კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რა საერთო აქვთ ბექა ჩხაიძესა და ივან ურგანტს და როგორ „კერავდნენ“ გოგონები ბექას ირლანდიაში

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ბექა ჩხაიძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ის „ალილოდან“ წამოვიდა და დათო არჩვაძესთან ერთად შექმნა კვარტეტი, სახელწოდებით „ახალი კვარტეტი“, ვინაიდან კვარტეტში ყველა დაოჯახებულია, ბექამ პირობა დადო, ამ წელს დაოჯახდეს. ცოტა ხნის წინ საქართველოში ივან ურგანტი იყო ჩამოსული და დაბადების დღეც აქ გადაიხადა, სადაც ბექაც იმყოფებოდა.
 ბექა ჩხაიძე:  „ალილოდან“ წამოვედი, მაგრამ ბიჭებთან კონტაქტი მაქვს. მე და დათო არჩვაძე ძმაკაცები ვართ, ოფიციალურად ერთად არ გვიმღერია და დაგვებადა აზრი, გაგვეკეთებინა კვარტეტი, რომელსაც „ახალ კვარტეტს“ დავარქმევდით. მონატრება იცის ამ ყველაფერმა –  რეპეტიციებმა, სიმღერამ... მე და დათო ყოველ მეორე დღეს ახალ-ახალ სიმღერებს ვწერთ. ნიკუშა ცერცვაძე და დათო მაღრაძეც. ეს ცოტა ხანი სიმღერა რომ არ იყო ჩემს ცხოვრებაში, იმდენად დამაკლდა, რომ ავიჭერი, მივხვდი ამის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო. პერიოდი მქონდა, „ალილოში“ არ დავდიოდი, რეპეტიციებს ვაცდენდი. გავამწარე ბიჭები. მირეკავდნენ – ბექა მოდიო. ძირითადად სუფრაზე ვიყავი ხოლმე და ვპასუხობდი, ბიჭებო, ვერ მოვალ-მეთქი. მეორე დღეს, ნასვამი რომ აღარ ვიყავი, ვხვდებოდი, რომ ძალიან ცუდად ვიქცეოდი. მართლა მაგრად „ტეხავს“. ვთქვი, ასე არ გამოვა, სიმღერის გარეშე ვერ ვიცხოვრებ-მეთქი და ახლა აღარ ვაცდენ რეპეტიციებს.
– მონასტერში ყოფნამ რა შეცვალა შენში?
 – არაფერი. ეკლესიასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი. იმ პერიოდში წამოსვლა აღარ მინდოდა, მაგრამ დამემართა ისე, როგორც ყველას, ჩამოდიხარ აქ და ავტომატურად აგრძელებ იმავე ცხოვრებას. თანაც, ეშმაკი უფრო ფართო გზას გიჩენს „საგულაოდ“ და რაც შეიძლება, ყველაფერს აკეთებ. ჩემი გზა რა არის – ქეიფი და გოგოები, მაგრამ ისეთ სმა-ჭამასა და ქეიფებში აღარ ვარ, დავიღალე გაუთავებელი ტაშ-ფანდურით.
– ტაშ-ფანდურით თუ დაიღალე, ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობ?
– სხვათა შორის, კვარტეტში ყველა წესიერი და დაოჯახებულია ჩემ გარდა და დავდე პირობა, რომ ამ წელს უნდა დავოჯახდე. კი ვგრძნობ საჭიროებას, უკვე დროა, ოჯახი შევქმნა. ნელ-ნელა ვარ იმ ეტაპზე, რომ ერთი წლის რადიუსში ცოლი მოვიყვანო.
– ახლა გყავს ვინმე შერჩეული?
