№18 წვენების დიეტა და კვირაში მინუს 3-4 კილოგრამი
ნებისმიერ დიეტას სჭირდება ნებისყოფა, ამიტომ თუ სასურველი წონის მიღწევა გსურთ, მოგიწევთ, ამას შეეგუოთ. წვენების დიეტის დაცვა შეგიძლიათ კვირაში ორი დღე და კვირის ბოლოს წონაში სამი კილოგრამით ნაკლები იქნებით. რაციონში შედის წვენები და ჩაი, თითო ჭიქა – 2 საათში ერთხელ.
8:00 საათი – თბილი ლიმონიანი წყალი.
10:00 საათი – თბილ წყალში გაზავებული ვაშლის ან ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი.
12:00 საათი – ცივ წყალში გაზავებული სტაფილოს წვენი.
15:00 საათი – ნებისმიერი ჩაი უშაქროდ.
17:00 საათი – ნებისმიერი ხილის ახალგამოწურული წვენი.
19:00 საათი – უშაქრო მწვანე ჩაი.
21:00 საათი – თბილ წყალში გაზავებული გრეიპფრუტის წვენი.
22:00 საათი – თბილ წყალში გაზავებული ლიმონის წვენი.
კვირაში ასეთი დიეტის ორჯერ დაცვა, თქვენს ორგანიზმს საშუალებას მისცემს, დაისვენოს. გაასუფთავებს და ახალი ენერგიით აავსებს მას.
კვირის დანარჩენ დღეებში კი, ნუ დატვირთავთ ორგანიზმს ფუნთუშებითა და ტკბილეულით. მიირთვით ბოსტნეული, ხილი და ფაფები. მხოლოდ ასე შეძლებთ დიეტისგან მიღებული შედეგის შენარჩუნებას.