კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 მამაკაცმა შვილი დაჭრა, კანონიერი ქურდი კი საკუთარ სახლში მოკლა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

64 წლის მანუჩარ ს-შვილი თანასოფლელის, 48 წლის კოტე ი-ძის მკვლელობისთვის გაასამართლეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა, საკუთარ სახლში, კოტე ი-ძეს ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე დაშავდა  მანუჩარ ს-შვილის შვილიც, ნანა ს-შვილი, რომელიც მამამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მხარში დაჭრა. მკვლელობიდან რამდენიმე საათში მანუჩარ ს-შვილი სამართალადმცველებს ჩაბარდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა, შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის იარაღი – გადაჭრილი სანადირო თოფი ამოიღეს.  
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მანუჩარ ს-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული ოჯახურ კონფლიქტს მოჰყვა, რომელიც  გარდაცვლილ მამაკაცსა და დანაშაულში ეჭვმიტანილის შვილს შორის თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. მანუჩარ ს-შვილის შვილი, ნანა ს-შვილი კოტე ი-ძის ძმის ცოლი იყო, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში რვა წლის განმავლობაში  იმყოფებოდა. ნანა ს-შვილი, ქმართან განშორების შემდეგ, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად  მამის სახლში დაბრუნდა. მანუჩარ ს-შვილი სოფლის ტრაქტორისტი იყო, ხელმოკლე, გაჭირვებული ოჯახი ჰქონდა, მაგრამ მშრომელ და პატიოსან  კაცს სოფელში ყველა პატივს სცემდა. მამაკაცმა შვილის და შვილიშვილების პატრონობა საკუთარ თავზე აიღო, რადგან შვილის ყოფილმა ქმარმა შემოუთვალა, რომ ბავშვების გაზრდაში არ დაეხმარებოდა. რამდენიმე თვეში ნანა ს-შვილს დედა გარდაეცვალა და ის და მისი ორი შვილი მხოლოდ პაპის იმედად დარჩნენ. ოჯახი გაჭირვებით, მაგრამ პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს, ერთადერთი, ვინც მათ მშვიდ ცხოვრებას ხშირად აფორიაქებდნენ ძმები კოტე  და ლევან  ი-ძეები იყვნენ, რომლებიც ხან შერიგებას სთხოვდნენ ყოფილ რძალს, ხან კი შეურაცხყოფას აყენებდნენ. განსაკუთრებით ლევანი აქტიურობდა, რომელიც ყოფილ ცოლზე ხშირად ძალადობდა, მას მხარს უფროსი ძმაც უჭერდა, რომელიც რძლის სახლიდან წასვლის გამო შეურაცხყოფილი იყო და მას ამ ქმედებას არ პატიობდა.   კოტე  ი-ძე წარსულში სამჯერ იყო ნასამართლევი და სოფელში, ეგრეთ წოდებული, კანონიერი ქურდის სახელი ჰქონდა. ნანა ს-შვილი ძმას ცოლად მან შერთო – ახალგაზრდა ქალი მეგობრების დახმარებით თვითონ მოიტაცა.  ნანა  ს-შვილის ოჯახს სასიძო არ მოსწონდა, მაგრამ  ძმების შიში ჰქონდათ და გაჩუმდნენ. ნანამ და ლევანმა ერთად რამდენიმე წელი იცხოვრეს, ორი შვილიც შეეძინათ, თუმცა მათი ოჯახური თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა. ლევან ი-ძე აგრესიული ხასიათით გამოირჩეოდა,  მეუღლეს უმიზეზოდ სცემდა და მძიმე მდგომარეობაში ამყოფებდა. ახალგაზრდა ქალი თავიდან ვერ ბედავდა მშობლებთან იმის თქმას, რა მდგომარეობაშიც იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ქმარი მას ფიზიკურად  გაუსწორდა, და სახეზე ძალადობის  კვალის დამალვა შეუძლებელი გახდა, ის იძულებული გახდა, მშობელებისთვის  ყველაფერი მოეყოლა, რასაც მისი ქმრის სახლიდან წამოსვლაც მოჰყვა. ამონაწერი ნანა ს-შვილის ჩვენებიდან: „მას შემდეგ, რაც ქმარს დავშორდი და ჩემი მშობლების ოჯახში დავბრუნდი, ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. ჩემი ქმარი ყოველ მეორე-მესამე დღეს ჩვენთან მოდიოდა, ვითომ ბავშვების სანახავად და მეც, ჩემს დასაც და ჩემს მშობლებსაც შეურაცხყოფას გვაყენებდა. ხან შერიგებას მთხოვდა, ხან პირიქით, მემუქრებოდა, რომ მალე ცოლს შეირთავდა და ჩემს შვილებს თვალით აღარ მაჩვენებდა. ჩვენს კამათში მამაჩემიც რამდენჯერმე ჩაერია, რის გამოც ლევანთან ფიზიკური დაპირისპირებაც მოუხდა. მამა მშვიდი, უთქმელი კაცი იყო და მეშინოდა, რომ ჩემს ქმარს მისთვის რაიმე არ დაეშავებინა. მას შემდეგ, რაც ციხიდან ჩემი მაზლი გამოვიდა, რომელიც ქურდულ სამყაროსთან იყო დაახლოვებული და თვითონაც კანონიერი ქურდის სახელი ჰქონდა,  ჩემს ყოფილ ქმარს კიდევ ერთი მხარდამჭერი გაუჩნდა. თავიდან კოტე ჩვენს ოჯახში მშვიდად მოვიდა და მთხოვა, ვიცი, ჩემი ძმის ცუდი ხასიათი, მაგრამ მაინც უნდა შეურიგდეო, როდესაც ჩემგან უარი მიიღო, ჩვენს შეურაცხყოფაზე გადმოვიდა და საშინლად დაგვამცირა, მათხოვრები, ღატაკები გვეძახა. შეურაცხყოფა მიაყენა დედასაც, რომელიც ონკოლოგიური პაციენტი იყო. რამდენჯერმე ნათესავებს ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ კოტეს გამო, ჩვენს კონფლიქტში ჩარევას ყველა ერიდებოდა, სულ მეშინოდა, რომ მამაჩემისთვის რამე არ აეტეხათ, რადგან კოტე განსაკუთრებული აგრესიით მამაჩემის მიმართ გამოირჩეოდა”.
საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის დღეს კონფლიქტი ყოფილ ცოლ-ქმარს შორის მოხდა, რომელიც მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს სხეულის დაზიანება მიაყენა, რის გამოც ნანა ს-შვილი საავადმყოფოშიც კი მოხვდა.  სამუშაოდან სახლში  დაბრუნებულ მანუჩარ ს-შვილს მომხდარის შესახებ მეზობლებმა უამბეს. ერთ-ერთი მეზობლის ჩვენებით, ამის შემდეგ მანუჩარ ს-შვილმა  ტირილი დაიწყო და მას შესჩივლა, რომ ძმები ისეთ მდგომარეობაში აყენებდნენ, რომ გამოსავალს ვეღარ ხედავდა. „მანუჩარი ისეთი წყნარი კაცი იყო, მის ხმამაღალ სიტყვას ვერ გაიგებდი. როდესაც გაიგო, რომ ლევანმა ნანას თვალი დაუზიანა,  აღელდა და წყობიდან გამოვიდა, პირველად გავიგე მისგან მუქარა, ლევანს ამას აღარ ვაპატიებო, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე“, – ამბობდა გამოძიებასთან მიცემულ ჩვენებაში მოწმე, რომელიც მკვლელობის თვითმხილველიც გახდა. საღამოს მამა-შვილთან მოსალაპარაკებლად ლევან ი-ძის ძმა, კოტე ი-ძე მივიდა, რომელიც ყოფილ რძალს არწმუნებდა, რომ ქმრისთვის ცემა უნდა ეპატიებინა, პოლიციაში არ წასულიყო და შერიგებოდა, ნანას და კოტეს საუბარი ხმამაღალ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელშიც მანუჩარ ს-შვილიც ჩაერთო. ამინაწერი ნანა ს-შვილის ჩვენებიდან: „მამა ასეთი აღელვებული არ მინახავს, პირდაპირ უთხრა კოტეს, ჩვენთან მოსული აღარ დაგინახოთ, თორემ ჩემი ფეხით წავალ პოლიციაშიო. კოტემ მამას დამცირება და  შეუარცხყოფა დაუწყო. ამ ინციდენტს ერთი მეზობელი შეესწრო. კოტემ მამას ჯერ სახეში დაარტყა, შემდეგ კი ძირს დავარდნილს, მუცელში ორჯერ წიხლი ჩაარტყა. მამა წინააღმდეგობას უწევდა, ამის დანახვაზე კივილი დავიწყე, მაგრამ კოტე მამას თავს არ ანებებდა. მათი კონფლიქტი მეზობელმა განმუხტა, რომელმაც მამა სახლში შეიყვანა, სახე მობანა და თვითონ გარეთ გამოვიდა. მე და კოტე ეზოში ვისხედით, კოტე მამშვიდებდა და ჩემს დარწმუნებას განაგრძობდა, რომ ქმარს უნდა შევრიგებოდი. მეზობელმა, რომელიც ინციდენტის თვითმხილველი იყო, ჩემი შვილები თავის სახლში წაიყვანა და უკან ბრუნდებოდა, როდესაც მამა სახლიდან გამოვიდა, მას ხელში სანადირო თოფი ეჭირა. ჩვენი მიმართულებით წამოვიდა, უცებ, სანამ აზრზე მოვედი, მამამ თოფიდან გაისროლა,  კოტეს ერთი ტყვია თავში მოხვდა,  მამამ მეორედაც გაისროლა, ამჯერად, შემთხვევით, ტყვია მხარის არეში მე მომხვდა,  კოტე რომელსაც თავიდან სისხლი მოსდიოდა, ზედ  დამეცა. ის ადგილზე გარდაიცვალა, ჩვენთან მეზობლები შემოცვივდნენ, რომლებმაც მამას დამშვიდება სცადეს. მალე პოლიციაც მოვიდა, მამა სახლში აღარ იყო, მეზობელს გაეყვანა შემთხვევის ადგილიდან. მერე გავიგე, რომ მამა გონზე ვერ მოდიოდა, ხმამაღლა ტიროდა და  ყველაზე მეტად იმას გამიცდიდა, რომ ტყვია მეც მომხვდა.“             
სასამართლომ მანუჩარ ს-შვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, იმის მიუხედავად, რომ მან დანაშული სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა, რაც დადასტურდა გამოძიების მასალებით,   მანუჩარ ს-შვილს  8 წლით პატიმრობა მიესაჯა.        

скачать dle 11.3