კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რატომ არ სვამს საძმაკაცოს სადღეგრძელოს მასტერი და რის გამო არ ჰყავს მას ბევრი მეგობარი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

რეპერი მასტერი, ბოლო პერიოდია, საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, თუმცა, სოციალურ ქსელში აქტიურობს. როგორც თავად ამბობს, არჩევანი გაკეთებული აქვს, მაგრამ ცხოვრებაში რთული ეტაპი უდგას. ვისზეა ის შეყვარებული და რაში უშლის ხელს მას საყვარელ გოგონასთან ურთიერთობა, რის გამო თქვა უარი ჩინოვნიკურ ცხოვრებაზე და რატომ სთხოვენ მას ფულს უცნობი ადამიანები, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მასტერი: არც რთული ბავშვობა მქონია და არც თავად ვიყავი ზედმეტად ცელქი, უზრდელი და რთულად აღსაზრდელი ბავშვი. პატარა ბიჭებს ხომ ეუბნებიან: მიდი, შეაგინე, შეაგინეო... მე რომ მეტყოდნენ, შეაგინეო, ვამბობდი: შეგინებული ხარ! (იცინის). და იცით, რა მახსოვს? 4-5 წლის ასაკში, დედას ხშირად ვეუბნებოდი: დედა, რთულია დედობა? (იცინის). „სტრანნი“  ბავშვი ვიყავი. დედასთან გავიზარდე და დღესაც საუკეთესო მეგობრები ვართ.
– როგორც ვიცი, მსახიობობა გინდოდა. რატომ გადაიფიქრე?
– დედაჩემის ძმა მსახიობია, სულ დავყავდი თეატრში და მინდოდა, მეც მსახიობი გამოვსულიყავი. ფეხბურთზეც დავდიოდი და ოცნებად მქონდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გავმხდარიყავი. დღემდე მაქვს ეს ოცნება. 12 წლის ვიყავი, პირველი საარჩევნო კამპანიის პროგრამა რომ დავწერე და სულ ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციაზე ვსაუბრობდი (იცინის). ფეხბურთი დღესაც ძალიან მიყვარს და ჩემს ცხოვრებასთან ძალიან ახლოს არის. ახლა რომ დავფიქრდი, კარგი პრეზიდენტი ვიქნებოდი, ბავშვთა ფეხბურთს მივაქცევდი დიდ ყურადღებას და უბნების ფეხბურთს გავუწევდი პოპულარიზაციას, ჯანსაღ ცხოვრების წესს დავნერგავდი.
– როგორც ვიცი, შენს განათლებაში საკმაოდ დიდი ფული ჩადო ბიზნესმენმა დედამ და პარლამენტარმა და მინისტრმა მამამ. ამერიკაშიც სწავლობდი. თუმცა, მაინც რეპერობა არჩიე. ამის გამო მშობლებთან პრობლემა არ გქონია?
– იურიდიული დავამთავრე თბილისში, ბაკალავრიატი ჯავახიშვილში გავიარე და მერე ამერიკაში დავამთავრე ბიზნესადმინისტრირების მაგისტრატურა. ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, მსგავსი სამსახური არასდროს მიზიდავდა. კიდევ ვამბობ, სამსახიობოზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მამის გავლენა იყო, იურიდიულზე რომ მოვხვდი. მაშინ, მამამ ასე გადამიწყვიტა. ქონების მართვის მინისტრი იყო, პარლამენტარი და ახლა არის მინისტრის მოადგილე, დედაც ბიზნესმენია და სულ არ მიკვირს, რომ ჩემი რეპერობა მათთვის არ იყო მისაღები, საქმიანი, პიჯაკში გამოწყობილი წარმოვედგინეთ. მამას ჩინოვნიკური კუთხით უნდოდა წავსულიყავი და აქედან გამომდინარე, სულ თავისკენ „მქაჩავდა“. როცა პოპულარული გავხდი და სუფრაზე მისმა მეგობრებმა უთხრეს, მასტერის სიმღერებს ვუსმენთო, მიხვდა, რომ ის გზა ავირჩიე, რაც ყველაზე მეტად მინდოდა. დედა სულ გვერდით მედგა და „პადერჟკას“ მაძლევდა. რომ არა ის, მე გვერდზე გავიწეოდი. ერთხელ, მე და მამას საფრანგეთში მოგვიწია წასვლა და იქ, ქუჩაში ქართველებმა რომ მიცნეს, გამაჩერეს და მითხრეს, აქაც გისმენთო, მამამ, ამის მერე გაუგო „მუღამი“ და მითხრა, მიდი, კაცო, მიყევი მაგ საქმესო (იცინის). ახლა, ჩემკენაა, მირეკავს და მეუბნება, გისმინე, აქ კარგი იყო, აქ რამეს ხომ არ შეცვლიო (იცინის). სხვათა შორის, ჩემს რეპში მამას ხშირად ვახსენებ: „მამა ამბობს, ძმაკაცები გამოსცადე ფულში...