№19 სტაფილოს ეფექტური და სასარგებლო დიეტა
ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სწრაფად გახდომისთვის, საკმაოდ ეფექტურია სტაფილოს დიეტა. მას, საფუძვლად უდევს ბეტა-კაროტინის აქტიური მოხმარება. მისი დაცვა საკმაოდ რთულია, თუმცა შედეგი – შესამჩნევი. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც ასუფთავებს ორგანიზმს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, სტაფილო შეიცავს ვიტამინებს B3, C და E, კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, უჯრედისსა და ნატრიუმს.
დიეტა საკმაოდ მკაცრია – მხოლოდ წყლის და სტაფილოს წვენის დიდი რაოდენობით დალევა შეგიძლიათ. გრძელდება სამი დღე და გარანტირებულად დაიკლებთ 3 ზედმეტ კილოგრამს.
დიეტის დროს, ყოველდღე, უნდა მიირთვათ 1 კილოგრამი ახალი, გახეხილი სტაფილო, 1 ლიმონის წვენთან და 2 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად. სალათი გაყავით სამ ნაწილად და მიირთვით დღის განმავლობაში. ყოველდღიურად, აუცილებლად, ახალი უნდა მოამზადოთ. თუ ძალიან მოგშივდათ, შეგიძლიათ, მიირთვათ ვაშლი, კივი, ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.
სამი დღის შემდეგ, იგრძნობთ სიმსუბუქეს, ორგანიზმი გაიწმინდება, ნივთიერებათა ცვლა გაუმჯობესდება, მოგემატებათ სასიცოცხლო ენერგია. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია, დიეტის შემდეგ ბალანსირებულად იკვებოთ.