კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები


მეგრელი ძმაკაცს ეუბნება:
– ჯიმა, ისეთებს ამბობენ ჩემზე, ხანდახან მგონია, დადებითი მხოლოდ სისხლის ჯგუფი მაქვს...
***
მამა ეკითხება მერვეკლასელ შვილს:
– რეზო, შეყვარებული არ გყავს?
– რას ამბობ, მამი, ვინ შევიყვარო? ჩემს სკოლაში ისეთი მახინჯი გოგოები დადიან, სილამაზის კონკურსი რომ ჩატარდა, მანდატურმა გაიმარჯვა.
***
მეგრელი მამა არიგებს შვილს:
– მამი, სანამ ვინმესგან ფულს ისესხებ, კარგად დაფიქრდი, რომელი უფრო მეტად გჭირდება...
***
სვანმა დაიწუწუნა:
– ეხ, უიღბლო ვარ.
– რატომ, კაცო?
– აბა, არავინ მივლის ჟრუანტელის გარდა და...
***
კაცი ეუბნება თანამშრომელს:
–  ცოლი მოვიყვანე.
– გილოცავ!
– რას მილოცავ, პოლიციაში მუშაობს და პირველივე ღამეს, ორჯერ დამაჯარიმა.
– რატომ?
– ერთხელ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის და მეორედ, არასასურველ მდგომარეობაში პარკირებისთვის.
***
ღამენათევი ექიმი საავადმყოფოში შემოვლას მორჩა, შევიდა კაბინეტში და დაღლილი მაგიდას მიუჯდა. ექთანი ეკითხება:
– ექიმო, ყურზე სანთელი რატომ გიკეთიათ?
– ო, ღმერთოოო... ნეტავ ვის გავუკეთე ის ფანქარი...

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები

მიხომ თქვა: რა ბედი მაქვს, ჯო, ოქროს თევზს რომ ჩემი სურვილი ვუთხარი, თავი მოიმკვდარუნა.
***
სტიუარდესა შედის პოლოტის კაბინაში და ეუბნება:
– კაპიტანო, ჩვენი თვითმფრინავი სომეხმა ტერორისტებმა აიყვანეს.
– საიდან მოიტანე, რომ სომხები არიან? თავად თქვეს?
– არა, კაპიტანო, პარაშუტებს ყიდიან მგზავრებზე.
***
– ბიჭო, ის შენი მეგობარი ზურა სად დაიკარგა, რატომ არსად აღარ ჩანს?
– ბოროტმა ჯადოქარმა მოაჯადოვა და სახლში ჰყავს გამოკეტილი.
– უი, ცოლი მოიყვანა?!
***
სვანი მიდის ნათესავთან სამსახურში და დაინახავს კარზე აწერია: „კადრების განყოფილება“. შეაღებს კარს და ხედავს ლამაზი, გაპრანჭული ქალი ზის მაგიდასთან.
– უკაცრავად კი ვარ, მაგრამ, წარწერა ვნახე კარზე და იკადრებთ რამეს, ქალბატონო?
***
ბიჭი ურეკავს გოგოს:
– ალო, ნინი, შენთან ამოვდივარ და რომელი უფრო გიყვარს: მარწყვი, ბანანი თუ ატამი?
– ვაიმე, გიგა საყვარელო, რა მზრუნველი ხარ... სუპერმარკეტში ხარ თუ ბაზარში?
– აფთიაქში.
***
ქუთაისელმა, „ჯოკერის“ თამაშის დროს კარტი ისე სწრაფად აჩეხა, დამა ყვავს ლიფი გაძვრა.
***
კახელი კვდება და ოჯახი თავზე ადგას. უცებ, იძახის:
– დედა გავიდეს ოთახიდან, თქვენთან საქმე მაქვს, შვილებო.
დედა გადის და ბიჭებს უბარებს:
– როცა მოვკვდები, რაიონში ხმა დაყარეთ, ვითომ შიდსით მოვკვდი.
– რათა, მამი?
– თქვე დებილებო, თქვენა, მე ვკვდები და ისევ თქვენზე ვზრუნავ, დედა რომ არავინ მოგი...ათ!скачать dle 11.3