“, „მამაჩემმა, ასე მითხრა... მამაჩემმა, ისე მითხრა, ასე ფიქრობს“... მუსიკალური ნიჭი მამის დედისგან და დედაჩემისგან დამყვა. დედას კონსერვატორია აქვს დამთავრებული, მაგრამ სხვა საქმიანობით არის დაკავებული. ბავშვობიდან სულ სცენაზე ვიდექი. ამერიკაში რომ წავედი და ვეზიარე ამერიკული რეპის სიყვარულს, ძალიან მომეწონა. რომ ჩამოვედი, ჩემმა მეგობარმა მთხოვა, იქნებ მუსიკა შემიქმნა და გავრეპავო. მივყევი სტუდიაში და ჩაწერის დროს, რაღაც-რაღაცები შევუსწორე. ბიჭებმა მითხრეს, კარგად გამოგდის და იქნებ, შენც გეცადაო. ვცადე და მივხვდი, რეპი ჩემი იყო და მადლობა ღმერთს, ზუსტად ის საქმე გამომიჩნდა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.
–  ესე იგი, საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდი?

– ზუსტად! ზოგადად, ჩემს სიმღერებში, ძალიან გამჭვირვალე ვარ, როგორი ცხოვრებაც მაქვს და რასაც ვფიქრობ, იმას ვრეპავ.
– მღერი: „მამამ მითხრა, მეგობრები, გამოსცადე ფულში“... როგორც ვიცი, არ გყავს დიდი სამეგობრო წრე და ამ კუთხით, ცოტა ჩაკეტილი ადამიანი ხარ. ასეა?  თუ გამოსცადე მეგობრები ფულში?
– დიახ, მამამ მითხრა, მეგობრები ფულში და ერთგულებაში გამოსცადეო. მართალია. ძალიან გახსნილი და უშუალო ადამიანი ვარ. მიკვირს, ადამიანები ამას რომ ვერ ხედავენ. ხშირად, როცა მანქანით ვარ და ადამიანი მიცნობს, გამიჩერებია მანქანა, ქუჩა ფეხით გადამიკვეთავს და მასთან ფოტო გადამიღია. არასდროს თავი არ ამიწევია, ნებისმიერ ადამიანს გულით და გახსნილად ველაპარაკები. მეგობრული ვარ, მაგრამ ცხოვრებამ მოიტანა ისე, რომ სულ ვამბობ, სამ-ოთხ მეგობარს რომ არ ეცალოს, სახლში წავალ-მეთქი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, 150 ათასი გამომწერი თუ მეყოლებოდა და დაბადების დღეზე – მხოლოდ 10 მეგობარი. უბრალოდ, ასე ამეწყო. არავინ თქვას, 3-4 მეგობარი საკმარისია და მეტი არ უნდა გყავდესო. მეგობარი ბევრი უნდა გყავდეს. სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ვარ და უამრავი ადამიანი მწერს. ბევრს ფულიანი ვგონივარ და დახმარებას მთხოვს. ბიჭები მწერენ: „ძმაო, 300 ლარი მასესხე რა, ბიჭებს დალევა გვინდა და დროზე მიპასუხეო“... ან „აუ, ძმაკაცი დაჭრეს და წამლის ფული გვჭიდება“... არ ვმალავ, არ დავხმარებივარ, მაგრამ, მივსულვარ და უცხო ადამიანი მომინახულებია საავადმყოფოში, იმის გამო, რომ მისმა სამეგობრომ მომწერა, ცუდადაა, ლეიკემია აქვს,  შენს სიმღერებს უსმენს და გაუხარდება, რომ გნახოსო. რასაკვირველია, წავედი. რომ დამინახა, მისი ემოცია ახლაც თვალწინ მიდგას.  ერთმა ბიჭმა მომწერა: რთული ეტაპი მაქვს ცხოვრებაში, სამსახურიდანაც გამომიშვეს, ჩემი შვილის დაბადების დღე მოდის, ვერაფერს ვაჩუქებ, შენ უყვარხარ და ნახევარი საათით თუ მოიცლი, ყველაზე მაგარი საჩუქარი იქნებიო. ნომერიც დამიტოვა. როგორ შეიძლება, უარი ვუთხრა, მასთან არ მივიდე და არ გავახარო?
