კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ მუშაობდა მარინა გაბუნია ბროდვეის ვარსკვლავებთან წარმატებულ შოუზე და როგორ გაიმარჯვა მისი მონაწილეობით გადაღებულმა ფილმმა ტრაიბეკას ფესტივალზე

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მარინა გაბუნიას საქართველოში კარგად აწყობილი კარიერა ჰქონდა, თუმცა წლების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვიტა ცხოვრება. მან არაერთი სირთულე გამოიარა და დღეს ძალიან წარმატებულია. ქალბატონ მარინას ნიუ-იორკის 5 უძლიერეს პიანისტს შორის იხსენიებენ.
მარინა გაბუნია: როგორც კი კონსერვატორია დავამთავრე, იქვე დამტოვეს. სამსახური არც მიძებნია, სოლო სიმღერის კათედრაზე დავრჩი და დავიწყე მუშაობა. კონსერვატორიაში სპეციალიზებული კლასი მაქვს დამთავრებული, როგორც აკომპანიატორმა ცალკე ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდა, ცალკე დიპლომი მაქვს. იმ დროს საქართველოში ჯერ არ იყო შესრულებული პროკოფიევის ჯჭჰêèé óòåíîê და პირველად მე შევასრულე. იტალიიდან ახალი დაბრუნებული იყო ნინო ცერცვაძე-მუჩელი, რომელიც „ლა სკალაში“ მოღვაწეობდა. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი იყო და მასთან გამაგზავნეს სამუშაოდ. იმ დროს კონსერვატორიის რექტორი იყო სულხან ცინცაძე და მან მითხრა: მიდი მასთან, თუ არ მიგიღო, გამოგიშვა, ჩემთან არ მოხვიდე სამსახურისთვისო. ცოტა პრეტენზიული იყო ქალბატონი ნინო. დავურეკე, მკითხა: დამწყები ხართო. კი-მეთქი. რა არის, ყველა დამწყებს მე რატომ მიგზავნიანო. შემდეგ მკითხა: დაკვრა იცითო. ამბობენ, რომ ვიცი-მეთქი, – ვუთხარი. მაშინ მობრძანდით და თუ არ მომეწონება, იცოდეთ, ჩემთან ვერ იმუშავებთო. მივედი მასთან, დამიდო ნოტები, დავუკარი. კარგი, კარგი, მე თქვენთან ვიმუშავებო. ასე დავრჩი ქალბატონ ნინოსთან. იმ პერიოდში ლამარა ჭყონიასთანაც ვუკრავდი, ბოლოს უკვე გულიკო კარიაულთან ვმუშაობდი. სერიოზული და კარგი გაკვეთილები გვქონდა. ნინო სურგულაძე პატარა იყო, როცა ჩემთან დადიოდა, ფიქრობდა – ჩვენთან გადმოსულიყო, ვოკალურზე თუ საესტრადოზე გაეგრძელებინა სწავლა. ნინო ჩემთან მოდიოდა სახლში, გულიკო მთხოვდა, რომ პერსონალურად მემეცადინებინა. ძალიან ბევრ ნიჭიერ მომღერალთან ვუკრავდი, ვმუშაობდი, ვარსკვლავებს ვუწევდი აკომპანირებას, რომლებიც დღეს ძალიან წარმატებულები არიან და მეამაყება. საქართველოში მუშაობით არასდროს ვყოფილვარ უკმაყოფილო.
– რატომ დათმეთ საქართველოში წარმატებული კარიერა და წახვედით ამერიკაში, ემიგრაციაში?
– სიცივე, უწყლობა, ყველაფერი იმ დროს ხდებოდა. პატარა შვილი მყავდა, მშობლები... არ მქონდა სხვა გამოსავალი და ამან მაიძულა, წავსულიყავი ამერიკაში. ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა და დავეთანხმე, რათა ოჯახი შემენარჩუნებინა, ცოცხლები ყოფილიყვნენ. წლების განმავლობაში სრულიად უხელფასოდ ვმუშაობდით. ბანკმა ყველაფერი წამართვა, მამაჩემის დატოვებული თანხა, მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო და გადავწყვიტე გამგზავრება. არ ვნანობ, მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული, რომ ჩემს ქვეყანას ვარ მოწყვეტილი.
