კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ალექსანდრე თავართქილაძე – ონკოლოგიასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები

თათია ფარესაშვილი ნინო კიკვაძე

ონკოლოგსა და გენეტიკოსს, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკურ დირექტორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს – ალექსანდრე თავართქილაძეს ევროპული განათლება და მრავალწლიანი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილება აქვს. თუმცა, თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლის პერიოდი მისთვის საუკეთესო მოგონებად რჩება. საფრანგეთთან გენეტიკური კავშირის გავლენით, პირველადი ენა ფრანგული იყო და დღეს კი სრულყოფილად ფლობს რამდენიმე ევროპულ ენას. თავის დროზე პროფესიული არჩევანი ვერაგი და მსოფლიოში ჯერ კიდევ დაუმარცხებელი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად გააკეთა და აქტიურად ეუფლება ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს.
ალექსანდრე თავართქილაძე: ჩემს განათლებასა და პროფესიულ არჩევანში გარკვეული როლი ითამაშეს ჩემმა ბებიებმა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსატიტუტში ჩავაბარე და პარალელურად, ვსწავლობდი დიუმას ცენტრში, რათა ამეღო ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ვინაიდან უკვე დაგეგმილი მქონდა სწავლის უცხოეთში გაგრძელება. სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის პერიოდი ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის. არაჩვეულებრივი ლექტორები მყავდა, რომელთანაც დღემდე ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა სტრასბურგში, პასტერის უნივერსიტეტში კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებით გავაგრძელე. საფრანგეთის საგანმანათლებლო სისტემის კანონმდებლობით, ჯერ უნდა გავმხდარიყავი შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, რასაც საქართველოში თერაპევტი ჰქვია და შემდეგ ონკოლოგი, ასეც მოვიქეცი. პარალელურად, ვსწავლობდი დოქტორანტურაში. სადოქტორო დისერტაციით – „ნეოროჰორმონებისა და სასიგნალო მოლეკულების როლი ავთვისებიანი სიმსივნეებისა და ღვიძლის დაავადებების პათოგენეზში“ დოქტორის აკადემიური ხარისხი მივიღე 2-ჯერ: საფრანგეთში (პასტერის უნივერსიტეტში) და
შემდეგ საქართველოში. ევროპის კლინიკური ონკოლოგიის ვიცე-პრეზიდენტმა – ჟან პიერ ბერჯერატმა ჩათვალა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იმ პერიოდში და მაშინ მრავალი PHD-ის პროგრამა დამტკიცდა, საკითხი გამოირჩეოდა მაღალი სამეცნიერო დონით. როდესაც ჩემი დისერტაცია ექსპერტიზაზე პარიზის უნივერსიტეტში გავიდა, იქიდან მისი მონაცემები ევროპის გენეტიკის ინსტიტუტს გაუგზავნეს, ვინაიდან ნაშრომის 80 პროცენტი კლინიკურ გენეტიკას ეხებოდა. ევროპის გენეტიკის ინსტიტუტმა კი, გარკვეული დამატებითი სტეპების გავლის შემდეგ, მომანიჭა საერთაშორისო ლიცენზია კლინიკურ გენეტიკაში.
– რა როლი აქვს გენეტიკას ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარებაში?
– ონკოლოგიური პათოლოგია, 21-ე საუკუნის განმარტებით, არის გენომის დაავადება, ანუ ადამიანის გენეტიკური აპარატის დაზიანება. სამწუხაროდ, დაუდგენელია, თუ რა იწვევს იმ დაზიანებას, რის გამოც ჯანმრთელი უჯრედი სიმსივნედ გადაიქცევა. თუმცა, ვიცით, რომ გენომის დაზიანებით იწყება
ონკოლოგიის აღმოცენება.
– როგორია ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის მსოფლიოში აღიარებული მეთოდები?
– ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიისა და ავსტრალიის საუნივერსიტეტო კლინიკების სტატისტიკური მონაცემებით, მეოცე საუკუნე ჩაითვალა სტანდარტების ერად ანუ პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობდა არასელექციურად, ეგრეთ წოდებული, „ცდისა და შეცდომის პრინციპით“, 2008 წელს დაიწყო ინდივიდუალური მედიცინისა და ინდივიდუალური ონკოლოგიის ერა, მეორენაირად მას ზუსტ მედიცინას უწოდებენ (Preciision Medicine), რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმები არ აღიარებენ მკურნალობის რომელიმე კონკრეტულ სტანდარტს და თითოეულ სტანდარტს ქმნიან ინდივიდუალურად, კონკრეტული პაციენტისთვის. იქმნება თითოეული პაციენტის გენეტიკური ატლასი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ, რა მეთოდით გამოიკვლიონ, რა მედიკამენტებით უმკურნალონ, რა დროს შეუცვალონ, რა გართულება შეიძლება მიიღონ ამ მედიკამენტით და როგორ გაუმკლავდნენ მას. ამ მეთოდმა გაამართლა და შესაბამისად, იაპონიაში ყველაზე მაღალია ონკოლოგიური პაციენტების
გადარჩენისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი. სტანდარტები და მეთოდები, რომელსაც ექიმი გამოიყენებს პაციენტის სამკურნალოდ აპრობირებული უნდა იყოს FDA-ს EMA-ს ან TGA-ს მიერ, შესაბამისად მოაზროვნე ექიმი ყველაზე ოპტიმალურ/ზუსტ სქემას შეარჩევს პაციენტის მკურნალობისათვის ეს არის სრულად ზუსტი მედიცინის (Preciision Medicine), ეგრეთ წოდებული, „გაიდლაინი“, ანუ სახელმძღვანელო.
– რა მდგომარეობაა საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის თვალსაზრისით?
– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვართ ბევრი ონკოლოგები, ჩვენი ონკოლოგიური სკოლა არ არის ხელწამოსაკრავი. ჩემი ყველა კოლეგა, მეტ-ნაკლებად, ცდილობს, დაეუფლოს თანამედროვე ინფორმაციებს და არ ჩამორჩეს მოვლენებს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ჩვენი პაციენტების თურქეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მკურნალობის მიზნით ვიზიტი. ჩემთან, როგორც ჯანდაცვის ექსპერტთან, უამრავი განცხადება შემოდის ჯანდაცვის სამინისტროდან პაციენტების მდგომარეობიდან  გამომდინარე პაციენტების უცხოეთში მივლინებასთან დაკავშირებით. მინდა, გითხრათ, რომ 2016-2017 წლებში 1 500 ზე მეტი ონკოლოგიური პაციენტი გავიდა საქართველოდან სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების მისაღებად, 2017 წლის ბოლოს  კი უცხოეთში გამგზავრებული პაციენტების სიკვდილიანობამ 710 შეადგინა,  რაც ონკოლოგიური პაციენტების 47 პროცენტია. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ანალოგიურზე ბევრად უკეთესი სტატისტიკა აქვს საქართველოში ყველა ონკოლოგიური პროფილის კლინიკას, პაციენტთა
მკურნალობის კუთხით, არ ვამბობ, რომ აქ დარჩენის შემთხვევაში ყველა პაციენტი განიკურნებოდა. სამწუხაროდ, ონკოლოგიაში მსოფლიო სტატისტიკით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტი ფიქსირდება და 2017 წლის მონაცემებით, ის 68 პროცენტს უტოლდება, მაგრამ იმ ფონზე, რომ უცხოეთში სამკურნალოდ 40-ჯერ მეტი თანხა გადაიხადეს და ბევრმა მათგანმა, ფაქტობრივად, ყველაფერი გაყიდა მკურნალობის საფასურის გადასახდელად, ვფიქრობ, დასაფიქრებელია, ღირს თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა. მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო ინფორმაციის დეფიციტია მოსახლეობაში საქართველოში არსებული სამედიცინო სერვისების შესახებ.
– ონკოლოგიური დაავადება ეს „განაჩენია“ ადამიანისთვის?
– არა. მართალია, რთულია მასთან ბრძოლა, მაგრამ დროული გამოვლინება და აქტიური, ხარისხიანი მკურნალობა ცუდ შედეგებს ნამდვილად არ გვაძლევს. ოღონდ ეს მოითხოვს დიდ ნებისყოფას, მკურნალობის კულტურას, ექიმისა და პაციენტის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, ნდობის ფაქტორს და რა თქმა უნდა, რწმენას, რომელიც ყველაფრის აპრიორია.
