქვეყანას არიან მოდებული. ბიჭსა და მისი ოჯახის წევრებს ეძებენ და სიკვდილმისჯილისთვის სასჯელის აღსრულების სქემაზე მუშაობენ.
– ოჯახის წევრებიო? რას გულისხმობ, მარკელ?
– დედიკო, იმ ბიჭს თბილისში დიდი ოჯახი ჰყავდა და ისინი უნდა დაგვეტყვევებინა, მაგრამ წამით დავაგვიანეთ. ცხვირწინ აგვაცალეს და გადამალეს.
– ვინ და როგორ, მარკელ?! – ქალის ხმა უფრო ცივი, ტონი კი ოფიციალური გახდა.
– ალბათ, საიდუმლო სამსახურმა, დედიკო, – თქვა მარკელმა.
– გეყოფა, მარკელ. შენ უკვე აღარაფრის გამკეთებელი ხარ. დროა, დაისვენო, – თქვა ქალმა და მარკელს მიაჩერდა.
შეშინებულმა წითურმა შიშნარევი, გაფართოებული მზერა მიაპყრო ქალს და უთხრა:
– არა, დედიკო, არა. ჯან-ღონით ვარ სავსე. ოთხ საათში გამოვასწორებ ყველაფერს.
ქალმა ჯიბიდან პომადა ამოიღო. თავი მოხადა, ტუჩებისკენ წაიღო, თან მეფისტოფელის არიას მღეროდა ოპერა „ფაუსტიდან“. შემდეგ პომადა პირში ჩაიდო. სული შეუბერა შიგთავსს და მარკელს მარცხენა თვალში ისარი შეარჭო.
მარკელი უსულოდ დაეცა სქელ ხალიჩაზე. დანარჩენმა მამაკაცებმა ჯერ მოკლულს დახედეს, შემდეგ ქალს მიაჩერდნენ გაფართოებული თვალებით. ქალმა პომადა სმოკინგის ჯიბეში შეინახა და მათ მიმართა:
– გაიგეთ ახლა, გოგონებო, რაშია საქმე? მეუფეები ძალიან ბრაზობენ. ოცდაოთხი საათი გაქვთ სიტუაციის შესაცვლელად. ყველა კვალი პირწმინდად უნდა წაიშალოს. სიკვდილმისჯილი კი იმქვეყნად გაემგზავროს. უკვე სულერთია, როგორ. მთავარია, მოკვდეს და ამისთვის გინდა ათასობით, ათიათასობით, ასიათასობით ადამიანი გაწყდეს. გასაგებია, გოგონებო?
– გასაგებია, დედიკო! – ერთხმად მიუგეს ცოცხლად დარჩენილებმა.
ქალმა მრისხანე მზერა შეავლო მამაკაცებს. შემდეგ ალბინოსზე შეაჩერა მზერა და უთხრა:
– მეშიკ, მარკელის ცხედარი სააბაზანოში გაათრიე და მისი ყველა კვალი წაშალე „უჩინრობის სითხით“. მიდი, გელოდები. შემდეგ მოდი, რომ დაგელაპარაკო.
ალბინოსმა ბრძანება შეასრულა. ოთახში ათი წუთის შემდეგ დაბრუნდა და ქალს უთხრა:
– მარკველის კვალიც არ დარჩა, დედიკო. კანალიზაციაში გავუშვი.
– დაჯექი, მეშიკ, – უთხრა ქალმა ალბინოსს და დაამატა, – მარკელის საქმეს გადაიბარებ. ოცდაოთხი საათი გაქვს შეცდომების გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუფეები აბობოქრდებიან. გასაგებია?
– გასაგებია, დედიკო, – მიუგო მეშიკმა ქალს.
– ახლა დაიშალეთ. მიდით. საქმეებს მიხედეთ. ოცდაოთხი საათის შემდეგ ვიკრიბებით აქ. თუ მანამდე დამჭირდით, გიხმობთ. აბა, აქედან აუდეთ, გოგონებო!
