№19 როგორია თქვენი იმუნიტეტი
გინდათ, იცოდეთ, რამდენად კარგი იმუნიტეტი გაქვთ და მდგრადია თუ არა თქვენი ორგანიზმი? მაშინ, ეს ტესტი თქვენთვისაა. შეაფასეთ შედეგები და გააკეთეთ დასკვნები.
1. რამდენჯერ ხდებით ავად წლის განმავლობაში?
ა) ერთხელ, მინიმუმ – 0 ქულა;
ბ) 2-3-ჯერ წელიწადში – 5 ქულა;
გ) არ ვიცი, ეგ რა არის – 10 ქულა.
2. ტუჩს ზემოთ და ცხვირის გარშემო გამონაყარი გაქვთ?
ა) არა – 0 ქულა;
ბ) იშვიათად – 5 ქულა;
გ) არ ვიცი, ეგ რა არის – 10 ქულა.
3. მიდრეკილი ხართ პესიმიზმისკენ?
ა) არა – 0 ქულა;
ბ) არ ვიცი, ზოგჯერ – 5 ქულა;
გ) კი, ხშირად – 10 ქულა.
4. ხშირად წუწუნებთ და ბუზღუნებთ?
ა) პრაქტიკულად, არასდროს – 0 ქულა;
ბ) ზოგჯერ ასეც ხდება – 5 ქულა;
გ) სულ ასე ვარ – 10 ქულა.
5. გრძნობთ გადაღლას დღის ბოლოს?
ა) არა – 0 ქულა;
ბ) პერიოდულად – 5 ქულა;
გ) სულ ასე ვარ – 10 ქულა.
6. ჭარბი წონა ხომ არ გაქვთ ან პირიქით?
ა) არა – 0 ქულა;
ბ) პლუს-მინუს 10-8 კილოგრამი – 5 ქულა;
გ) ათ კილოზე მეტი – 10 ქულა.
7. ალერგიის გამწვავებას გრძნობთ?
ა) არა – 0 ქულა;
ბ) წელიწადში 1-2-ჯერ – 5 ქულა;
გ) საკმაოდ ხშირად – 10 ქულა.
8. ოპერაცია ან ტრავმა ხომ არ გადაგიტანიათ?
ა) არა – 0 ქულა;
ბ) პატარა ოპერაცია ბავშვობაში – 5 ქულა;
გ) ექვსი თვის წინ გავაკეთე ოპერაცია – 10 ქულა.
9. გძინავთ 8 საათზე გაცილებით ნაკლები?
ა) არა – 0 ქულა;
ბ) ზოგჯერ – 5 ქულა;
გ) კი, ხშირად – 10 ქულა.
10. ხართ ფიტნესით დაკავებული?
ა) არა – 0 ქულა;
ბ) სულ ვცდილობ, ზოგჯერ ვვარჯიშობ – 5 ქულა;
გ) მინდა და არ გამომდის – 10 ქულა.
ნახეთ შედეგები:
40-დან 100 ქულამდე – ვერ დაგამშვიდებთ. თქვენი იმუნიტეტი ყურადღებას მოითხოვს. ჯანმრთელობა ისეთი არ გაქვთ, როგორიც უნდა გქონდეთ, დასუსტებული ხართ და ენერგიის ლიმიტიც გეწურებათ. რაღაც იღონეთ, რომ მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. სპორტით დაკავდით, ჯანსაღად იკვებეთ, დაისვენეთ.
0-40 ქულა: თქვენი იმუნიტეტი საკმაოდ ძლიერია. თუ ასე გააგრძელებთ ცხოვრებას, ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგექმნებათ. იცით, როგორ იკვებოთ სწორად და საკუთარი სხეულის ენაც გესმით. ასე განაგრძეთ.