კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ჭეშმარიტი სიყვარულის ეტაპები

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



ეს მოსაზრებები არის მხოლოდ მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ შეინარჩუნოს პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობები, ასევე, მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ „ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს“, ვერაფერს ახალს ვერ სძენს ურთიერთობას და მხოლოდ ვნებს მას.
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ წყვილს ურთიერთობაში ჭეშმარიტი სიყვარულის რამდენიმე ეტაპის გადალახვა უწევს. ხოლო თუ ისინი, რომელიმე საფეხურზე  „გაიჭედებიან“,  აღარ გაიზრდებიან, ძალიან გაუჭირდებათ საერთო ენის გამონახვა მომავალში, თუკი საერთოდ ექნებათ ეს მომავალი.   
პირველია მოზიდვა-მოხიბვლის ეტაპი,   ანუ შეყვარებულობა.
მეორე და საშიში ეტაპია შეჩვევა – პარტნიორს ყელში არ უნდა ამოუყვანოთ საკუთარი თავი. ოქროს შუალედის პოვნა  მონატრებასა და ერთად ყოფნას შორის  ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არ არის.  
არსებობს კამათის (ზოგჯერ „ზიზღის“ ეტაპი) აი, ეს ეტაპი აჯობებს, საერთოდ არ დადგეს თქვენს ცხოვრებაში.
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ჩვეულებრივ, შეყვარებულობის ხანით იწყება. ამ პერიოდში წყვილი მოხიბლულია ერთმანეთით, ჩაძირულნი არიან გრძნობებში, ვნებებსა და რომანტიკაში.   ეს შესანიშნავი პერიოდია – პეპლობა-ყვავილობა-საჩუქრობანას პერიოდი, რომელსაც ფონად გასდევს ემოციების ფოიერვერკი. ეს ეტაპი 3 თვიდან  2 წლამდე გრძელდება. ინდივიდუალურია და რეცეპტს წინასწარ ვერ დაწერ. თუმცა ვერც მუდმივად გააგრძელებ.
შეჩვევის პერიოდი მოგვიანებით დგება, როდესაც რომანტიკული ურთიერთობები მიაღწევს პიკს და ყველაფერი ყოველდღიური და ჩვეულებრივი  გახდება. ამ დროს ყველაზე საშიშია, არ დადგეს „ყელში ამოსვლის“   ეტაპი, როცა ურთიერობები ჰგავს ამინდს, რომელიც წინ უსწრებს ჭექა-ქუხილს. ყველაფერი საეჭვოდ მშვიდია, წყნარია, მაგრამ ჰაერში ქარბუქის სუნი ტრიალებს.
ჩხუბი – კონფლიქტი მომწიფდა და ღიად ვლინდება. დაგროვილი გამოდის სააშკარაოზე. ფეთქებადსაშიში სიტუაციაა და წყვილები, ხშირად, სწორედ ამ ეტაპზე იყრებიან.  ამ დროს რატომღაც ფიქრობენ, რომ სხვა პარტნიორთან გაუმართლებთ. თუმცა, მერე, მათდა გასაოცრად, სიტუაციები მეორდება. ახალი ურთიერთობის დაწყება თითქოს მარტივი ჩანს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ  ბედნიერება ილუზია იყო. ის  მხოლოდ  ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს.
გონიერი წყვილი აცნობიერებს ან ინტუიციით გრძნობს, რომ უნდა გადაიარონ ეს კონფლიქტი. უთხარით   ერთმანეთს –  „ესეც გაივლის“. მართლაც, კამათის პერიოდი გადის და ურთიერთოებები ახლდება. ისევ დაიწყება პერიოდი შეყვარებულობის, მიჩვევის, კამათის, მოთმინების და აგორდება ახალი  ტალღა.  ანუ, მორიგი ეტაპი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადალახულია!
ადამიანები სწორედ ამ ეტაპზე იწყებენ ნამდვილ „სიყვარულთან“ მიახლოებას. თუ ადრინდელი ეტაპები ეგოიზმით იყო ნაკარნახევი, აქ უკვე ჩნდება სურვილი, უანგაროდ ემსახურო პარტნიორს. სიამოვნებით აკეთო ყველაფრი მისი ბედნიერებისთვის.
სიყვარული! რა გრძელ გზას გადის წყვილი – მაგრამ გზის ბოლოს წყვილი იღებს დამსახურებულ ჯილდოს – ჭეშმარიტ, უპირობო  გრძნობას, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. პირიქით, რაც დრო გადის, იზრდება და მყარდება.