თქვენი აზრით, მკურნალობის როგორი ტიპის მეთოდებია გამართლებული თანამედროვე მედიცინაში?
–  მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნეც, ძირითადად ოფიციალური რეკომენდაციებით, ეგრეთ წოდებული. „გაიდლაინებით“ დაიწყო, რაც მასაზეა გათვლილი და არა კონკრეტულ პაციენტზე, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიდანაც მესმის „გაიდლაინის“ არსის არასწორი ინტერპრეტაცია. მინდა, თქვენი ინტერვიუთი ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ „გაიდლაინი“, პირველ რიგში, არის სწორედ ის სახელმძღვანელოები, რომლებითაც სტუდენტებს ვასწავლით, ეს არის  ხანგრძლივი კვლევებით დადასტურებული კონკრეტული შედეგები, მაგალითად, ვიცით, რომ ცილა შედგება ამინომჟავებისგან და ადამიანის ორგანიზმის სისხლში არის 9 შეუცვლადი, ეგრეთ წოდებული, ესენციური ამინომჟავა, რომელსაც ორგანიზმი თვითონ ვერ წარმოქმნის და აუცილებლად საკვებით უნდა მივიღოთ და თუ ჩვენ, ნივთიერებათა ცვლის შესწავლის კუთხით, სისხლში ამინომჟავების ცვლას შევისწავლით, შესაძლოა, ძალიან ბევრმა ექიმმა გითხრათ, რომ ეს „გაიდლაინში“ არ წერიაო, მაშინ გამოდის, რომ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ბიოქიმიას და გასტროენტეროლოგიას შეცდომებით ასწავლიან?! ყოველ პაციენტს უნდა მივუსადაგოთ კონკრეტული მკურნალობის ფორმულა, რომელიც დაფუძნებულია სამედიცინო აზროვნებაზე. ექიმმა უნდა იცოდეს მედიცინის ბაზისური საფუძვლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკურნალობის შედეგი უმეტესწილად არასახარბიელო იქნება, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს დაავადებები, რომლის წინაშეც ჯერჯერობით
მედიცინა უძლურია.
დღესდღეობით ძალიან ბევრ დაავადებას არ აქვს პრევენციის ან ეფექტური მკურნალობის გამართლებული საშუალება. ეგრეთ წოდებული, პერსონალიზებული მედიცინა, ეს არის უზუსტესი მედიცინა, აბსოლუტურად ახლებური მიდგომა დაავადების მკურნალობისა და პრევენციის მიმართ, რომელიც მხედველობაში იღებს ინდივიდუალურ ცვალებადობას გენებში, გარემოში და ცხოვრების სტილში, თითოეული ადამიანის შემთხვევაში. ადგილი აქვს რა გლობალურ წინსვლას ზუსტ მედიცინაში, ეს პრაქტიკა ამჟამად მანდატორულად გამოიყენება მხოლოდ იაპონიაში, რაც აისახება ამ ქვეყანაში თითქმის ყველა ნოზოლოგიის მკურნალობის ძალიან კარგ შედეგებზე.
პერსონალიზებული ონკოლოგიის, კარდიოლოგიის, ნეფროლოგიის, ენდოკრინოლოგიის მეთოდების ნაწილი უკვე ინიცირებულია ჩვენს კლინიკაში და მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობისათვის. პროექტის ზედამხედველობაში ქართველ ექსპერტებთან ერთად ჩართულია უცხოელი მკვლევრები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, იაპონიიდან და ავსტრალიიდან.
– ვინ არიან ამ პროექტის ხელმძღვანელები საქართველოში?
– საქართველოში ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული ვართ პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის მკვლევარ ექიმთა ჯგუფი, ხოლო ჯგუფის ხელძღვანელები ვართ მე – პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე და პროფესორი გაიანე სიმონია.
– ბატონო ალეკო, ვინ არის კარგი ექიმი?
– ის, ვინც პაციენტის ისტორიას სამუშაო საათების შემდეგ სახლში წაიღებს, დაღლილი არაერთხელ გადახედავს და ქვეშეცნეულად თან სდევს პრობლემის დაძლევის ჟინი. ეს ერთგვარი აზარტიც გახლავთ ექიმისთვის. პაციენტი უნდა იყოს მისი ძირითადი საფიქრალი.
скачать dle 11.3