№18 ბრძნული აზრები
ნორდაუ: ჩვენ ვცხოვრობთ რწმენის ეპოქაში, რასაც ვიწამებთ, ის შესრულდება.
ჩესტერფილდი: ადამიანები ვერასდროს არჩევენ, რას ვაკეთებთ ჩვენ მათთვის, მაგრამ ყოველთვის ამჩნევენ, რას არ ვაკეთებთ მათთვის.
სკორსეზე: დუმილი და ღიმილი – ორი უძლიერესი იარაღია. ღიმილი არის მრავალი პრობლემის გადაჭრის საშუალება, ხოლო დუმილი – მათი თავიდან აცილების.
როკფელერი: ღარიბი ადამიანისგან ფულის სესხება უფრო ადვილია, ვიდრე მდიდრისგან.
მონტენი: სიყვარულია, როცა ადამიანი კი არ გიჭირავს, არამედ აძლევ არჩევანის გაკეთების საშუალებას.
ფორდი: მარცხი, უბრალოდ, საშუალებაა, რომ თავიდან დაიწყო, ოღონდ უფრო ჭკვიანურად.
რემარკი: შენ ეძებ ცხოვრების აზრს, მაგრამ ერთადერთი აზრი ისაა, რომ ვერაფერი გაიგო.
პეტრარკა: ადამიანი, რომელიც მთის მწვერვალზე დგას, ციდან არ ჩამოვარდნილა.
სენეკა: ნუ ჩათვლი სიკეთეს სისუსტედ, უხეშობას – სიძლიერედ, ხოლო გაიძვერობას – კარგად ცხოვრების ცოდნად.
ჟვანეცკი: თქვენი უფლება, გაგაჩნდეთ საკუთარი აზრი, არ მავალდებულებს მე, მოვისმინო სისულელეები.
განდი: ეჭვიანობა იბადება სიყვარულთან ერთად, მაგრამ ყოველთვის მასთან ერთად არ კვდება.
ტვენი: საზოგადოებრივი აზრი არის იმ ადამიანების შეხედულებები, ვისაც არაფერს ეკითხებიან.:
ნავოი: ზოგჯერ საჭიროა სწორი გზიდან გადახვევა ჭეშმარიტ გზაზე მოსახვედრად.
შპეგელი: დემოკრატიულ საზოგადოებაში უწყინარი ადამიანი საშიში ხდება, როგორც კი ის ამომრჩეველი გახდება.
ტოლსტოი: თანასწორობა და თავისუფლება შეუთავსებელი ცნებებია.
კონფუცი: ძლიერისა და სუსტის გათანაბრება შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ძლიერს ძალას წავართმევთ.
ციცერონი: თავისუფლების უბოროტესი მტერია გამძღარი და კმაყოფილი მონები.
ეზოპე: ჩვენ გავთავისუფლდებით გარე ჩაგვრისგან, როდესაც გავთავისუფლდებით შინაგანი მონობისგან.
მოპასანი: ცივილიზებულ და ველურ მამაკაცს შორის უდიდესი სხვაობაა, მაგრამ ეს შეუმჩნეველია სანამ ცივილიზებული მშიერია.
როულენდი: გათხოვებისას ქალი რამდენიმე მამაკაცის ყურადღებას ცვლის ერთი მამაკაცის უყურადღებობაში.