– ამერიკაში ნულიდან მოგიწევდათ ცხოვრების დაწყება. ალბათ ბევრი სირთულე გამოიარეთ.
– რა თქმა უნდა, ყველაფერს ნულიდან იწყებ. ჩემმა მეგობარმა მითხრა: ძალიან რთული იქნება, გაგიჭირდება და შეძლებო? სხვა რა გზა მაქვს, აქ ოჯახს ვერაფერს ვუკეთებ-მეთქი. 6 წელი ინსტრუმენტს არ მივკარებივარ, არ დამიკრავს, ამის არც დრო მქონდა და არც საშუალება. ბავშვებთანაც ვმუშაობდი, მოხუცთანაც, რომ ამეღო ხელფასი და ოჯახი შემენახა. შემდეგ სრულიად შემთხვევით გავიცანი ძალიან კარგი პიროვნება და გავთხოვდი მასზე. მისი დახმარებით დავიწყე ჩემი პროფესიით სამსახურის ძებნა. ბავშვებიც ჩემი შვილი და დისშვილი უკვე წამოზრდილები იყვნენ. შვილი 6 წელი არ მყავდა ნანახი და 20 წლის ასაკში დამიბრუნდა, ჩემთან ჩამოვიდა, მწვანე ბარათი მოიგო. ეს 6 წელი ჩემი თვალთახედვიდან გამქრალია, არ არსებობს, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. ჩემი და, ჩემი სიძე და დედაჩემი ზრდიდნენ.
– როგორ განვითარდა ამერიკაში თქვენი ძალიან წარმატებული კარიერა?
– ერთ დღეს ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ერთ-ერთი რეჟისორი ეძებდა პიანისტს, რომელსაც შეეძლო ოფ-ბროდვეის შოუს გაკეთება. ჩემმა ქმარმა უთხრა: ჩემს მეუღლეს შეუძლიაო და მიმიწვიეს. მე ვიყავი შოუს მუსიკალური ხელმძღვანელიც, პიანისტიც, ვოკალისტების მასწავლებელიც. ძალიან კარგად გამოვიდა, შოუმ წარმატებულად ჩაიარა, კმაყოფილები დარჩნენ. ამის შემდეგ იყო მიწვევები, ბროდვეიზე რამდენიმე შოუ გავაკეთე. ჩემს ბოლო შოუზე, ერთ-ერთი შესვენების დროს, ჩემთან მოვიდა ცნობილი პიანისტი, მითხრა: თქვენ ბრწყინვალე მუსიკოსი ხართ, მე პიანისტი ვარ, ბალეტში ვუკრავ, მაგრამ თქვენსავით ვერასდროს დავუკრავო. გაოცებული ვუყურებდი: იშვიათია, პიანისტმა პიანისტს ასე უთხრას. შემდეგ მკითხა: არ გინდათ, ბალეტში იმუშაოთო. როგორ არ მინდა-მეთქი. მოკლედ, დამირეკეს და დავიწყე მუშაობა ბალეტში. როცა მე მქონდა სურვილი, არავინ მიღებდა: აქაური გამოცდილება არ გაქვთო. ახლა კი უკვე თავად მთავაზობდნენ. დღეს საკმაოდ ცნობილი ვარ. ადრე თუ არ ვარჩევდი, ვისთან უნდა დამეკრა, სულ ერთი იყო ჩემთვის, ახლა ყველასთან აღარ ვუკრავ.
– თქვენი საბალეტო კარიერაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. როგორ დაიწყეთ ბალეტში მუშაობა?