– რატომ გაქვს მეგობრების დეფიციტი. იყო ღალატი და გულისტკენა?
– ვერ ვიტყვი, გულისტკენა ბევრჯერ ყოფილა-მეთქი, თუმცა იყო შემთხვევა, როცა უახლოესმა ძმაკაცმა ისე „მიპოდლა“, ისეთი რაღაც შეეშალა, ისე მაწყენინა და „გამიტყდა“, გული გამიცივდა და ამის მერე, ძმაკაცობის და მეგობრობის სადღეგრძელოს აღარ ვსვამ.
– ამბობენ, შეყვარებული ხარ და ცოტა შეცვლილიც მეჩვენები. ხომ არ ვცდები?
– 29 წლის ვარ და ყოველთვის ვარჩევდი გატაცებას სიყვარულისგან. ახლაც, ზუსტად ვიცი, რა მჭირს (იცინის). ვყოფილვარ გოგოსთნ 3-4 წელი, მენატრებოდა, ვეჭვიანობდი, მაგრამ არ მითქვამს, მიყვარხარ-მეთქი. ვხვდებოდი, ეს სიყვარული კი არა, გატაცება იყო. სულ ვარჩევდი ზღვარს სიყვარულსა და გატაცებას შორის. თუ ვიტყვი, მიყვარს-მეთქი,  „უეჭველი“ ცოლად მოვიყვან. გამოჩნდა ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არ მინახავს, მაგრამ შეყვარებული ვარ. ერთი წლის წინ გავიცანი ინტერნეტით და ყოველდღე ვსაუბრობთ, ამერიკაშია, ქართველია და ვხვდები, სიყვარულში რთული ეტაპი დამიდგა. ურთიერთობებში ცოტა „მიჭედავს“, ეჭვიანობს და არ მაძლევს საშუალებას, მის იქით გავიხედო. წარმოიდგინეთ, არ მყავს ნანახი, მაგრამ მიყვარს, ვუყვარვარ და ეს რომ ჩემს თავს ხდება, მეც მიკვირს. სხვა რაღაცებს ვარ მიჩვეული. მაგალითად, არასდროს ვიყავი შეზღუდული, ვერ წარმომედგინა, ვინმე გოგოს რატომ არ უნდა შევხვდე... ის კი, სულ მირეკავს და მამოწმებს, სად ვარ და ვისთან. მთხოვს, არავის შეხვდეო, მეც დამჯერი ბიჭი გავხდი (იცინის). თბილი რომ ვიყავი, ვიცოდი, მაგრამ ყურადღებიანიც რომ ვყოფილვარ, ახლა აღმოვაჩინე. რაც ამ გოგოსთან დავახლოვდი, სხვანაირი მასტერი გავიცანი, თურმე, სხვა ტიპი ვყოფილვარ. მოკლედ რომ ვთქვა, დავიბადე სხვა ბიჭი, ახალი მასტერი! მოკლედ, რთული ყოფილა სიყვარული (იცინის). გეფიცებით, რომ მომესმინა სხვისგან, გოგოს არ ვიცნობ და მიყვარსო, მაგრად ვიცინებდი, მაგრამ ჩემს თავზე, არ მეცინება. ზოგადად, ძალიან გამძაფრებული მაქვს ინტუიცია და ზუსტად ვხვდები რაღაც-რაღაცებს, მაგრამ სიყვარულში „გავიჭედე“. არჩევანს ახლა არ ვაკეთებ, არჩევანი გაკეთებული მაქვს, უბრალოდ, ცხოვრებას მივყვები.
– ესე იგი, სიყვარულის ბრალია, ბოლო პერიოდში რომ აქტიურად აღარ იღებ კლიპებს?
– ასე გამოდის. ვერ „მოვიხოდე“, პირადში გადავვარდი. სიყვარულმა ჩემს შემოქმედებაზე კარგად არ იმოქმედა. სულ ვამბობდი, თუ გოგო შემიყვარდება ჩემს კარიერასა და რეპზე მაგრად, ესე იგი, ის არის-მეთქი და მგონი, ეგ არის (იცინის).
скачать dle 11.3