№18 რა მოხდა ამ დღეს
30 აპრილი
1803 – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საფრანგეთისგან იყიდა ლუიზიანა.
1975 – კომუნისტურმა ჩრდილოეთ ვიეტნამმა მოახდინა კაპიტალისტური სამხრეთის ოკუპაცია. ასე გაერთიანდა ვიეტნამი.
1992 – ამ დღიდან თავის ისტორიას იწყებს ინტერნეტი, როგორც საერთო მსოფლიო ქსელი.
1 მაისი
1707 – ოფიციალურად გაერთიანდა ინგლისი და შოტლანდია – შეიქმნა დიდი ბრიტანეთი.
1840 – ინგლისში გამოჩნდა პირველი საფოსტო მარკები. მათზე გამოსახული იყო დედოფალი ვიქტორია.
2 მაისი
1902 – საფრანგეთში ეკრანებზე გამოვიდა პირველი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი „მოგზაურობა მთვარეზე“.
1955 – ინდოეთში აიკრძალა მოსახლეობის დაყოფა და დისკრიმინაცია კასტური პრინციპით.
1963 – ჯგუფი „ბითლზი“ პირველად მოექცა ინგლისის ჰიტ-პარადის სათავეში.
3 მაისი
1968 – საფრანგეთში დაიწყო სტუდენტური რევოლუცია, რომელიც მალე მთელს ევროპას მოედო.
4 მაისი
1932 – ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციამ დააპატიმრა ცნობილი განგსტერი ალ კაპონე.
2000 – მთელ მსოფლიოში კომპიუტერებმა მიიღეს დარტყმა ვირუსისაგან I Love You.
5 მაისი
1912 – გამოვიდა გაზეთ „პრავდის“ პირველი ნომერი.
2000 – პლანეტების აღლუმი. ამ დღეს ერთ რიგში „ჩადგნენ“ მზე, იუპიტერი, სატურნი, ვენერა, მარსი, მერკური და მთვარე.
6 მაისი
1527 – საღვთო რომის იმპერიის არმიამ აიღო და სასტიკად ააოხრა ქალაქი რომი.
1994 – საზეიმოდ გაიხსნა გვირაბი ლა მანშის სრუტის ქვეშ.