კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1975 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით, 13-დან 14 საათამდე. ვარ დიასახლისი. ვაპირებ სამუშაოდ წასვლას საბერძნეთში. წარმატებული იქნება თუ არა ჩემთვის ეს ქვეყანა და საერთოდ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი, რომელი – ნაკლებად წარმატებული?
პასუხი:
უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. ვერ ვიტყვი, რომ დიდ წარმატებას მოგიტანთ, თუმცა არც ცუდია. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ნორვეგია და საბერძნეთი. მოერიდეთ: ბრაზილიას, ინდოეთის აღმოსავლეთ მხარეს, პორტუგალიას, ისლანდიას, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილს, ფილიპინებს, ტაილანდს, ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილს, პანამას, ახალ ზელანდიას, ისრაელს, კორეას, კუნძულ შრი-ლანკას, ფინეთს, ურუგვაის, პაკისტანს, ბანგლადეშსა და კუნძულ მალტას.
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 11 ნოემბერს, დილის საათებში, რომელ პროფესიებში მელის წარმატება, რომელი ასტროლოგიური ქვა მომიტანს წარმატებას პირად ცხოვრებასა და კარიერაში და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება?
პასუხი:
ასტროლოგიური ქვებიდან თქვენთვის კარგია – ფირუზი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი, ტოპაზი, ზურმუხტი. სასიყვარულო პარტნიორებიდან კარგია მშვილდოსანი, სასწორი, თევზები, კირჩხიბი, ქალწული და თხის რქა. მოერიდეთ ურთიერთობას ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. პროფესიებიდან კი კარგია: ლიტერატურისა და ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია, საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, პედაგოგიური მოღვაწეობა, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, სპორტის სფერო. ეს თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ აუცილებელია უცხოეთის ქვეყნებთან კონტაქტი.
скачать dle 11.3