– ეკოს შემდეგ დიდი ხანია, მყავს შერჩეული გოგო, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. ძალიან მაგარი გოგოა. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რაღაცებს რომ ვარკვევთ. ყველანაირად აკმაყოფილებს იმას, რაც მინდა, რომ ქალს ჰქონდეს. პირველ რიგში, არის ერთგული და კარგი ხასიათის. უღალატო, კარგი ადამიანია. რა უნდა დამჭირდეს, რომ გვერდით არ დამიდგეს. ისეთი თანადგომა იცის, ისე დამაკვალიანებს ხოლმე რაღაცებში. რაც მჭირდება ყველაფერს მეუბნება. ერთმანეთს ძალიან ვუგებთ. ახლა ისეთი პერიოდი გვაქვს, გადაწყვეტილებისკენ მივდივართ – ან ისე ან ასე...
– არ ეჭვიანობს შენზე?
– მე ისეთი შეყვარებულობა ვიცი, დიდი ხანი მიგრძელდება. ეკო ძალიან მიყვარდა. ესეც ძალიან მიყვარს... არ მომწონს, რომ დაქორწინდებიან და დაიწყებენ – „ქალი ვიცი მე კუხნაში“, სულ შეყვარებულობის რეჟიმში უნდა იყო. როგორ მინდა ასე ვიყო...
– ეს გოგო იყო და ცოლად სხვა შეირთე ბოლოს...
 – ნაჩხუბრები ვიყავით იმ პერიოდში, ერთად არ ვიყავით. თუმცა, იმდენად ვუყვარვარ, გამიგო.
–  საყვარელი ქალისთვის თუ გიღალატია?
– კი. მიღალატია და სისულელე ჩავიდინე, რასაც სულ ვნანობ. ვინც ძალიან მიყვარდა, დავკარგე კიდეც ამის გამო. აწი გავითვალისწინებ და გათვალისწინებულიც მაქვს. ქალს რომ ღალატობენ, მერე ეწყება ფსიქოლოგიური პრობლემები, არ ვარ ლამაზი, ისე ვერ ვიცვამ, გავსუქდი, შეცდომებს ვუშვებ ურთიერთობაში, ათას რამეს ფიქრობენ. მიუხედავად ამისა, ქალების 80 პროცენტი მაინც ინარჩუნებს ოჯახს. თუ ქალმა მამაკაცს უღალატა, დაშორებით რომ მთავრდება, ღმერთს მადლობაო, ვამბობთ, რადგან არ მოკლა, არ დაასახიჩრა.
– ქალისა და კაცის ღალატი ერთია თუ კაცის ღალატი დასაშვებია?
– ზუსტად ვიცი, ერთი და იგივეა. წარმოიდგინე, ქალი გაიგებს, რომ ქმარი ღალატობს – შეგრძნება იგივეა, რაც ექნებოდა კაცს, რომ გაეგო, ცოლი ღალატობს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში კაცს ეპატიება ღალატი და ქალს – არა. ქალები, უმეტესწილად, ოჯახს ინარჩუნებენ. ღალატი ერთნაირია, თუ სიყვარულია, სულ ერთია, გინდ ქალმა გიღალატოს, გინდ კაცმა.
– გასტროლებზე ხშირად დადიხარ, ბევრი საინტერესო ისტორია გექნება გოგოებთან დაკავშირებით.
