კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ჭეშმარიტი სარწმუნოება

გარეგანი მაჩვენებლობისთვის
მაჩვენებლობა სარკე არის შინაგანი კაცისა, რომლის შთახედვითა იხილვების სიმსივნე და სისაძაგლე სულისა.
მაჩვენებლობა საძაგელი რამ სახის მქონეა, რომლის მოყვარული უბადრუკი სული თვითონ ვერ ხედავს და ზვაობრიობის თანა განზრახვით ათაყვანებს მისდამი ქების მოციქულებს. მუშაკთა უსასყიდლოდ შრომის დამკარგველი და მოღვაწებაა ეშმაკისადმი სამსხვერპლო.
მაჩვენებლობა დროშაა ამპარტავნებისა და ზვაობრიობა მტვირთველია ბაირაღისა, რამეთუ სამნი ესენი არიან პირველ შობილი უხორცოთა გუნდთა თანა პოვნილი, ღვთის განსაშორებელი მთავარი ცოდვები. ესე არს ის ვეშაპი, სამთავიანი, რომელიც გარდმოითხია ქვესკნელად და ყოველნი ამის შინა მოღვაწე მას ბოროტსა სათნო ეყოფის.
ამპარტავნებას ორნი ესე-ზვაობრიობა და მაჩვენებლობა ბოროტ მადიდებლად ჰყავს მისდა ძეობით შეთვისებული.
მაჩვენებლობა განიკურნება პირადი მხილებით სხვისაგან, ხოლო ზვაობრიობა მოუძლურდება მხილებითა და ბრალობითა თავისა თვისისათა გულსა შინა სამარადისოდ. ხოლო ამპარტავანება ძნელ განსაკურნებელ არს, რომელსაც შემუსრავს განსაცდელისა მიერ ღმერთი და მით გულის ხმა ჰყოფს მოქცევად სიმდაბლისკენ.
ამ უბადრუკმან სამთავიანმან სენმან ბევრი შრომა და ღვაწლი დამიკარგა. ბევრი განსაცდელი და შემუსვრა შემამთხვია და ბევრი რამ სასირცხვილო წესებში შთამაგდო. ოჰ! რა საწყალობელი არს ის მუშაკი, რომელიც მრავალ ოფლის ღვრით მოწეულ ნაყოფს თავის სასარგებლოდ ვერ ჰპოვებს ავაზაკთა მიერ წარპარვით. ესრედ შემემთხვია მე.
ჭეშმარიტად სრული შინაგანი მხედველობა იხილვების გარეგან მაჩვენებლობის სახისაგან თვით საწყალი ვერ გრძნობს, თორემ თითქო თითონ ეუბნება მაყურებელს გარეგან მაჩვენებლობით მისი შინაგანის სიწამხდრეს და სისაძაგლეს ყველა მისი შემხედვარე ზიზღით შეჰყურებს და სრულად ცნობილ არიან მისი კაცთა საჩვენებლად. რომელთა ღირსება საქებელის სიწრფოებისა და სანატრელი უმანკოებისა განქარვებულ არს მისგან. დაავიწყა უგულისხმოებამ სიტყვა ქრისტესი, რომელსაც აყვედრის და ძაგებს გარეგანთა მაჩვენებლობის მოყვარეთა, გინა მოღვაწეთა.
ვეცადოთ, ძმანო, ლიტონობას, სიწრფოებას და უმანკოებას, რაცა ვართ, ისე გამოვსჩნდეთ, ესე იგი, ბუნებით რაცა ვართ, ისე ვიყოთ ყოველთა მიმართ. ნუ ვიცვლებით ფერ-უმარულითა, რამეთუ სწორედ იმისი მსგავსია ესეც, ვითარ იგი დედაკაცი, რომელიც ცდილობს, სახე შეიცვალოს და რა იგი არს ბუნებით დაფაროს და ეჩვენოს კაცთა ფეროვან და სპეტაკ, სწორედ ესრეთ არს ყოველი მაჩვენებლობა და ვითარ იგი იცნობება ფერუმარილიანი სიცრუის წარმომადგენლად. ეგრეთ ყოველი გარეგან მაჩვენებელი ცნობილია სიცრუის მუშაკად.
ნუ, საყვარელო ძმაო, ნუ მიეჩვევი ამას, იყავ, რა იგი ხარ და იარე საშუალო სამეუფეო გზით, რომელ არს სასწორი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა: ყოველთა მიმართ უზაკველ, გულღია, წრფელ და არა მეტისა მჩემებელ და მომპოვნებელ. ნურაფრით ნუ შეცვლი შენს სულის სახეს გარეგანი მაჩვენებლობით: ნურც სიტყვაობაში, ნურც ლოცვაში, ნურც საღვთო ეკლესიის მოქმედებაში, ნურც სახისა და ხმის განბერილობით. ნურც უმეტეს საზომისა მოძღვარობის მჩემებლობით, ერთი სიტყვით, იყავ ისე, როგორც ხარ და ნუ ხარ მპარავი შენის ხასიათისა და ნიღბის მხმარებლად ნუ გარდაიქცევი.
მე თუმცა სასულიეროთა მიმართ უფრო ვილაპარაკე. მაგრამ სამოქალაქო პირნიცა, იმედია, აქედან გულისხმასყოფენ თავიანთ შესახებ ამ სისაძაგლის. საზოგადოდ, ადამიანთა ბუნებისადმი შემოსრულის მაჩვენებლობისათვის, რომელიც არის ხატი მცირე სულობისა. და მაოხებელი სულის ნაყოფისა. საბერველი თავმოწონებისა. ბაირაღი ამპარტავანებისა და ამპარტავანება მოძღვარია სატანასი. რომლის მორჩილებით გაშავდა იგი და შთაიხია ბნელსა ქვესკნელისასა, რომლისაგან გვიხსნას ჩვენ ღმერთმა. ამინ!

გაუჩინარება
დიდი მაშინ გახდები, როდესაც აზრობრივად არარაობად აქცევ საკუთარ თავს, როდესაც შენი სულით აღიმართები უკიდეგანო და უსასრულო სულთან და შეხედავ შენს თავს იმ სიმაღლიდან ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყოველივე შენს გარემომცველს; როდესაც იმ სიმაღლიდან გადმოხედავ საკუთარ თავს, როგორც მკვდარს, როგორც მტვერს, როდესაც დაენათესავები უკვდავებასა და მარადიულ ცხოვრებას. მაშინ გაგეცხადება სიკვდილის უძლურება და ამაოება; დაინახავ თვით სიკვდილს წარსულში, აწმყოსა და მომავლის გარეშე.
მაშინ სიკვდილი, თუმც მუდმივად გემუქრება შენს სხეულთან განშორებით, მაინც იმ ქარზე მეტად ვერ შეგაშინებს, რომელსაც მხოლოდ ის შეუძლია, რომ ქუდი მოგხადოს და გაიტაცოს, რამეთუ მაშინ გაიგებ, რომ შენს სულს ისევე შეუძლია უსხეულოდ იცხოვროს, როგორც თავს – ქუდის გარეშე.скачать dle 11.3