მამაკაცები გვერდით ოთახში გავიდნენ და ფრაკები და დანარჩენი „კლასიკა“ გაიხადეს. ჩვეულებრივ სამოსში გამოეწყვნენ და ბინა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. ყველაზე გვიან მეშიკი წავიდა, შავ „მერსედესში“ ჩაჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
ორმოცი წლის ქალს, რომელმაც მარკელი პომადიდან გასროლილი ისრით მოკლა, ხარა ერქვა. მამაკაცები რომ გაისტუმრა და დარწმუნდა, სახლში ზედმეტი არავინ იყო, ჯერ დაჯავშნილი ჟალუზები ჩამოუშვა შემოსასვლელ კარზე და ფანჯრებზე შიგნიდან, შემდეგ ვარდისფერ საძინებელში გავიდა. კედელზე მიმაგრებულ ბროლის სარკეს კუთხეში თითი მიაჭირა და გააღო. შევიდა. ერთადგილიან ლიფტში ჩაჯდა და მინუს მეოთხე სართულზე დაეშვა. განათებული, ასმეტრიანი გვირაბი გაიარა და დაჯავშნილ კარზე მიმაგრებულ მონიტორს ჯერ თვალები მიადო, შემდეგ ორივე ხელის გული. ბოლოს თქვა, ხარაო და მძიმე კარი თავისუფლად გაიღო. ქალი შუშის დერეფანში აღმოჩნდა, რომელიც თვალისმომჭრელად იყო გაჩახჩახებული. ორმოცდაათი მეტრი გაიარა და ოვალურ, საკმაოდ მოზრდილ ოთახში შევიდა. აღმოსავლეთ მხარეს, ოთახს, ნალის ფორმის სამრიგიანი სკამების მწკრივი აკრავდა. პირველ რიგში შვიდი სკამი იდგა, მეორეში – ხუთი, ხოლო მესამეში კი – ერთადერთი და იქ სულ ცამეტი ადგილი იყო. სკამების წინ შემაღლებული ადგილი იყო, სადაც შავი ფერის ტყავის სავარძელი იდგა. შემაღლებულ ადგილს სამი კიბე ჰქონდა. ხარა რომ ოთახში შევიდა, პირველი რიგის შუა სამ სკამზე სამი ადამიანი იჯდა. შუაში – ოცდათხუთმეტიოდე წლის შავგვრემანი ქალი. მის გვერდით სკამებზე – ორმოცდახუთიოდე წლის მამაკაცები. სამივეს შავი ფერის ხავერდის მანტია ჰქონდა მოსხმული და ხარა რომ შემოვიდა, შავმანტიიანმა ქალმა მას გამჭოლი მზერა ესროლა და თვალების მოძრაობით ანიშნა – დაჯექიო. ხარამ ამაღლებული ადგილის საფეხურები აიარა და შავი ფერის სავარძელში ჩაჯდა. შავმანტიიანი ქალის ხელმარცხნივ მჯდომმა შავმანტიიანმა მამაკაცმა ახალმოსულს უთხრა:
– ცუდად მუშაობ, ხარა. ჩვენს იმედებს არ ამართლებ.
– ხარამ თავი ჩაღუნა. შავმანტიიანი ქალის ხელმარჯვნივ მჯდომმა მამაკაცმა კი დაამატა:
– ცუდად მუშაობ, თუმცა, შხამიან ისრებს კი კარგად ისვრი. მარკელი ოსტატურად განგმირე.
ხარა უხმოდ იჯდა. შავმანტიიანმა ქალმა კი უთხრა.
– თავი ასწიე, შე ძუკნა-ბოზო და აგვიხსენი, როგორ დაუშვი ასეთი რამ. მარკელს მიგაწევ და გაჩვენებ, როგორ უნდა შხამიანი ისრების სროლა.
– რა უნდა ვთქვა, ქალწულო მეუფე. ყველანაირი სასჯელისთვის ვარ მზად და იმიტომ გეახელით, რომ დავისაჯო, – უთხრა ხარამ შავმანტიიან ქალს და ფეხზე წამოდგა:
– დაეგდე, შე ძუკნა-ბოზო და გაგვაგებინე, რამდენ ხანში აღასრულებ ჩვენს განაჩენს. არც კვალია ბოლომდე წაშლილი და არც სიკვდილმისჯილია განადგურებული. პირიქით, ის თითქოს აორთქლდაო.
– მას საიდუმლო სამსახური იცავს, ქალწულო მეუფე. იქ კი ჯერჯერობით ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება. თუმცა, ოცდაოთხი საათი გვაქვს ყველაფრის გამოსასწორებლად და მეშიკი უკვე შეუდგა მოქმედებას, – უთხრა ხარამ შავმოსასხამიან ქალს, რომელმაც ცივი ხმით უპასუხა:
– ნუთუ შენ ფიქრობ, ძუკნა-ბოზო, რომ ჩვენ, მეუფეები არაფერს ვაკეთებთ და საქმის კურსში არ ვართ, რაც ხდება? ყველაფერი ვიცით. შენი ცრუმსროლელობაც და შენი ნაკაცარი პიდარასტების საქმეებიც. მთავარი ისაა, მეშიკი მართლა თუ შეძლებს განაჩენის აღსრულებას. რას იტყვი, იძლევი ამის გარანტიას?
