კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რატომ სრულდება საუკეთესო შედეგით მედიცინის დოქტორის დეა პაპასკირის თმის გადანერგვის ოპერაციები და რა სიახლეებს შესთავაზებს პაციენტებს ის კლინიკა „დეამედში“

ბევრი  ქართველი „სელებრითი“ სწორედ მისი პროფესიონალიზმის წყალობით დაემშვიდობა სიმელოტეს.
...კლინიკა ზუსტად ისეთია, როგორიც მისი კეთილგანწყობილი, ღიმილიანი დიასახლისი. პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი დღეს უკვე თავის ესთეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის ცენტრში  „დეამედში“ გვმასპინძლობს.  
თმის გადანერგვა მისი ეფექტურობიდან გამომდინარე სულ უფრო აქტუალური ხდება. მაგრამ პროცედურა მხოლოდ მაშინ იძლევა  პაციენტისთვის სასურველ შედეგს, როცა მას პროფესიონალი, კვალიფიციური ექიმი ასრულებს.

– ქალბატონო დეა, ჩვენი მკითხველი გიცნობდათ, როგორც კლინიკა „ჰეალაინის“ წამყვან ქირურგს, დღეს სრულიად ახალი კლინიკის – ესთეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის ცენტრის, „დეამედის“  დამფუძნებლად მოგვევლინეთ. რამ განაპირობა თქვენი ეს თამამი ნაბიჯი?
დეა პაპასკირი: გეთანხმებით, მას შემდეგ, რაც დავბრუნდით საქართველოში, ვმუშაობდი კლინიკა „ჰეალაინში“ (2013-2017 წლები). ვფიქრობ, „ჰეალაინი“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ჩემს კარიერულ გზაზე. თუმცა, დადგა ძირეული ცვლილებების დრო, როდესაც უნდა გადავსულიყავი განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე, სადაც იქნებოდა ოპტიმალური გარემო ახალი მიღწევებისა და იდეების რეალიზებისთვის. სწორედ ამიტომ დავაფუძნე ახალი, ინოვაციური კლინიკა – ესთეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის ცენტრი „დეამედი”. საუბრის დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ სიტყვა „სითამამე“. კლინიკის მართვა-ორგანიზება ჩემთვის ახალი არ არის. ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. ჯერ კიდევ 2003 წელს, მე და ჩემმა მეუღლემ, ალექსი მახარაშვილმა, ქალაქ მოსკოვში ჩამოვაყალიბეთ თმის გადანერვის სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. აგრეთვე, 2004 წელს, მივლინებით ვიყავით ჩამოსულები თბილისში, სადაც 8 თვის განმავლობაში წარმატებით მოვამზადეთ ექიმებისა და ექთნების მთელი გუნდი. ამ პერიოდში მათ შევასწავლეთ თმის ტრანსპლანტაციის უახლესი ტექნოლოგიები. ასე შეიქმნა თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრი „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“. მიხარია, რომ ამ გუნდის უმრავლესობა, დღესაც ჩემ გვერდით მუშაობს კლინიკა „დეამედში“.
– იშვიათია საქართველოში ისეთ პროფესიონალთა გუნდი, ძალიან დიდი გამოცდილებით, როგორმაც თავი მოიყარა „დეამედში“, ამას დავუმატოთ ის თანამედროვე მეთოდები, რომლითაც მუშაობთ – ეს კიდევ უფრო გაზრდის თქვენი მადლიერი პაციენტების რიცხვს.
– ჩვენი კლინიკის ექიმების მრავალწლიანი გამოცდილება, სამეცნიერო აქტივობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არის ის, რასაც ეფუძნება ჩვენი წარმატებული სამედიცინო პრაქტიკა. გარდა ამისა, თითოეული ჩვენგანი შედეგზე ვართ ორიენტირებული. ყველა პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს. წინასწარი დიაგნოსტიკის საფუძველზე თითოეულ პაციენტს ვურჩევთ მკურნალობის მხოლოდ იმ მეთოდს, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და საუკეთესო შედეგს იძლევა. კმაყოფილი პაციენტი კი ექიმისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია, მე ამით ნამდვილად განებივრებული ვარ.