– საბალეტო კარიერა „სიტი ბალეტის“ სოლისტთან, ხოზე ტრაბასთან დავიწყე. ის მსოფლიოში ბალეტის ცნობილი პროფესორის, დევიდ ჰოვარდის ნამოწაფარი გახლდათ. მოგვიანებით, თავად დევიდ ჰოვარდთან ვმუშაობდი. მან საბალეტო მუსიკის დისკის ჩაწერაც შემომთავაზა. ჩავწერეთ და გამოვუშვით. ვმუშაობდი ქალბატონ გელსი კირკლანდთან, რომელიც 16 წლის ასაკში უკვე პრიმა ბალერინად იყო აღიარებული. მის აკადემიაშიც ვუკრავდი. ამერიკაში არის ძალიან სერიოზული პედაგოგი,  ედვარდ ელისონი, რომელიც სტუდენტებს სხვადასხვა კონკურსებისთვის ამზადებს,  უამრავი პირველი და მეორე პრიზის მფლობელი ჰყავს აღზრდილი. მასთანაც ვუკრავდი. ამერიკაში ძალიან სერიოზული, წარმატებული საბალეტო კომპანიებია და მათთანაც ვუკრავდი. ასევე, ვმუშაობ „ჯულიარდში“. იქ არის ძალიან ცნობილი მასტერკლასის მასწავლებელი, ალფონს პულინი, რომლის ბიოგრაფიაზე მხატვრული ფილმი გადაიღეს და მე მთხოვეს, რომ ფილმში დამეკრა. ალფონსის როლი შეასრულა ჰოლივუდის ვარსკვლავმა პატრიკ სტუარტმა და მასთან ერთადაც მომიწია მუშაობა. ფილმმა ტრაიბეკას ფესტივალზე გაიმარჯვა.
– ქართულ მუსიკას უწევთ მუდმივად პოპულარიზაციას.
– მაქვს იმპროვიზირების უნარი, ვუკრავ მსუბუქ ჯაზსაც. ქართული მელოდიებიც მაქვს გადაკეთებული და ვასრულებ მხოლოდ ქართული ნაწარმოებების თემებზე, განსაკუთრებით „ჯულიარდში“, სადაც ჩამოდიან სხვდასხვა ქვეყნებიდან, შტატებიდან კომპანიების გენერალური დირექტორები, რომლებიც გაკვეთილებს ესწრებიან, სტუდენტები რომ აარჩიონ. მე ვუკრავ სტუდენტებთან, რომლებიც ამთავრებენ და მეკითხებიან ხოლმე: რას უკრავთ, რა არის ესო და მეც ვუხსნი, რომ ქართულია. თან ბევრს პოლონელი ან რუსი ვგონივარ და ვუხსნი, რომ საქართველოდან ვარ და მერე: ა, ანანიაშვილი, ვახტანგ ჭაბუკიანი. ყველას ვაცნობ ქართულ მელოდიებს და ძალიან მოსწონთ.
– როგორც ვიცი, თქვენ მუშაობდით მერი გეითსის წიგნის მიხედვით დადგმულ შოუზე Enevsong, რომელშიც ემიგრანტების ცხოვრებაა გადმოცემული. მომიყევით ამის შესახებ.
– ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ბოლო შოუ, სადაც ბროდვეის ხანშიშესული მსახიობები თამაშობდნენ, რომლებიც ბროდვეის ვარსკვლავები არიან. ძალიან ძლიერი მსახიობები იყვნენ. ისინი ეძებდნენ პიანისტს, რომელსაც შეეძლო შოპენის დაკვრა. ამერიკაშია რუსი პიანისტი, ლერი სპივაკი, რომელმაც დაწერა შოუსთვის დამატებითი მუსიკა. ჩემმა პირველმა პროდიუსერმა მომცა რეკომენდაცია. დამირეკეს, მითხრეს: მობრძანდით მოსმენაზეო, შინაარსიც მომიყვა და თუ შემეძლო შოპენის მეშვიდე ვალსი დამეკრა დასაწყისში, შუაში და ბოლოში. ჩემი იდეებით მივედი მოსმენაზე. ვიკითხე მეშვიდე ვალსის დროს რა ხდება-მეთქი. მსახიობები ჩაბნელებულ სცენაზე შემოდიანო. იქნებ სხვა ნაწარმოებები მოვსინჯოთ, რომელსაც მე შემოგთავაზებთ-მეთქი. კარგიო. დავუკარი ჩემი შერჩეული ნაწარმოები, ძალიან მოეწონათ და აიღეს ჩემი იდეა. მოკლედ, ჩემი მისვლის შემდეგ, კონკურსი დახურეს და ამიყვანეს. 18 შოუ იყო და ყველაზე დავუკარი. მიხარია და ვამაყობ, რომ დღეს ნიუ-იორკის 5 უძლიერეს პიანისტს შორის მიხსენიებენ.

скачать dle 11.3