ხარამ მშვიდად შეხედა თვალებში შავმოსასხამიან ქალს და უთხრა:
– სრულ გარანტიას ვიძლევი, ქალწულო მეუფეო. პირადად მე ვუხელმძღვანელებ ოპერაციას და ნახევარ საათში მოსკოვში მივფრინავ.
– ძუკნა-ბოზო, იცოდე, არ დაგვაღალატო. ხომ იცი, რომ შენი სამი ტყუპი ჩვენთანაა და თუ არ გინდა, რომ ერთმანეთი ცოცხლად გავატყავებინოთ ძმებს და უმად შევაჭმევინოთ, დროში ჩაეტიე, გასაგებია? – თქვა შავმანტიიანმა ქალმა.
– გასაგებია, – მიუგო ხარამ და   სავარძლიდან წამოდგა. შემდეგ, იმავე გზით დაბრუნდა ზონაში და ტანსაცმელი გამოიცვალა. დაჯავშნილი ჟალუზები ჯერ ასწია და გარეთ გავიდა, შემდეგ კვლავ ჩამოსწია ელექტროპულტით. თეთრ „მერსედესში“ ჩაჯდა და აეროდრომისკენ გაემართა, სადაც მაღალსიჩქარიანი, ძვირფასი თვითმფრინავი იდგა. ხარა თვითმფრინავში ავიდა, სადაც მეშიკი ელოდებოდა და პილოტს უთხრა:
– მზად ხარ?
– დიახ, – მიუგო პილოტმა.
– მაშინ, ავფრინდეთ.
მაღალსიჩქარიანი თვითმფრინავი კერძო აეროდრომიდან ჰაერში აიწია და მოსკოვისკენ აიღო გეზი.
***
პრეზიდენტის ბუნკერის საკომანდო ოთახში გენერალი კვლავ იმ გენერალთა კვარტეტს ხვდებოდა, ვისაც პრეზიდენტი ბოლომდე ენდობოდა. პირველი სიტყვა, სპეციალური, სწრაფი რეაგირების ძალების უფროსმა, გენერალმა ვასილ ანდრეევიჩმა აიღო და თქვა:
– მე და ჩემმა ბიჭებმა კუნძულზე ყოველი კუთხე-კუნჭული საგულდაგულოდ შევამოწმეთ, მაგრამ ერთი ცოცხალი არსებაც კი ვერ აღმოვაჩინეთ, რომ კითხვა დაგვესვა მისთვის. როგორც ეტყობა, ხალხი სასწრაფოდ გაიყვანეს იქიდან. გაუტანიათ ძირითადი აღჭურვილობებიცა და საბუთებიც. მხოლოდ შენობებია დატოვებული და სასწავლო ბუნკერ-ლაბორატორიები. ვფიქრობ, რომ მათი განადგურება შეგნებულად არ ისურვეს. მოსკოვი ხომ არაა. კუნძული, ალბათ, კერძოა და ჩვენ იქ არალეგალურად ვიმყოფებოდით. თანაც, შეიძლება, აფეთქებას ინფრასტრუქტურული, ბუნებრივი რელიეფი დაეზიანებინა. მოკლედ, ხელცარიელი დავბრუნდით უკან.
– გასაგებია, – თქვა გენერალმა და ქალს მიმართ:
– შენთან თუა სიახლე, ელენა?
– ყველა საჰაერო გადაადგილებას ვაკონტროლებთ, ამხანაგო გენერალო. ხელსაწყოები არაფერს ტოვებენ და სრული მონაცემები გვაქვს ჩაწერილი. ჯერჯერობით, საეჭვო არაფერია. მაგრამ თუკი ანალიტიკოსებს რომელიმე ინფორმაცია დააინტერესებს, შეგვიძლია, სრული ჩანაწერები გადავცეთ.
– გასაგებია, – გენერალი ანალიტიკოსების ხელმძღვანელს მიუბრუნდა:
– ეგორ, შენები რას ამბობენ?