– ირლანდია ყოფილა საჩემო ქვეყანა. რაგბის ნაკრებს ჰქონდა თამაში ირლანდიაში და ბიჭები საგულშემატკივროდ წავედით. თან, იგივე მაისურები გვეცვა ჩვენც, რაც მორაგბეებს. შევედით ერთ-ერთ კლუბში, სადაც მანდილოსნები სჭარბობდნენ. შესულები არ ვართ და ყველას ამოგვიდგნენ გოგონები. უმეტესობა მაღალი ბიჭები ვიყავით, რამდენიმე რაგბისტიც.  ჩვენც რაგბისტებიც ვეგონეთ და საერთოდ გადაირივნენ. ძალიან აქტიურობდნენ. გვიკვირდა, რა ხდება, სად ვართო? მერე ბარმენმა გვითხრა, ირლანდიაში გოგო აქტიურობს, ბიჭი რომ მოეწონება და არა პირიქით. კაცი საერთოდ არ ირჯებაო. ეგ რომ გავიგეთ, დავიმხეთ თავზე ყველაფერი. ათი დღე ვიყავით და ძალიან გავერთეთ. გადასარევი ქვეყანაა. სხვათა შორის, ძალიან რომ გავთამამდით, ამორჩევაზეც წავიდა საქმე. ინციდენტიც მოხდა, გოგოებმა იჩხუბეს, დააყარეს ერთმანეთს, თან, იქ ისე არ არის, ერთთან თუ გაერთობი, მეორესთან არ გაერთო. მთელი ღამე ვსკდებოდით სიცილით. საოცარი იყო ის ათი დღე. მთლად დეტალებს ნუ მათქმევინებ, რა როგორ იყო. ბოლოს ისეთ დღეში ჩავვარდით, ქალებს ვემალებოდით. ლამის დაცვა აგვიყვანეს და ისე გაგვაპარეს. ირლანდიაში უნდა წავიყვანო კვარტეტი. უკრაინა, რუსეთში გასაღები ვიცით, კარაოკეში რომ იმღერებ, ყველა გოგო „დაკერილია“. თან, ხმებში თუ იმღერეთ, ინგრევა ყველაფერი და ყველა შენია. ვინც ნასვამია, ყველა დადის კარაოკეში. ევროპაში როცა ჩავდივართ, ძირითადად, ემიგრანტებს ვსტუმრობთ სახლებში. ისინი ისე გველოდებიან, „საგულაოდ“ რომ გინდა წასვლა, ვერ ეტყვი. მაქსიმალურად ვცდილობთ, ბევრ ოჯახში მოვასწროთ მისვლა. იქ რომ იქეიფებ ქართულად, ჩათვალე, 15 წლის სიცოცხლეს ჩუქნი და ამ მუხტით ცხოვრობენ. იქ „მრავალჟამიერს“ რომ უმღერებ სახლში, თავის საქართველოს უწყობ. არ მახსოვს, რომ არ გვეტიროს.
– ივან ურგანტის დაბადების დღეზე როგორ მოხვდი?
– ურგანტი იყო ჩამოსული ჩემს მეგობართან, მირანდა მირიანაშვილთან. დაბადების დღე ჰქონდა ურგანტს, აქ გადაიხადა და შევხვდით შინდისში. მაგარი დრო ვატარეთ. ქართველი ცოლი ჰყავს, იმდენად უყვარს თავისი მეუღლე, რომ მთელ საქართველოზე და ქართველ ხალხზეა შეყვარებული. ხშირად ვერ ჩამოდის, მაგრამ, როგორც კი შანსი ეძლევა, ჩამოდის. რაღაც ქართული სიტყვებიც იცის. თავისი მეგობრები, დაახლოებით, ოცი კაცი ახლდა. დროსტარებაში გავათენეთ. უნიჭიერესი ადამიანია, შოკში ჩავვარდი, თუ რამე ინსტრუმენტი არსებობს, ყველაზე უკრავს – ტამტამზე, გიტარაზე, როიალზე, ბასგიტარაზე.  დათო ევგენიძე იყო თამადა. ქართველი გმირების სადღეგრძელო დავლიეთ და ძალიან დიდი წუხილი გამოთქვა. ქსოვრელები გვყავდა, რაც ძალიან მოეწონა. დუდუკზეც დაუკრა ტიპმა. დათო გომართელიც იყო, ქრისტინე იმედაძე... ურგანტი აღფრთოვანებული იყო და საქართველოს სადღეგრძელოს სულ ყანწებით სვამდა – სად უნდა ვყოფილიყავი, სად უნდა გადამეხადა დაბადების დღე... ერთადერთი დაბადების დღეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიამოვნება მივიღეო.

скачать dle 11.3