კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რა გიშლით ხელს წინსვლაში

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

ეს ტესტი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც საკუთარ თავს ჯერ კიდევ არ იცნობს კარგად და ვერ ხვდება, რა უშლის ხელს წინსვლაში. გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებს და ნახეთ შედეგები. თუ მათ გაითვალისწინებთ, სიტუაცია გამოსწორდება.
1. ხშირად იღებთ სელფებს?
ა) თითქმის არა;
ბ) საკმაოდ ხშირად;
გ) სულ სელფების გადაღებაში ვარ.
2. როცა საკუთარ რეზიუმეს ადგენთ, რომელ თვისებებს წამოსწევთ წინა პლანზე?
ა) პასუხისმგებლობას და შესრულების უნარს;
ბ) გუნდური მუშაობის უნარს;
გ) კრეატიულობას.
3. სპექტაკლის დაწყებამდე მიხვედით თეატრში და აღმოაჩინეთ, რომ ადგილი დაკავებულია, როგორ მოიქცევით?
ა) თუ ეს ჩემი ადგილია, რა დროს მორიდებაა, უნდა ადგეს;
ბ) თეატრის თანამშრომელს ვთხოვ, რომ გაათავისუფლოს ადგილი;
გ) შევეცდები, თავისუფალი ადგილი მოვძებნო.
4. ძალიან ხშირად გიწევთ ოფისში დამლაგებლის ფუნქციის შეთავსება. როდემდე გააგრძელებთ ასე?
ა) არაფერს შევცვლი. თუ დამლაგებელი თავისით მიხვდება, კარგია;
ბ) აუცილებლად ვიპოვი მომენტს და ვეტყვი დამლაგებელს, გააკეთოს თავისი საქმე;
გ) დიდხანს არა. დირექტორს მივმართავ, რომ დამლაგებელს საქმე გააკეთებინოს.
5. სახლიდან გასვლამდე რამდენი ხანი დგახართ სარკესთან:
ა) ხუთ წუთზე ნაკლები;
ბ) ალბათ, 15-20 წუთი;
გ) თითქმის ერთი საათი.
6. თანამშრომლების ჩხუბის უნებლიე მოწმე გახდით, როგორ მოიქცევით?
ა) საერთოდ არ ჩავერევი;
ბ) ჯერ გავაშველებ, მერე ვეცდები, სიტუაციაში გავერკვე;
გ) აქტიურად ჩავერევი და ჩხუბს აღვკვეთ.
7. თქვენი აზრით, რატომ ამბობენ უარს ძალიან პოპულარული მსახიობები, მეორეხარისხოვანი როლების შესრულებაზე?
ა) სიზარმაცის გამო;
ბ) პრაგმატული მოსაზრებით;
გ) ამბიციების გამო.
ნახეთ შედეგები:
როცა პასუხების უმრავლესობა არის „ა“: ბუნებამ ძალიან დიდი „დოზით“ დაგაჯილდოვათ მოკრძალებულობით. ცუდი არ არის, იყო მორიდებული, მაგრამ ამან უკანა პლანზე არ უნდა გადაგწიოთ. ნუ გრცხვენიათ, წარმოაჩინოთ თქვენი უპირატესობები და მიღწევები. ხომ გინდათ, გაფასებდნენ, თამამად ასწიეთ თავი მაღლა.
პასუხების უმრავლესობა არის „ბ“: საკუთარი თავის წარმოჩენაში მარტო მორიდებულობა არ გიშლით ხელს. საკმარისია, თქვენი მიმართულებით სულ პატარა ნეგატივი ან უკმაყოფილება, რომ უკან დაიხიოთ და საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტოთ.
თუ პასუხების უმრავლესობა არის „გ“: ნებისმიერ მომენტში მზად ხართ, საკუთარი თავის პოზირებისთვის. ფიქრობთ, რომ მორიდებულობა მხოლოდ ჩარჩოებში სვამს ადამიანებს. აფერხებს მათ განვითარებას, წინსვლას. ამიტომ არაფრის გერიდებათ. თქვენი სითამამე ზოგჯერ ზედმეტიც კი არის.
скачать dle 11.3