– როგორ ფიქრობთ, ახალ და საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდეთ, ხომ არ შეგიშლით ხელს კლინიკის დირექტორობა პაციენტებზე ზრუნვაში. ისევ თავად გაუძღვებით თითოეული მათგანის კონსულტაციასა და ოპერაციას?
– მიუხედავად იმისა, რომ კლინიკის დირექტორობა შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა, ვფიქრობ, დირექტორს უნდა შეეძლოს ყველა რესურსის სწორად მართვა (დროის, ადამიანურის). შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცდები, ისე გადავანაწილო ფუნქციები, რომ ძირითადად მაინც კლინიკის საქმიანობით ვიყო დაკავებული და ყურადღება არ მოვაკლო ჩემს პაციენტებს. დარწმუნებული ვარ, ჩემი სამედიცინო აქტივობა არ შემცირდება.
– როგორც ვიცი, „დეამედის“ ძირითადი მიმართულება თმის გადანერგვა იქნება, ეს იმან ხომ არ განაპირობა, რომ ამ სფეროში უდიდესი ცოდნა და გამოცდილება გაქვთ? კიდევ რა მიმართულებით იმუშავებს კლინიკა „დეამედი“?
– თმის ტრანსპლანტაციის თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა ჯერ კიდევ 2002 წელს მოსკოვში, ორდინატურაში სწავლის დროს დავიწყე. მაგრამ ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი ჩემს მეუღლეს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ ალექსი მახარაშვილს მიუძღვის. ამ დარგში მან მრავალი ექიმი მოამზადა, როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში. დღეს ის გახლავთ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო პროგრამის ხელმძღვანელი სპეციალობაში – „თმის აუტოტრანსპლანტაცია“.
რა თქმა უნდა, ჩვენი კლინიკის ძირითადი მიმართულება თმის გადანერგვა და თმის ცვენის დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გავაფართოვეთ მომსახურების სფერო. ამ ეტაპზე პაციენტებს ვთავაზობთ: ამბულატორიულ ქირურგიას, ფლებოლოგიას (ვენებთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობას), სტომატოლოგიას, დერმატოლოგიას, დერმატოკოსმეტოლოგიას და ასე შემდეგ. ამის წინაპირობა გახლავთ, რომ ჩვენ გვყავს სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
– თქვენ ხართ მსოფლიოში ერთადერთი სადისერტაციო ნაშრომის ავტორი, რომელმაც ძალიან ბევრ პაციენტს გაუუმჯობესა ცხოვრების ხარისხი. რას ეხება ეს ნაშრომი?
– 2010 წელს მოსკოვში დავიცავი დისერტაცია თემაზე: „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა“, რაც გულისხმობს ნაწიბურებში თმის გადანერგვას ფოლიკულური მიკროაუტოტრანსპლანტაციის მეთოდით. ეს ნაშრომი, თავისი სამეცნიერო ღირებულებით, უნიკალურია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს! მინდა აღვნიშნო, რომ დისერტაციაში მოცემულ ყველა პაციენტს თავად ჩავუტარე ოპერაცია.  ჩვენ კლინიკური და მორფოლოგიური კვლევების შედეგების ღრმა ანალიზით დავამტკიცეთ, რომ თმის გადანერგვა ნაწიბურებში შესაძლებელია და კარგ შედეგებს იძლევა. თმის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად, ნაწიბურების სტრუქტურაც უმჯობესდება. ამ ნაშრომამდე სამედიცინო საზოგადოებაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ ნაწიბურებში თმის გადანერგვა არ შეიძლება. დღეს უკვე მრავალ პაციენტს მოეხსნა ის ფსიქოსოციალური პრობლემა, რომელიც ნაწიბუროვანი დეფექტებით იყო გამოწვეული.
P.S. მედიცინის დოქტორ დეა პაპასკირთან კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ყოველდღე. ტელ:  2 25 25 20.
მის: ბერბუკის 8
(სპორტის სასახლესთან).
ესთეტიკური მედიცინისა და
ჯანმრთელობის სახლი „დეამედი“
скачать dle 11.3