არ შეეჩვიოთ
 ერთმანეთს…


ურთიერთობაში შეჩვევა, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ – სარისკოცაა და  ზოგჯერ უამრავ პრობლემას ქმნის.
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ როცა ერთმანეთს ვეჩვევით, ერთად ყოფნის სურვილი თავისუფალი არჩევნის ჯანსაღ განცდას კარგავს და ავადმყოფურ მიჯაჭულობაში გადადის. ავადმყოფური აკვიატება კი არასოდეს მთავრდება „ჰეფი ენდით“.  
არ შეეჩვიოთ ერთმანეთს, რადგან:
* როცა ეჩვევით, იმ თვალით ვეღარ უყურებთ, როგორც ადრე. ანუ ვეღარ ხედავთ რეალობას – ეს ერთი. მეორე – იკარგება მიზიდულობის მომნუსხავი განცდა. თითქოს ადამიანი იგივეა, თვალებიც, ხმაც, ქცევაც, მაგრამ მისი დანახვა, მისი შეხება ადრენალინს აღარ გამოყოფს და არც  ჟრუანტელს გგვრის.
* არ შეეჩვიოთ ერთმანეთს, რადგან შეჩვევისას კარგავთ ერთმანეთით აღფრთოვანების უნარს. ყველაზე საოცარი რამ შეიძლება, ჩეულებრივი გახდეს, თუკი მას გააჩვეულებრივებთ. „ჩვეულებრივობა“  კი არავის მოსწონს.
* არ შეეჩვიოთ, რადგან მონატრება ამოვარდება  თქვენი დღის წესრიგიდან და ის, რაც არასოდეს გენატრებათ ყოველდღიურობაში გადავა. სამაგიეროდ, მონატრების სურვილი მაინც დარჩება და ის სხვაგან (სხვასთან) იჩენს თავს.
როგორ  არ უნდა შეეჩვიო. ამისთვის, თქვენ სერიოზულად მოგიწევთ საკუთარი თავით და თქვენი ურთიერთობით დაკავდეთ
ხშირად შეიცვალეთ ყოველდღიური „იმიჯი“, რადგან გაბრაზებულიც, პოეტურიც, ქარიზმატულიც, დაბნეულიც, შეყვარებულიც, ჭირვეულიც და სევდიანიც – ეს ხომ  ყველა თქვენ ხართ – უბრალოდ, ხშირად მიეცით საკუთარ თავს თავისუფლება და შესაძლებლობა, იყოთ ის, ვინც ხართ.
ხშირად დაკავდით იმ საქმიანობით, რაც სიამოვნებას განიჭებთ. სულ ერთია, რას გააკეთებთ, მთავარია, აკეთოთ ის, რაც მართლა მოგწონთ და გინდათ.
გაუზიარეთ ერთმანეთს გრძნობები და აღარასოდეს მოუბრუნდეთ მათ – ეს მოგცემთ საშუალებას, სიტუაციებში არ ჩარჩეთ.
შემოიღეთ წესად, საღამოობით ერთმანეთს გაუზიაროთ პოზიტიური ემოციები. ის, რაც იმ დღეს კარგი იყო. შეეცადეთ, არ დატვირთოთ უსიამოვნო ნიუსებით.
გამოუშვით გარეთ წყენა. უთხარით, რით გატკინათ გული, რა არ მოგეწონათ. ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანი, რათა გული იყოს სუფთა და მზად, რომ უყვარდეს.скачать dle 11.3