კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: როგორ მოვამზადო სახლის პირობებში მკვებავი, გასამკვრივებელი და გამაახალგაზრდავებელი სახის ნიღაბი? არ ვენდობი მაღაზიაში ნაყიდებს და მირჩევნია, საკუთრი ხელით მოვამზადო სახლში.
პასუხი
: მკვებავი, გასამკვრივებელი ნიღბის მისაღებად, 3 ჩაის კოვზ კვერცხის გულს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და ნელ-ნელა შეურიეთ 1/2 ჩაის კოვზი კონცენტრირებული მარილწყალი. მიღებული მასა აურიეთ 1 ჩაის კოვზ მკვებავ კრემში. ეს ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე 2 ფენად. ანუ, ჯერ ერთი ფენა წაისვით, 5-6 წუთის შემდეგ კი - მეორე. 15-20 წუთი გააჩერეთ და ჩამოიბანეთ ჩაის სუსტი და ცივი ხსნარით. გამაახალგაზრდავებელი ნიღბისთვის კი დაგჭირდებათ: 1 ცალი გახეხილი ვაშლი, 1/2 კიტრი ან გოგრის ნაჭერი. დაასხით მცირე ოდენობით რძე და დადგით ნელ ცეცხლზე. უმჯობესია, თუ ორთქლის აბაზანაზე დადგამთ. როცა კარგად დარბილდება და შეერევა ერთმანეთს, გადმოდგით ცეცხლიდან. შეურიეთ არაჟანი და თეთრი თიხა. უნდა მიიღოთ სქელი მასა. ნიღაბი მომზადებისთანავე დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
კითხვა: ვარ 5 თვის ორსული და მითხრეს, ამ მდგომარეობაში, არ შეიძლება ფრჩხილზე ლაკის წასმა, რადგან ნაყოფს უქმნის საფრთხესო. იქნებ მიპასუხოთ, რამდენად რეალურია ეს მოსაზრება?
პასუხი:
ფრჩხილის შესაღები ნებისმიერი საშუალება, მართლაც შეიცავს სხვადასხვა მავნე ნივთიერებას, რაც შეიძლება, მოხვდეს ორგანიზმში სასუნთქი გზების საშუალებით. თუმცა, ის დრო, რაც ლაქის წასმისთვისაა საჭირო, საკმარისი არ არის  მომავალი დედისა და ნაყოფის დასაზიანებლად. აქვე მოგცემთ რეკომენდაციას, რომ ორსულობის პერიოდში, უარესდება ფრჩხილების მდგომარეობა – ფრჩხილი ხდება მსხვრევადი, მშრალი და იყოფა. ამ დროს მნიშვნელოვანია სწორი კვება, ვიტამინების, მათ შორის, კალციუმის, დროული და საჭირო რაოდენობით მიღება. ყურადღებით გაეცანით ლაკისა და ლაკის მოსაშორებელი საშუალებების  შემადგენლობას. მოერიდეთ აცეტონს. გაიკეთეთ მანიკიური კარგად განიავებულ ოთახში. ორსულობის ბოლო კვირაში,  სასურველია, ლაკის მოშორება.
მოამზადა
скачать dle 11.3