– საგულისხმოს – ვერაფერს, ამხანაგო გენერალო. მართალია, რამდენიმე ჯგუფი მოვხაზეთ, მაგრამ ჯერჯერობით ეჭვი გვეპარება, რომ სწორედ მათშია, ეგრეთ წოდებული, მსოფლიო მთავრობა. ვფიქრობთ, ისინი იმდენად ღრმად  კონსპირირებულები არიან, რომ ჩვენ თვალსაწიერში ჯერჯერობით არ მოხვედრილან.
– ეგორ, ძვირფასო. შენ და შენებს ძალიან გაფასებთ, მაგრამ ჩემი თხოვნაა, რომ უფრო გაააქტიუროთ ძალისხმევა. პრეზიდენტიც იმავეს ამბობს, – უთხრა გენერალმა ეგორს და საგამოძიებო-სამძებრო სამსახურის უფროსს მიმართა:
– შენთან რა სიახლეა, გენადი ანტონოვიჩ?
– ივან ხარიტონოვს ვსწავლობთ, ამხანაგო გენერალო, – მიუგო გენერალს სამძებრო-საგამოძიებო სამსახურის უფროსმა.
– „მერსედესი“ რომ წაიყვანა, იმას?
– დიახ.
– მერე?
– ვფიქრობთ, რომ მისი მეშვეობით, ჩავიგდებთ ხელში ამ საქმის ძაფს.
– ასე რატომ ფიქრობ? – ჰკითხა გენერალმა გენადი ანტონოვიჩს.
– იმიტომ, რომ ხარიტონოვი არ მოუსპიათ. ესე იგი, ფიქრობენ, რომ ის „უკუდოდაა“ და სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გააქრობდნენ, ისევე, როგორც სხვებს. ჰოდა, როდესაც ის კვლავ დასჭირდებათ და მასთან კავშირზე გამოვლენ, ჩვენც უკან გავყვებით.
– ხომ არ ჯობია, რომ თავად ხარიტონოვი დააკაჩავოთ? დრო არ ითმენს.
– ვფიქრობ, რომ არ ჯობია. ხარიტონოვის დაკაჩავება და მისგან ინფორმაციის ამოქაჩვა პრობლემა არაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მან ბევრი არაფერი იცის და მნიშვნელოვანზე ვერავიზე ვერ გაგვიყვანს. ჯაჭვი მასზე გაწყდება და ერთადერთ ხელჩასაჭიდსაც დავკარგავთ.
– პრინციპში, მართალი ხარ, მაგრამ დროს რა ვუყოთ, დროს? ის ხომ ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. რა იცი, კიდევ რას ამზადებენ ისინი?
 – რაც უნდა მოამზადონ, პრეზიდენტი ხომ საიმედოდაა დაცული და მას მტერი ზარბაზნის გასროლის მანძილზე ვერ მიეკარება. დანარჩენი კი დროის ამბავია და მათ აუცილებლად გავშიფრავთ.
– აქ ცოტა რთულადაა საქმე, – თავი გააქნია გენერალმა.
– სირთულეში რას გულისხმობთ?
– მტერი ვერ მიეკარებაო – იმას.
– ვერ გავიგე, ამხანაგო გენერალო.
– ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინაა მტერი – აი მას. პრეზიდენტს უამრავ ადამიანთან უწევს შეხვედრა. მართალია, ყველას ვამოწმებთ, მაგრამ ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს, რომ მას თავს არ დაესხმებიან. თუნდაც, რომელიმე მინისტრი ან უფრო ახლობელი ადამიანი. მე მხოლოდ თქვენ და ჩემს ბიჭებს ვენდობი საიდუმლო სამსახურიდან. დანარჩენებს კი – არა.
– ასეთ შემთხვევაში, ორეულია გამოსაყენებელი.
– სწორედ მასე ვიქცევით ახლა, – თქვა გენერალმა. ერთ-ერთ მონიტორზე ცენტრალური სატელევიზიო არხი ჩართო და ყველას გასაგონად თქვა:
– აი, მეგობრებო, ჩვენი პრეზიდენტი გამოდის „გოსდუმაში“, მაგრამ გამომსვლელი, სინამდვილეში, მხოლოდ მისი ორეულია.
– ძალიან ჰგავს, – ერთხმად თქვეს გენერლებმა.
– გეთანხმებით. ვერ გაარჩევ ნამდვილისგან, – ჩაეცინა გენერალს და დააყოლა:
– მეგობრებო, პრეზიდენტს უნდა ვეახლო და მოვეთათბირო. თქვენ კი მუშაობა განაგრძეთ. სიახლის შემთხვევაში სასწრაფოდ მაცნობეთ და აქ გავჩნდები.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3